წლის ბოლოსწინა ტურში გამორჩეული თამაში არც ერთია - ასე რომ, რამდენიმეს გამოვყოფთ.

ჩემპიონი და ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი "ბარსელონა" ვალენსიაში ჩადის, სადაც "სიუტატ დე ვალენსიაზე" "ლევანტეს" ესტუმრება. წლევანდელი "ლევანტე" სულაც არ არის აუტსაიდერობისთვის განწირული გუნდი, 22 ქულით მე-6 ადგილზეა, რომელიც ევროპალიგის საგზურს იძლევა. სამშაბათს "ბარსამ" მისთვის უმოტივაციო მატჩში "ტოტენჰემთან" წაივარჯიშა. ასე რომ, ვერ ვიტყვით, რომ ევროთასების გამო კატალონიელები გადაღლილები არიან.

ამ წყვილის დაპირისპირებაზე კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ წლევანდელი 13 მაისი, როცა "ლევანტემ" შინ "ბარსას"... 5:4 მოუგო! ემანუელ ბოატენგმა ჰეთ თრიკი შეასრულა, ენის ბარდიმ კი - დუბლი. "ბარსას" ფილიპე კოუტინიოს ჰეთ თრიკმაც კი ვერ უშველა.

ბარსელონა (სავარაუდო): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური - მესი, ლ. სუარესი, დემბელე.

ჩემპიონთა ლიგაზე "სანტიაგო ბერნაბეუზე" საშვილიშვილოდ შერცხვენილ სოლარის გუნდს ამავე სტადიონზე მადრიდული დერბი ელის, ოღონდ, "რაიო ვალეკანოსთან". ფაქტია, სოლარი ვერ შეეფერება "სამეფო კლუბს", გუნდის უახლოეს რეზერვს კი მარტივი ამოცანების გადაწყვეტაც არ შეუძლია, ვარსკვლავები კი საშინელ ფორმაში არიან. "რეალი" 26 ქულით მეოთხეა. ადგილს კიდევ არა უშავს, ქულების რაოდენობა ძალიან მცირეა, თამაშის ხარისხს რომ თავი დავანებოთ.

რეალი (სავარაუდო): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კროოსი, სებალიოსი - ლ. ვასკესი, ბენზემა, ბეილი

28 ქულით მეორე ადგილზე მყოფი "სევილია" "სანჩეს პისხუანზე" კატალონიურ "ჯირონას" მასპინძლობს, ხოლო ამდენივე ქულით მესამე საფეხურზე მყოფი "ატლეტიკო" სან სებასტიანში "რეალ სოსიედადს" ესტუმრება.

ფაქტები

ყველაზე მეტი პენალტი ამ სეზონში "ჟირონას" კარში დაინიშნა - 5.

"ხეტაფეს" ბოლო 20 თამაშიდან 18-ში 2.5 გოლზე ნაკლები დაფიქსირდა.

"ბარსელონა" ლა ლიგაში ბოლო 38 თამაშიდან 35-ში დაუმარცხებელია, იმ 3-დან 1 სწორედ "ლევანტესთან" დათმო.

ბოლო 7 ტურიდან 6-ში "ბარსამ" თამაშში სულ მცირე, 2 გოლის გატანა მოახერხა.

"ლევანტესა" და "ბარსელონას" ბოლო 9 მატჩიდან 8 ვალენსიაში უხვგოლიანი იყო.

"ლევანტემ" შინ ბოლო 6 ტურიდან 5-ში სულ მცირე, 2 გოლის გატანა შეძლო თამაშში.

ბოლო 4 დაპირისპირებაა, რაც "რეალი" "რაიო ვალეკანოს" სულ მცირე, 4 (!) გოლს უტანს "სანტიაგო ბერნაბეუზე".

"რეალმა" შინ ლა ლიგაში ბოლო 8 თამაშიდან 6-ში კარი მშრალად შეინახა.

"ატლეტიკომ" ლა ლიგაში ბოლო 4 საგარეო მატჩი ფრედ ითამაშა.

ლა ლიგა. XVI ტური

პარასკევი, 14 დეკემბერი

სელტა-ლეგანესი 0:0

შაბათი, 15 დეკემბერი

ხეტაფე-სოსიედადი 16:00

ვალიადოლიდი-ატლეტიკო 19:15

რეალი-რაიო ვალეკანო 21:30

ეიბარი-ვალენსია 23:45

კვირა, 16 დეკემბერი

სევილია-ჟირონა 15:00

ესპანიოლი-ბეტისი 19:15

უესკა-ვილიარეალი 21:30

ლევანტე-ბარსელონა 23:45

ორშაბათი, 17 დეკემბერი

ალავესი-ბილბაო 23:59

ბომბარდირები: 11 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - ლუის სუარესი (ბარსელონა), იაგო ასპასი (სელტა); 8 - მაქსიმილიანო გომესი (სელტა), ბორხა იგლესიასი (ესპანიოლი), მარტი როხერი (ლევანტე), ანდრე სილვა (სევილია).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები ქოჩორაშვილს და 3:3 გიჟურ მატჩში
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა