"ბარსელონას" თავკაცმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ მეტოქე მაღალ დონეზე შეაფასა
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ მეტოქე მაღალ დონეზე შეაფასა.

"არ ვიცი, რას უნდა ველოდოთ "რეალისგან". ეს ძალიან ძლიერი გუნდია და მათ იმდენი მაღალი კლასის მოთამაშე ჰყავთ, რომ სხვადასხვაგვარად თამაში შეუძლიათ. ეს ძალიან რთული ნახევარფინალური მატჩია. დღეს შევიტყობთ, რამდენად ძლიერები ვართ ფსიქოლოგიურად. ვიცი, რომ გულშემატკივრები დაგვეხმარებიან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩვენი მისია უფრო რთული გახდება.

ვიცი, რომ ისე ყურადღებით უნდა ვიყოთ, როგორც არასდროს, იმიტომ რომ ეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ურთულესი თამაში იქნება. ბურთთან სწრაფად უნდა ვიმუშაოთ. დარწმუნებული ვარ, ყველა ინერვიულებს, მაგრამ გულშემატკივრები უნდა დაგვეხმარონ. მინდა მათ წინასწარ მადლობა გადავუხადო, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს შეგირდებს იმისთვის, რომ ასეთ მატჩში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მაქვს. მიმდინარე სეზონში კვლავ ფინალში გასვლა გვსურს. თამაშის დაწყებას მოუთმენლად ველი. მას მთელი მსოფლიო იხილავს და იმედი მაქვს, ფინალში ჩვენ გავალთ.

ვეცდებით ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ, ყველაფერი რაც აქამდე იყო, უკვე წარსულია. სასტარტო შემადგენლობა უკვე ავირჩიე. პირველ მატჩში ჩვენი გუნდისთვის გადამწყვეტი ფეხბურთელი სეიდუ კეიტა იყო, მან ჩვენს თამაშს საიმედოობა შემატა. ასეთ მატჩებში მისი დახმარება შეუფასებელია.

ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. "რეალმა" შეიძლება შეგვიტიოს ან თავი დაიცვას, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. მადრიდელები ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს ჩაატარებენ და ფინალში გასვლას ნებისმიერ ფასად შეეცდებიან. მათ ძლიერი გუნდი ჰყავთ, რომელსაც ჩვენთვის პრობლემების შექმნა შეუძლია", - თქვა გვარდიოლამ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს