ტურის უკანასკნელი შეხვედრა ორშაბათს გვიან ღამით გაიმართა და “იუვენტუსის” “ლაციოზე” ძლევით დასრულდა
ლაციო-იუვენტუსი 0:1

ლაციო (4-4-2): მუსლერა – ლიხტშტაინერი, ბიავა (71. სკალონი), დიასი, გარიდო – ერნანდესი, ლედესმა, მათუზალემი, ბროკი (88. კოზაკი) – სარატე (85. ბრეშიანო), ფლოკარი.

იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი – მოტა (71. სალიჰამიჯიჩი), ბარძალი, კიელინი, გროსო – კრასიჩი, აკვილანი, მელო, პეპე – დელ პიერო (90. ბონუჩი), მატრი (71. ტონი).

გოლი: 0:1 პეპე (87).

გაფრთხილება: გროსო, პეპე, სალიჰამიჯიჩი (იუვენტუსი).

გაძევება: ლედესმა (81).

გაფრთხილება: 0-3; კუთხური: 3-6; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 14(4)-5(3); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 65 000

XXXV ტურის უკანასკნელი შეხვედრა ორშაბათს გვიან ღამით გაიმართა და “იუვენტუსის” “ლაციოზე” ძლევით დასრულდა. ტურინული გრანდისთვის მიმდინარე სეზონი წარმატებულად ვერ ჩაითვლება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ძლიერ გუნდებთან საკმაოდ კარგად ასპარეზობს. “ლაციომ” ფავორიტის სტატუსით მიიღო მეტოქე, გადაჭედილ “ოლიმპიკოზე” შეტევებშიც წარმართა თამაში, მაგრამ ვერას გახდა და მატჩის დასრულებამდე სამიოდე წუთით ადრე გოლიც გაუშვა. ასეთმა რეზულტატმა უკიდურესად დაძაბა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა – მეოთხე ადგილზე ჯერ კიდევ “ლაციოა”, რომელსაც 35 ტურის შემდეგ 60 ქულა აქვს მოგროვილი, ერთი ქულით ნაკლები აქვთ “უდინეზეს” და “რომას”, ოთხით ნაკლები კი “იუვენტუსს”. “ბიანკონერის” შანსებზე საერთოდ აღარ იყო ლაპარაკი, მაგრამ რომში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, “იუვეც” ოთხეულის პრეტენდენტთა შორის გაერია.

შეხვედრის პირველი ტაიმი ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. განსაკუთრებულად აქტიური განაპირა მცველები გახლდნენ, რომლებიც აქტიურად ერთვებოდნენ ფლანგებიდან და კარგად ამწვავებდნენ თამაშს. განსაკუთრებით ეს ლიხტშტაინერზე ითქმის, რომელმაც აიკლო ტურინელთა მარჯვენა ფლანგი. სწორედ ამის გამო იყო, რომ მეორე ნახევარში ლუიჯი დელ ნერიმ მოტას შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო და ჰასან სალიჰამიჯიჩით ჩაანაცვლა. საერთოდ, დაცვის მარჯვენა ფრთა ტურინელთათვის აქილევსის ქუსლად იქცა, ხან მოტა ირჯება, ხანაც სორენსენი, თუმცა ორივე ძალიან ახალგაზრდაა და შეცდომებსაც უხვად უშვებენ.

მეორე ნახევარში მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში რომაელებს მუდმივად რაღაც აკლდებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ტურინელ მცველებს უშეცდომოთ არ უასპარეზიათ, კარის მშრალად შენახვა მოახერხეს და ეს სწორედ მასპინძელთა უნიათობის ბრალია შეტევით ფაზაში. რამდენჯერმე ძალიან ახლოს იყვნენ “ლაციალები” გოლთან, თუმცა ხან სიზუსტე აკლდებოდათ, ხანაც ჯანლუიჯი ბუფონი იყო მოწოდების სიმაღლეზე. რაც შეეხება “იუვენტუსს”, გოლს თუ არ ჩავთვლით, ყველაზე კარგი შანსი ალესანდრო მატრის მიეცა – რეკოშეტის შემდეგ სწორედ მას მიუვიდა ბურთი და კიპერთან პირისპირ დარჩენილმა ბურთი პირდაპირ მუსლერას გაარტყა. ყველაზე საინტერესო ბოლო ათწუთეული გამოვიდა – ჯერ კრისტიან ლედესმა გააგდო უხეშობისთვის მატჩის არბიტრმა და “ლაციო” ათი ფეხბურთელით დარჩა, მატჩის მიწურულს კი სიმონე პეპე გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე და შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა. აქვე ვთქვათ, რომ საგოლე პასის ავტორი ლუკა ტონი გახლავთ, რომელმაც თავით გადააწოდა თანაგუნდელს და მანაც მარცხენა ფეხით მოათავსა ბურთი მუსლერას კარის შორეულ კუთხეში.

ნამატჩევს, ლუიჯი დელ ნერი ტრადიციულად ცოტა არაადეკვატური იყო: “ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვუგეთ უშუალო კონკურენტს და ვაგრძლებთ ბრძოლას უმაღლესი მიზნისთვის. მთელი შეხვედრის განმავლობაში ვდომინირებდით, რაც არ იყო იოლი, ჩვენ ხომ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე მყოფ გუნდთან გვიწევდა ჯახი. მიუხედავად ამისა, დავჯაბნეთ მეტოქე და სრულიად დამსახურებულად მოვიპოვოთ სამი ქულა, რომელიც ექვსის ტოლფასია”.

დელ ნერის არაადეკვატურობა იმაში გამოიხატება, რომ “იუვენტუსი” სულაც არ ყოფილა დომინანტი და თანაც, მთელი შეხვედრის განმავლობაში – პირიქით, უპირატესობას “ლაციო” ფლობდა, თუმცა “იუვემ” ისარგებლა მასპინძელთა კაცნაკლულობით და ერთ-ერთი იშვიათი შეტევა გოლით დაასრულა. სენიორ ლუიჯის სიტყვების დაბრახუნებაც სჩვევია – მისი თქმით, “ბიანკონერი” უმაღლესი ადგილისთვის იბრძვის და რთული სათქმელია, რომელ უმაღლეს ადგილზე და მწვერვალზეა ლაპარაკი. მოკლედ, დელ ნერი თავის სტიქიაშია, ჩვენ კი ედუარდო რეიას გადავცეთ სიტყვა, რომელმაც მსაჯის შეცდომაზე გაამახვილა ყურადღება:

“ერთ-ერთ ეპიზოდში რეფერის აუცილებლად უნდა დაენიშნა თერთმეტმეტრიანი, მაგრამ სხვაგვარად მოიქცა. სერჯო ფლოკარი აშკარად წააქცია მცველმა, მაგრამ არბიტრმა ეს ან ვერ, ან არ დაინახა. პირველად არ ხდება, როდესაც მსაჯი ჩვენს საწინააღმდეგოდ ცდება და შემიძლია “ნაპოლისთან” გამართული შეხვედრა გავიხსენო. საერთოდ, თავის მართლება არ მჩვევია და ისე არ გამიგოთ, თითქოს ფეხბურთელების შეცდომებს სხვას ვაბრალებდე - თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონში მსაჯის შეცდომის მსხვერპლი უკვე არაერთხელ გავხდით”.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 35 23 8 4 61-23 77

2. ინტერი 35 21 6 8 62-39 69

3. ნაპოლი 35 21 5 9 55-34 68

4. ლაციო 35 18 6 11 46-33 60

5. უდინეზე 35 18 5 12 61-42 59

6. რომა 35 17 8 10 55-49 59

7. იუვენტუსი 35 15 11 9 53-42 56

8. პალერმო 35 15 5 15 53-58 50

9. ფიორენტინა 35 12 13 10 45-38 49

10. ჯენოა 35 12 9 14 38-40 45

11. კალიარი 35 12 8 15 42-46 44

12. კიევო 35 10 12 13 33-35 42

13. პარმა 35 10 11 14 37-46 41

14. კატანია 35 10 10 15 35-47 40

15. ბოლონია 35 11 10 14 34-47 40

16. ჩეზენა 35 9 10 16 33-47 37

17. სამპდორია 35 8 12 15 30-42 36

18. ლეჩე 35 9 8 18 40-61 35

19. ბრეშა 35 7 10 18 31-47 31

20. ბარი 35 4 9 22 22-52 21

ბოლონიას დაკლებული აქვს სამი ქულა

ბომბარდირები: 26 – დი ნატალე (უდინეზე), კავანი (ნაპოლი); 20 - ეტოო (ინტერი); 19 - დი ვაიო (ბოლონია); 18 - მატრი (იუვენტუსი); 14 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი), პატო (მილანი), პაცინი (ინტერი).

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
რას ნიშნავს ტექნიკური SEO და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
"ვისაც ფეხბურთი ესმის, ყველამ იცის "ოქროს ბურთი" ვინ უნდა მოიგოს" - ნიკო უილიამსი
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
"თუ ჰპირდები, უნდა შეასრულო" - ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდო დაიცვა
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
[VIDEOS] მეტოქისგან უფრო დაფასდა - ჰოილუნმა გოლი რონალდოს სტილში აღნიშნა, შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელს ხელი ჰკრა
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში