„ფრაიბურგის“ ბუნდესლიგურ ისტორიაში, ყველაზე მეტი გოლი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს აქვს გატანილი
გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი, „ფრაიბურგი“ კი უკვე „ოქროს ანანასისთვის“ იბრძვის - გერმანიაში ასე ამბობენ ხოლმე გუნდზე, რომელსაც სეზონში არანაირი სპორტული მოტივაცია აღარ აქვს.

მიუხედავად ამისა, ბრაისგაუელებმა იდენტურ მდგომარეობაში მყოფ „ჰამბურგს“ მაინც მოუგეს და როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი რობინ დუტი ამბობს, კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ „ფრაიბურგში“ გუნდური სულისკვეთება ყველაფერზე მაღლა დგას. „ფრაის“ მთავარმა გოლეადორმა პაპის დემბა სისემ ჰამბურგთან დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში ჯერ კიდევ მისდევს ბაიერნელ მარიო გომესს - ამ უკანასკნელის ანგარიშზე 24 გოლია და სისეს მას მხოლოდ ორი გოლით ჩამორჩება. დუტი ამბობს, „ოქროს ანანასის“ გარდა, ჯერ კიდევ ვიბრძვით ერთი ტიტულისთვისო და ცხადია, რომ სისეს ბომბარდირობას გულისხმობს.

22 გოლი ბუნდესლიგის ერთ სეზონში - ასეთი შედეგი აქამდე გერმანიაში არცერთ აფრიკელ ფეხბურთელს არ ჰქონია. რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, „ფრაიბურგის“ ბუნდესლიგაში მოღვაწეობის ისტორიაში, ყველაზე მეტი, 23 გოლი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, ალექსანდრე იაშვილს აქვს გატანილი და სისეს „იაშკას“ რეკორდის დამხობამდე მხოლოდ ერთი გოლიღა აკლია...

„სისე მართლაც ზღაპრულ სეზონს ატარებს. დიდი ხანია, „ფრაიბურგს“ ასეთი დონის თავდამსხმელი არ ჰყოლია,“ - ამბობს დუტი.

მაგრამ სისეს წარმატებები „ფრაის“ ქომაგებში შიშსაც იწვევს, რადგან ყველა ხვდება, რომ თავდამსხმელს თითოეული გოლი ყველასათვის კიდევ უფრო სასურველ ფეხბურთელად აქცევს. მართალია, პაპის დემბას „ფრაიბურგთან“ კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს, მაგრამ გუნდის სპორტული დირექტორი დირკ დუფნერი აღიარებს, რომ თუ სისეს მსურველი კლუბი „ფრაის“ დიდ თანხას შესთავაზებს, საკმაოდ რთული ფინანსური მდგომარეობის გამო გუნდი იძულებული გახდება, ლიდერს შეელიოს.

„კიკერის“ ინფორმაციით, „ფრაიბურგი“ სისეს 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა და ჩვენი გერმანელი კოლეგები იმასაც წერენ, რომ პაპის დემბას დიდი ხანია აკვირდებიან ისეთი გრანდები, როგორებიც არიან ლონდონის „არსენალი“ და „ლივერპული“. მათთან ერთად, სისეს გადაბირებაზე სერიოზულად ფიქრობენ სხვა ინგლისური კლუბების, „ბლექბერნისა“ და „ფულჰემის“ შეფებიც.

gventsa
იაშკას თუ 29 აქვს და ამას 22, 29-22=7 და ერთი გოლი როგორ აშორებს? :(( გარკვევით წერეთ ხოლმე
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"