ფიფას ოფიციალური საიტის სტატისტიკური მიმოხილვა - "ლინფილდი", "ფლამენგო", რაიან გიგზი, სერხიო აგუერო და ფრანჩესკო ტოტი
ჩემპიონთალიგური წარმატება და ბომბარდირული მიღწევები ფიფას ოფიციალური საიტის ყოველკვირეული სტატისტიკური მიმოხილვის მთავარი შემადგენელი ნაწილია.

დღევანდელი სტატიის გმირები "ლინფილდი", "ფლამენგო", რაიან გიგზი, სერხიო აგუერო და ფრანჩესკო ტოტი არიან...

206 გოლი გაიტანა ფრანჩესკო ტოტიმ სერია A-ში. "რომას" კაპიტანმა "ბარისთან" მატჩში დუბლი შეასრულა და ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში რობერტო ბაჯოს გადაასწრო. ახლა ტოტი მე-5 ადგილზეა ბომბარდირებში. მოქმედ ფეხბურთელთა შორის მეორე ადგილზეა ალესანდრო დელ პიერო 184 გოლით. სერია A-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ლეგენდარული სილვიო პიოლაა, რომელმაც 274 გოლი გაიტანა.

98 გოლი გაიტანა სერხიო აგუერომ "ატლეტიკოს" რიგებში და არგენტინელი ამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ლეგიონერი მეგოლე გახდა. სხვათა შორის, აგუერომ... თანამეწყვილე დიეგო ფორლანს გაასწრო, რომელსაც 96 გოლი აქვს გატანილი. "ატლეტიკოს" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი კი ლუის არაგონესია 172 გოლით.

50 ტიტული მოიპოვა უკვე ჩრდილოირლანდიურმა "ლინფილდმა", შაბათს "ლინფილდმა" "პორტდაუნის" ძლევით გაინაღდა ჩემპიონობა. ასე აღნიშნა კლუბმა 125-წლიანი ინტერვიუ. ყველაზე მეტჯერ თავისი ქვეყნის ჩემპიონი "რეინჯერსი" იყო, რომელმაც 53-ჯერ მოიპოვა შოტლანდიის საუკეთესო გუნდის ტიტული, მეორე ადგილზე კი "ლინფილდია".

37 წლისა და 148 დღის რაიან გიგზმა "შალკეს" კარში რომ გაიტანა, ჩემპიონთა ლიგის ყველაზე უხუცესი მეგოლე გახდა. აქამდე რეკორდსმენი ფილიპო ინძაგი (37 წლის და 86 დღის) იყო.

26 თამაში ზედიზედ წაუგებლად ეს "ფლამენგოს" ახალი სიმაღლეა, კვირას კი რონალდინიოს ახალმა გუნდმა კარიოკას ჩემპიონატი 32-ედ მოიგო. ვანდერლეი ლუშემბურგოს გუნდს ნოემბრის შემდეგ არ წაუგია.

"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე