nbadraft-მა 2019 წლის სავარაუდო რეიტინგი გამოაქვეყნა და მასში ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე 24-ე ნომერია.

ბითაძეს ალბათ, "ფილადელფია სიქსერსი" აიყვანს.

საიტმა ბითაძე 2017 წელს დეტალურად ასე დაახასიათა და თავად გამოიტანეთ დასკვნა, თუ რომელ კომპონენტში როგორი პროგრესი განიცადა.

ძლიერი მხარეები

მისი პოზიციისთვის კარგი სიმაღლე აქვს, ბალანსიც და მობილურობაც. ძალიან ძლიერი ბიჭია... ენერგიულია, თამაშობს აღმაფრენით, არ ეშინია კონტაქტისა და ორთაბრძოლების, წლების განმავლობაში კი ზედმეტი წონა მოიცილა და სხეული განუვითარდა. პოზიციას არჩევს და კარგად ხტება. უბურთოდაც ბევრს მუშაობს. მოქნილი ფეხების საშუალებით ადვილად ხტება და ტენის ბურთს კალათში. გრძელი ხელების საშუალებით საჰაერო ორთაბრძოლების მოგება შეუძლია. დიდი პოტენციალი აქვს. თავისუფლად ესვრის პერიმეტრიდან. იშვიათად აგებს დაცვაში ფარს. მეტოქეები მუდმივი ზეწოლის ქვეშ ჰყავს.

სუსტი მხარეები

არ ჰყოფნის ფეთქებადობა. მისი მეორე ნახტომი ხანდახან პირველს ჩამოუვარდება. მართალია, სხეულის აღნაგობა გაუუმჯობესდა, მაგრამ ამ მხრივ სრულყოფას საჭიროებს. ზედმეტად ემოციურია, რაც ყოველთვის დადებით შედეგს არ იღებს, რადგან ფოკუსირებას კარგავს. უფრო ძლიერ მოთამაშეებს შეუძლიათ პრობლემები შეუქმნან. უჭირს კონტაქტის შემდეგ მოძრაობა. მთავარი ნაკლი გამოუცდელობაა. სხვადასხვა მიმართულებით ბევრი აქვს სამუშაო და დასახვეწი. საშუალო სისწრაფე აქვს მოსამატებელი და ნაკლები პერსონალური უნდა მიიღოს. ვერტიკალურობის კანონი აქვს შესასწავლი და ყოველთვის არ უნდა წავიდეს ბლოკირებაზე.

საერთო შეფასება

აშკარად პროგრესირებს. უკვე ცენტრის გარდა სხვა პოზიციაზეც შეუძლია თამაში. თუ პერიმეტრიდან სროლებით მეტოქეს მუდმივ საფრთხეს შეუქმნის და აღნაგობის გასაუმჯობესებლად მუშაობას გააგრძელებს, მართლაც საინტერესო პერსპექტივა ელის.

შენიშვნა

მან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზა და ევრობასკეტ 2017-ზე ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი იყო. თავის გუნდში, "მეგა ბემასში" ყველა ტურნირზე ღირსეულად ითამაშა.

გლახუნა
ვფიქრობ - უპირატესად ფ ი ზ ი კ ა, დანარჩენი მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ნიჭიერი და შრომის მოყვარე ბიჭი ჩანს და სუპერ კლასის მოთამაშე შეიქმნება!
გულმხურვალე გულშემატკივარი
ახლა კიდევ ენბიეივოუთ გოგაბითაძე მაკრეფინეთ,ძლივს ზაზა თავიდან მოვიშორე. დაეტიოს მონტენეგროს ლიგაში თუ სადაც არის
tbiliseli
გოგამ თბილისში გრანდ ბერძნებს ფარი რომ დაუღუნა რამოდენიმეჯერ, ბოლო წამზე წაგების მიუხედავად,მაშინ მივხვდი რომ ამერიკაში ძაან მალე წავიდოდა! აბა შენ იცი გოგა როგორ გვასახელებ ზაზას შემდეგ.
petrekupry
#NBAvotezazafaculia როდის იწყება? თუ აწი გიგაზე იქნება?
მერაბ გ.
ფილადელფია მშვენიერი გუნდია, მაგრმ მას ცენტრად ემბიდი ჰყავს და მეორე ცენტრიც ძლიერია
კახა
:) ეს ბოსტონის დიდი ხნის გულშემატკივარი, მაინდამაიც ფილადელფიას ფანი უნდა გამხადოთ ამ სიბერეში ხო :D მიდი გოგა მიაწექი ,შენ გადადი ფილაში და მაისურსაც ვიყიდი !!!!
Erekle
Magari monacemebis, udidesi potencialis patronia. Mushaoba sakutar tavze da mivigebt udzlieres qartvel kalatburtels. Warmatebebi.
გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEOS] ბითაძეს სათამაშო დრო აღარ ეძლევა, მამუკელაშვილის სამი დაფარება "ნიუ იორკ ნიქსთან"
"ორლანდო მეჯიქი" გოგა ბითაძის გასაცვლელად ემზადება
[VIDEO] ბითაძე კვლავ როტაციის მიღმა - მამუკელაშვილის 24 წუთი "ორლანდოსთან"
[VIDEO] 3-მატჩიანი უქმობის შემდეგ ბითაძე "სან ანტონიოსთან" ათამაშეს - "ორლანდო" ტეხასში დამარცხდა
[VIDEO] ბითაძე "ორლანდოს" როტაციაში დაბრუნდა - გოგამ "ფინიქსთან" 9 წუთი ითამაშა
4 დღეში ყველაფერი უნდა გაირკვეს - სად გააგრძელებს კარიერას გოგა ბითაძე?