ეროვნული ლიგა 2-ის წევრ "გაგრას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, მომდევნო სეზონიდან კლუბს გაგა კირკიტაძე უხელმძღვანელებს - ამის შესახებ "გაგრას" ფეისბუქ-გვერდი იტყობინება.

ის გასულ სეზონში დენის ხომუტოვის ასისტენტი იყო, რომელმაც "გაგრა" ორი დღის წინ დატოვა.

"პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო დენის ხომუტოვს "გაგრაში" გაწეული სამუშაოსთვის. ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა ხელმძღვანელობას ნდობისთვის. ძალას არ დავიშურებ იმისათვის, რომ "გაგრამ" წინ ის ნაბიჯი გადადგას, რომელიც წელს ვერ შევძელით. ბევრმა ძლიერმა ფეხბურთელმა დაგვტოვა და მინდა მათ წარმატება ვუსურვო." - განაცხადა გაგა კირკიტაძემ.

"დღეს "გაგრას" აღზრდილმა და ყოფილმა ფეხბურთელმა გუნდი ოფიციალურად ჩაიბარა. მინდა, კლუბის სახელით გაგა კირკიტაძეს წარმატება ვუსურვო. ვიცით, ვიცნობთ, გვჯერა მისი და დარწმუნებული ვართ კლუბთან ერთად წარმატებას მიაღწევს!" - ასე შეაფასა "კლუბის" პრეზიდენტმა გოდერძი ჩიხრაძემ სამწვრთნელო შტაბში განხორციელებული ცვლილება.

"გაგრას" ახალი თავკაცი ამავე კლუბის აღზრდილია, ის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას 2015-16 წლების სეზონშიც იკავებდა და მაშინ გუნდი პირველ ლიგაში მეხუთე პოზიციაზე გაიყვანა.

"გაგრამ" გასული სეზონი ეროვნულ ლიგა 2-ში მესამე პოზიციაზე დაასრულა და ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში ბოლნისის "სიონთან" დამარცხდა.

კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ექსფორვარდი ეროვნული ლიგა 2-ში ითამაშებს
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
გაგა კირკიტაძე: ამ კონტიგენტით ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება შეიძლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა. XIV ტური: შედეგი საუკეთესო თავდაცვით
"გაგრას" მწვრთნელად გაგა კირკიტაძე დანიშნეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
[ოთხშაბათის საკითხავი] წესიერი კაცების დეფიციტი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
გაგა კირკიტაძე "გაგრაზე": ოკუპირებული ტერიტორიის გუნდი ვართ - ერთ მშვენიერ დღეს ეს შეიცვლება
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!