ამერიკული ჩოგბურთის ლეგენდები და ერთმანეთის დაუძინებელი მტრები - პიტ სამპრასი და ანდრე აგასი ისევ წაკინკლავდნენ
ამერიკული ჩოგბურთის ლეგენდები და ერთმანეთის დაუძინებელი მტრები - პიტ სამპრასი და ანდრე აგასი ისევ წაკინკლავდნენ. მარტში ჩატარებული საჩვენებელი მატჩის შემდეგ, რომელიც სამპარსმა ორ სეტში მოიგო, ანდრემ პიტს დაურეკა.

"ანდრე პიტს მატჩის შემდეგ ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ არ უნდა აჩქარდეს კორტზე, რადგან მატჩები უინტერესო გამოდის. კიდევ მან ის თქვა, რომ პიტი სერიოზულად არ უნდა აღიქვამდეს საჩვენებელ მატჩებს. საუბარს არც თუ ისე კორექტული დასასრული ჰქონდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სამპარსმა აპრილში არგენტინაში დანიშული საჩვენებელი მატჩის გაუქმება მოისურვა", - ამბობს Tennis.com-ზე სამპრასთან დაახლოებული წყარო.

საბოლოოდ, ერთმანეთში თამაშის ნაცვლად, აგასიმ ჯიმ კურიეს წინააღმდეგ ითამაშა, სამპრასმა - მარდი ფიშის წინააღმდეგ. ასევე იტყობინებიან, რომ ყველაფერი ისე იყო ორგანიზებული, რომ აგასისა და სამპრასის გზები არსად გადაკვეთილიყო - სხვადასხვა რეისებით ჩაფრინდნენ დანიშნულების ადგილზე, ერთ სასტუმროში სხვადასხვა სართულზე ცხოვრობდნენ და ერთმანეთის განცალკევებით ატარებდნენ მასტერკლასებსა და პრესკონფერენციებს.

როცა სამპრასს აგასისთან ურთიერთობაზე ჰკითხეს, პიტმა შემდეგი უპასუხა: "ერთმანეთს ნორმალურად ვეწყობით. ადრე გვიჭირდა ურთიერთობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მუდმივად ვხვდებოდით ერთმანეთს მსხვილ ტურნირებზე. ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები ვართ - ხასიათით, თამაშის სტილით... მაგრამ ერთმანეთს ვეწყობით".

აგასიმ კი ასეთი კომენტარი გაუკეთა არგენტინაში თავის მოგზაურობას.

"მომიწვიეს აქ შესანიშნავ საჩოგბურთო საღამოში მონაწილეობის მისაღებად და ვითამაშე ჩემს ძველ მეტოქესთან და მეგობართან ჯიმ კურიესთან. ამის შემდეგ ჯიმმა ხუმრობით დაამატა: "თუ პიტსაც უნდა, რომ შემდეგ ისიც დავამარცხო, ამას სიამოვნებით გავაკეთებ", - თქვა აგასიმ.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა