ბუნდესლიგის მორიგ ტურში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ლიდერთა მატჩები. დავიწყოთ "დორტმუნდით", რომელიც სათავეში უდგას სატურნირო ცხრილს და ამ დროისთვის ჩემპიონატის უპირველეს ფავორიტად ითვლება.

ტურს ისეთი მატჩი გახსნის, უკეთესს რომ ვერ ვინატრებთ. "დორტმუნდს" მიმდინარე ბუნდესლიგის ერთ-ერთი ლიდერი "გლადბახი" ეწვევა. გერმანული ფეხბურთის გულშემატკივარმა კარგად იცის, რომ ამ გუნდის შექმნაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის დორტმუნდელთა ამჟამინდელ დამრიგებელ ლუსიენ ფავრს.

საკადრო პრობლემები უფრო გლადბახელებს აქვთ. წესით, ვერ უნდა ითამაშოს რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა. ტრავმირებულები მასპინძელთა ლაზარეთშიც არიან, თუმცა დორტმუნდელთა სამედიცინო შტაბს იმედი აქვს, რომ დაშავებულებს ფეხზე დააყენებენ.

ნიკო კოვაჩი კი "ბაიერნში" მისვლამდე "აინტრახტის" დამრიგებელი გახლდათ. ხორვატი მწვრთნელის მონაწილეობით კიდევ ერთ "დეჟავიუს" ვიხილავთ. თამაში ამ შემთხვევაშიც ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს, რადგან "ბაიერნი" თითქოს შედის ფორმაში, მისი მეტოქე კი მუდამ შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთს გვთავაზობს ამ სეზონში.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის "ლაიპციგი". "ვერდერთან" შეხვედრაში ისინი ფავორიტებად კი ითვლებიან, მაგრამ ბრემენელებს რას გაუგებ - თუ "მუსიკოსები" ხასიათზე არიან, ნებისმიერი მეტოქისთვის რთულ ბარიერს წარმოადგენენ.

ასევე საინტერესო უნდა იყოს ტრადიციული მეტოქეების, "შტუტგარტისა" და "შალკეს" შეხვედრა. ეს, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში ორივე გუნდი განსხვავებულ ამოცანებს ეჭიდება.

მოკლედ, ისეთი ტურია, სანახაობის იმედი ნამდვილად უნდა გვქონდეს. რა და როგორ იქნება რეალურად, ამას უშუალოდ მინდორზე ვნახავთ. მთავარია, გუნდებმა ბოლომდე აჩვენონ თავიანთი შესაძლებლობები. ასეთ შემთხვევაში არ მოვიწყენთ.

ფაქტები

"დორტმუნდმა" ზედიზედ 6 მატჩი მოუგო "გლადბახს".

"ჰერტამ" ბოლო 2 მატჩში შეძლო "ლევერკუზენის" დამარცხება.

"ნიურნბერგისა" და "ფრაიბურგის" ბოლო ოთხ შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"ლაიპციგისა" და "ვერდერის" ბოლო უშუალო დაპირისპირება ფრედ დასრულდა.

"შალკემ" ზედიზედ ორი თამაში მოუგო "შტუტგარტს".

"ბაიერნმა" ბუნდესლიგაში მიჯრით 3-ჯერ სძლია "აინტრახტს".

"ვოლფსბურგს" 3 მატჩია, არ მოუგია "აუგსბურგისთვის".

"ჰოფენჰაიმმა" ბოლო სამ შეხვედრაში აჯობა "მაინცს".

ბუნდესლიგა. XVII ტური

პარასკევი, 21 დეკემბერი

დორტმუნდი-გლადბახი 23:30

შაბათი, 22 დეკემბერი

ჰანოვერი-ფორტუნა 18:30

ლევერკუზენი-ჰერტა 18:30

ნიურნბერგი-ფრაიბურგი 18:30

ლაიპციგი-ვერდერი 18:30

შტუტგარტი-შალკე 18:30

აინტრახტი-ბაიერნი 21:30

კვირა, 23 დეკემბერი

აუგსბურგი-ვოლფსბურგი 18:30

ჰოფენჰაიმი-მაინცი 21:00

ბომბარდირები: 12 - ლუკა იოვიჩი (აინტრახტი), პაკო ალკასერი (დორტმუნდი); 10 - მარკო როისი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი); 9 - სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), თორგან აზარი (გლადბახი), ალასან პლეა (გლადბახი); 8 - იუსუფ პოულსენი (ლაიპციგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ცნობილი გახდა, როდის იგეგმება ნოიერის დაბრუნება
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
5 მატჩიანი მოუგებელი სერია დასრულდა - "ბაიერნმა" "გლადბახი" დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
სამი თავისუფალი აგენტი - "მილანი" ზაფხულში გაძლიერებას ფინანსების გაღების გარეშე გეგმავს
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
მიულერის მე-500 გამარჯვება - "ბაიერნის" ვეტერანის შთამბეჭდავი მაჩვენებელი
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ტურამს იტალიაში ეპატიჟებიან - 5 მილიონი ევრო სეზონში
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა