ანა ტატიშვილმა საქართველოს ნაკრებში გამოსვლაზე უარი თქვა და საფრანგეთის ტურნირში ჩაერთო

მსოფლიოს მე-100 ჩოგან ჟილ კრეიბასს ანა ტატიშვილი (105) ზუსტად 24 ქულით ჩამორჩება. 21 წლის ქართველის უპირველესი ამოცანაც ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა და კარიერაში პირველად ასეულში შესვლაა.

ამ მიზნისთვის ჩვენმა პირველმა ჩოგანმა, სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებში გამოსვლაზე უარი თქვა და საფრანგეთის ტურნირში ჩაერთო. ანა წინასწარ განაცხადში იყო, ახლა გუნდი 3-კაციანი შემადგენლობით ითამაშებს ეგვიპტეში პირველი, მეორე და მესამე ჩოგნების გარეშე. რა ობიექტური მიზეზიც უნდა არსებობდეს, ჩვენ ტატიშვილს ამ ნაბიჯს მაინც ვერ მოვუწონებთ, თუმცა კან-სურ-მერში წარმატებას ვუსურვებთ. ამ ტურნირის საპრიზო ფონდი 100 ათას დოლარზე მეტია.

კან-სურ-მერში ტატიშვილმა პირველ წრეში ორ სეტში დაამარცხა მე-8 ნომრად განთესილი ბრიტანელი ენ კეტავონგი (96) - 6:3, 6:4. მერვედფინალში ჩვენებურის მეტოქე ან რუმინელი სორანა ცირსტეა (106) ან სლოვენიელი ანდრეა კლეპაჩი (279). ამ ერთი მოგებით ანამ უკვე დაიბევა 20 ქულა, თუმცა ასეულში შესასვლელად ეს არ კმარა, თუმცა, თუკი ჩვენი თანამემამულე მომდევნო მატჩსაც მოიგებს, 40 ქულას დაიბევებს და მიზანსაც მიაღწევს. ანა ასე ახლოს არასოდეს ყოფილა ტოპ-100-ეულთან.

უზბეკეთის ქალაქ ბუხარაში 25-ათასიანი ტურნირი მოგებით დაიწყო ოქსანა კალაშნიკოვამ (187), რომელმაც "უაილდ ქარდით" მიწვეული ბულგარელი ანი ვანგელოვა გაანადგურა - 6:2, 6:0. შეგახსენებთ, რომ ჩვენი თანამემამულე ბუხარაში მე-2 ნომრად არის განთესილი.

tengo
სავანელს!ჩემი შენ გითხარიო!!!
tengo
სამწუხაროდ წააგო ანამ 1:2(6/1,3/6,3/6)...
savaneli
ძალიან მაიტერესებს რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ნაკრებს ანასთვის, რომ მისი გულისხმიერება დაემსახურებინა. ანასთან კი არაფერი მაქვს საპრეტენზიო, თავის საქმე თვითონ იცის, უბრალოდ თენგოსავით რომ აზროვნებს ზოგიერთი ეგ არის ჩვენი უბედურება. სამშობლოს სიყვარულს პირადი მოგებით რომ საზღვრავს.
tengo
ბატონო ნიკოლოზ!თქვენი მოწონება თუ არ მოწონება.ანას გადაწყვეტილებაზე არავითარ არგუმენტს არ ექვემდებარება!ნაკრებმა რა გააკეთა ანასთვის,რომ რამე მოთხოვოთ...სამშობლოს სიყვარული კი ანას ნამდვილად არ ესწავლება!!!ზოგიერთებისგან განსხვავებით!!!გამარჯვებას ვუსურვებ ანას და საქართველოს!!!
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა