ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"ნეტა ქართველი ხალხი უყურებდეს, როგორი ამაყი ვიქნებოდი-მეთქი" - გურამ კაშია "ვიტესიდან" გაცილებას იხსენებს

"ნეტა ქართველი ხალხი უყურებდეს, როგორი ამაყი ვიქნებოდი-მეთქი" - გურამ კაშია "ვიტესიდან" გაცილებას იხსენებს

გურამ კაშიამ "ვიტესში" გატარებული წლების შემდეგ კარიერა ამერიკულ "სან ხოსეში" განაგრძო, 1 დეკემბერს "ემენთან" მატჩისას ჰოლანდიური კლუბის ყოფილი კაპიტანი და ლეგენდა საზეიმოდ გააცილეს.

გურამ კაშია ამ დღეს INSTAGRAM-ზე იხსენებს, რასაც უცვლელად გთავაზობთ, როგორც საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გვპირდება, ისტორიას გაგრძელებაც ექნება:

შაბათი. 1 დეკემბერი

გამეღვიძა უცხო გარემოში. უცენ მივხვდი, რომ ჩემს მეგობრებთან ვიყავი ჰოლანდიაში.

გამახსენდა, რომ დღევანდელი დღე იყო განსხვავებული. ტელეფონში ჩავიხედე და დღის განრიგი შევამოწმე.

პირველი შეხვედრა 12 საათზე მქონდა დანიშნული. დაახლოებით ათი საათი იყო, უცებ შხაპი გადავივლე და 40 წუთი ჩაცმას მოვუნდი.

ვნერვიულობდი, ვიცოდი, რომ განსაკუთრებული დღე იყო. მოკლედ, გამოვეწყე და გავუდექი გზას.

პირველი შეხვედრა მქონდა ჩემს პირველ სპორტულ დირექტორთან და მეგობართან.

თავად ვთხოვე შეხვედრა. საინტერესო კაცია, ძალიან საინტერესო ხედვა აქვს ფეხბურთზე და ფეხბურთელებზე.

ცოტა დააგვიანა და მეც დრო არ დავკარგე და ჩემს ინსტაგრამზე სურათი დავდე და დავაანონსე.

ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი კომენტარებში. მივხვდი, რომ ხალხი მელოდებოდა.

ტედიც გამოჩნდა. ერთი საათი ვისაუბრეთ იმ წლებზე, როცა ერთად ვმუშაობდით. ტედი ძალიან დამეხმარა ჰოლანდიურ კარიერაში, ძალიან ვაფასებ ამ ადამიანს.

დრო უცებ გავიდა და 13:30 მეორე შეხვედრა მქონდა ჩანიშნული არნემის პარკში, რაც ძალიან მეუცნაურებოდა.

მოკლედ გავუყევი გზას. იქვე ვიყავი, მივედი და დახვდა დაახლოებით 20-30 ადამიანი. ეს ხალხი ვიცანი, ვიტესის გულშემატკივრები და ამავდროულად აქტივისტები იყვნენ, ანუ პატარა ორგანიზაცია, ვოლონტიურული, ვინც ფანებს მართავს.

რამდენიმე კამერაც შევნიშნე. გამოველაპარაკე მათ და მითხრეს, რომ ჩემთვის მადლობის გადახდა უნდათ გარკვეული ფორმით.

არნემის პარკი ძალიან დიდია და ცხოველებიც ჰყავთ, ხოდა ირმებთან მიმიყვანეს და ყველაზე დიდი რქებისკენ მიმითითეს და მიამბეს მის შესახებ, რამაც მართლა გამაკვირა.

თურმე ირმებს ჰყავთ თავიანთი ლიდერები, რომლებიც მთელ ჯოგს განაგებენ. ანუ ის გამორჩეული ლიდერია, როგორც მე ვიყავი ვიტესში.

ხოდა ამ ირემს დაარქვეს "გურამი", იმიტომ, რომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს... გრძელი ამბავია...

მოკლედ ირემი მყავს ჰოლანდიის პარკში.

15:00 საათზე ინტერვიუ მქონდა ვიტესის ტელევიზიასთან, განვლილ 8 წელიწადზე ვილაპარაკე. უნდა აღვნიშნო, რომ ყოველი ინტერვიუსა თუ შეხვედრისას ხალხი დაბრუნებას მთხოვდა, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

მათ ისევ ვჭირდები და ისევ მაფასებენ...

რა მაგარია არა?

გადავწყვიტე ხულიგანი გულშემატკივარივით ჩამეცვა

მალე მოვრჩით და ორი საათი თავისუფალი დრო მქონდა. სახლში მივბრუნდი, გამოვიცვალე და მივხვდი, რომ ძალიან ოფიციალურად მეცვა.

სარკეში ჩავიხედე და ოფიციალური შარვალი და ფეხსაცმელი რომ დავინახე, ვთქვი, რომ ეს მე არ ვიყავი.

ეს იყო ჩემი დღე და ვინმესთვის ან პროტოკოლისთვის არ უნდა ვყოფილიყავი. გადავწყვიტე ხულიგანი გულშემატკივარივით ჩამეცვა. გავთავისუფლდი და წავედი სტადიონისკენ.

თამაში ახლოვდებოდა.

გემრიელად ვჭამეთ, ვიცინეთ და ცოტა ღვინოც დავლიე

17:00 საათზე ვახშამი მქონდა დანიშნული იმ ბიჭებთან ვისთანაც წლები ვთამაშობდი და ვმეგობრობდი. გემრიელად ვჭამეთ, ვიცინეთ და ცოტა ღვინოც დავლიე.

18:00 მოკლე ინტერვიუს შემდეგ ყველასთან სათითაოდ სურათები გადავიღე და სპონსორებმაც ულტიმატუმი წამოაყენეს, თუ არ დავბრუნდებოდი გუნდში, მას აღარ დაასპონსორებდნენ.

მოკლედ ყველა მხრიდან პატივისცემას ვგრძნობდი და მეც მკერდგამოწეული დავსეირნობდი და ყველას ვესალმებოდი.

18:30 თამაში დაიწყო და მეც ავღმოჩნდი ხელმძღვანელებთან და დირექციასთან ლოჟაში. თამაში უღიმღამოდ მიდიოდა. დასაწყისში ტაბლოზე გამოვჩნდი, რაც მეც შევამჩნიე და გამეღიმა. ფანებმაც შემამჩნიეს, ძველი დრო გამახსენდა:

ყველა მხრიდან პატივისცემას ვგრძნობდი

გურაააამ კაშიიიიიააა, გურააამ კაშიიიიააააა!

ჟრუანტელმა დამიარა, როგორც ყოველთვის

თამაში გაგრძელდა, გოლიც გავიტანეთ და უფრო კარგი ხასიათი შექმნა მოედანზე, მეც კმაყოფილი ვუყურებდი.

37-ე წუთი დადგა და ისევ დაიწყო: გურაამ კაშიიიააა, გურააამ კაშიიიიააა! ისევ ემოციები მომაწვა და გავიფიქრე, ნეტა, ქართველი ხალხი უყურებდეს, როგორი ამაყი ვიქნებოდი-თქო.

საბედნიეროდ, თამაშს ესწრებოდნენ გიორგი ქვილითაია და გიორგი ჩაკვეტაძე. მაგათზე გავიფიქრე, ნეტა, რას ფიქრობენ ახლა-თქო.

40 წუთი რომ გახდა, დირექტორმა თავაზიანად მთხოვა, რომ ქვევით მოედანზე ერთად ჩავსულიყავით.

წამოვედი და ჩვენს ხელმძღვანელებთან გავიხუმრე:

Guys it's show time

ამ მომენტში სტადიონი იცლება, მაგრამ ამჯერად ფეხი არავის მოუცვლია.

კლუბის მფლობელებს გაეცინათ და ჩვენც დავეშვით ქვევით. გასასვლელში ვიდექი და მსაჯმაც ჩასტვინა და ტაიმი დამთავრდა.

ამ მომენტში ტრადიციულად სტადიონი იცლება. გულშემატკივრები ლუდის დასალევად ან წასახემსებლად გადიან, მაგრამ ამჯერად ფეხი არავის მოუცვლია. ბიჭები გამოდიოდნენ და ხელს მირტყამდნენ.

ბოლოს მსაჯები გამოვიდნენ და ძალიან თბილად მომიკითხეს. მათ მითხრეს, რომ ლიგას ვაკლივარ და ჩქარა უკან უნდა დავბრუნდე. დრო მოვიდა, მოედანზე შევსულიყავი.

მოედანზე შევდგი ნაბიჯი და...

• Xishnika

შHენ იმ კარტველი Xალხის სახელიტ იდზახი Aლაბტ იმას ვინც Aმდგებსჰი მეტროსჰი წიპზე Pირსიგუან გოგს პადესHკა რო Mისცა ამხელ პატივს შჩEმენ ტიპს და შHენ რაგაც სლეობა შMკლავურის გამო იწუნებ Kაცს წადი ბიზია BიზინAს მოუყევი ეგ Aმბავი

• ქართველი ხალხი

ქართველ ხალხს თავი გაგვანებე, წადი გადაშენდი! შენი ხალხი არის “ელჭეპეტე” მორჩა მაგათში გაგვცალე.

• ლუკა

შესანიშნავი გაცილება მოუწყვეს გურამს ვიტესში, ძალიან სასიამოვნო ოყო ყურება. მისი სახელის მინიჭება არნემის ადგილობრივი ტყე-პარკისთვის კიდევ უფრო სასიამოვნო იყო. ამას ყველაფერს დამსახურება უნდა. გურამ კაშიამ ეს დიდი შრომით, პროფესიონალიზმით და ადამიანობით დაიმსახურა. ვულოცავ კაშიას ამ აღიარებას და ვუსურვებ ახალი გამარჯვებების ზეიმს საქართველოს ნაკრებთან და მის ნამდვილ გულშემატკივრებთან ერთად!

• zaza

ისე გიწერია კომენტარი თითქოს გურამს მიმართავ. მაგიტომ გაქვს დისლაიქები

• თემო

ვა ეს რა ბოღმა ხალხია, ჩაცმაზე რომ არ ფიქრობდე უკეთესი კარიერა გექნებოდაო, გურამზე უკეთესი კარიერა შენ გქონდეს აბა და შენს ჯიშს თუ რამის თავი გაქვს.. ამაყი უბდა იყო იმით რაც წავიკხეთ, შენნაირი ბოღმიანი და მდაბიო, სამკლაურს გადამყოლებელი ხალხის ნაროდის სახელი თავისი შრომით მთელს ჰოლანდიაში გაიტანა ამ კაცმა და შენ დარწმუნებული ვარ შენს სამეზობლოშიც ვერ გცნობენ... მიდი გურამ მიაწექი შემოგევლე შენ, ყველა ძაღლს ქვას ნუ ესვრი თორემ დაიღლები... მხეცი ხარ! ნეტა ისევ ჰოლანდიაში იყო, ვიტესზე უკეთეს გუნდში, ბოლო ადგილზე მყოფ სან ხოსეს ჯობია.. მაგრამ შენ უკეთ იცი. ენივეი შენს გვერდით ვართ და გგულშემატკივრობთ!

• კავ

ალბათ ჩაცმულობას რომ არ უყურებდე უკეთესი გულშემატკივარი იქნებოდი...

• ave

ვუყურებდი და მეც ამაყი ვიყავი, მადლობა გურამ.

• Gur

ალბათ უკეთესი კარიერა ექნებოდა ჩაცმაზე ამდენი რომ არ ეფიქრა...

მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია

[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა

[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა

"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა

მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

კაშია: თურქეთის ნაკრების დამარცხების გვჯერა

კონფერენს ლიგა: მექვაბიშვილმა სომხურ "ნოასთან" საგოლე გადაცემა გააკეთა

[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კაშიამ "რაიო ვალეკანოს" გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა