ძოძუაშვილის სოლორეიდი სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში": შემტევ მწვრთნელს ორი-სამი კაცი იჭერდა
კუდ-ის მიერ ტოტალიზატორებთან კორუფციულ გარიგებებში მონაწილე მოთამაშეთა გამოვლენა მიწისძვრა იყო, რასაც ლამის დამანგრეველი ცუნამი მოჰყვა.

ცუნამის გარდა სხვა არაფერი ითქმის, რაც გუშინ მოხდა: სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. უნდა ემსჯელათ საქართველოს ჩემპიონატში გარიგებებზე. ანონსირებულიც იყო, რომ შეხვედრის მონაწილეები "ერთიან პოზიციას დააფიქსირებდნენ".

თუმცა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მსჯელობასა და ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას ვინ ჩივის, შეკრება ისე დაძაბულად წარიმართა, უეფას მიერ გამოვლენილი მორიგი უმძიმესი ბრალდებებიც კი გადაფარა.

შეხედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ, ოღონდ დეტალურად იხილეს კუდ-ის ფარული ჩანაწერები, სადაც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მატჩების ჩაწყობაზე "ჭუკჭუკებდნენ".

ამის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ მორიგი სკანდალური მასალები ამოატივტივა:

- უეფადან გამოგზავნილი წერილიდან ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების კიდევ სამი მატჩი ცნეს საეჭვოდ და გვთხოვეს, ყურადღება მივაქციოთ. ლაპარაკია 2010 წლის 21 ნოემბერს "ვიტ ჯორჯიასა" და ცხინვალის "სპარტაკს" შორის გამართულ შეხვედრაზე (0:1), მეორე 1 დეკემბერს იმავე გუნდებს შორის თასზე "ვიტ ჯორჯიას" გამარჯვებით დასრულდა (2:1). ასევე საეჭვოდ ჩათვალეს 12 თებერვალს ჩემპიონატის მატჩი ფოთის "კოლხეთსა" და "სამტრედიას" შორის (2:1)). "ვიტ ჯორჯიასა" და "სპარტაკის" სათასო შეხვედრის შედეგიც კი წინასწარ იყო განსაზღვრული.

უეფას წერილში იყო დეტალური ამონაწერი აზიური ტოტალიზატორებიდან, ამ შეხვედრებში რომელ წუთზე, რა ცოცხალი ფსონი იდებოდა. ჩვენ საკითხი უნდა გამოვიძიოთ და უმოკლეს ვადაში უეფას პასუხი გავცეთ, რა მოხდა. ჩენთვისაც ცნობილი იყო რაღაც, მაგრამ, ცხადია, მოთამაშეთა დაკავებამდე ასეთ დეტალებს არ ვფლობდით. ისე, ამერიკელები "ოსკარით" ალ პაჩინოსა და რობერტ დე ნიროს რომ აჯილდოებენ, ჩვენ ეს პრიზი როინ ონიანს უნდა გადავცეთ. არ მეგონა, ასეთი მსახიობი თუ იყო.

ჩვენი სურვილია დღეს სატკივარზე ვილაპარაკოთ, სად მივდივართ და რა ვქნათ.

არჩილ არველაძე: - მატჩებს ყველგან აწყობენ, მაგრამ მომხდარის გამო მრცხვენია. ჩვენი ფეხბურთის სახელს უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, ზოგი უნდა მოიკვეთოს, ახალგაზრდებს კი გამოსწორების საშუალება მივცეთ. ზოგს ეს გამოუცდელობითა და უტვინობით მოუვიდა.

ვეტერან ფეხბურთელთა შეკრება ხმაურიან დაპირისპირებაში რევაზ ძოძუაშვილის გამოსვლის შემდეგ გადაიზარდა:

- ფეხბურთს ცნობილი ვეტერანები სწორედ მათ ჩამოგვაშორეს, ვინც ეს სენი დანერგა. აქ ჩუმად არიან ისინი, ვისაც სიტყვა ეთქმის. მაინცდამაინც ფიფამ და უეფამ უნდა გვითხრას, რომ მივხვდეთ? ეს მწვრთნელს არ უნდა ეპარებოდეს, მაგრამ ყველამ ვიცით, მათზე ლიცენზიას ვინ გასცემს. მიუშვით სადავეებთან ფეხბურთელები, მსაჯები, მწვრთნელები და აღარ იქნება ეს პრობლემები. ვინ არის ამ სცენარის დამწერი? ჩვენ გარდა საქმის გამკეთებელი ვინ არის?

ერთხელ ფეხბურთელი, რომელიც ფორმაში არ იყო, იაკუშინმა ძირითადში დააყენა. სთხოვეს, შევცვალოთო და იუარა, უნდა იწვალოსო. ჩვენ, ძველი ფეხბურთელები რომ ჩამოვიშორეთ, იმიტომაც გვაქვს საქმე კარგად, ჰოდა, ახლა ღირსები ხართ და უნდა იწვალოთ. თქვენც უნდა მიხვდეთ, დიდი ფეხბურთი ცოდნით, პროფესიონალიზმით, გამოცდილებით, მხოლოდ დიდი ფეხბურთელებიდან მოდის.

ლაპარაკისას ძოძუაშვილმა ხელი გაიშვირა იქით, სადაც ისხდნენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, ფედერაციის გენერალური მდივარი რევაზ არველაძე, ვიცე-პრეზიდენტები ალექსანდრე ჩივაძე, გია ფირცხალავა და საპატიო ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ ხურცილავა.

ზვიად სიჭინავა: - ვინ, ამათ უნდა იწვალონ? ჩივაძე არ იყო დიდი ფეხბურთელი, ხურცილავა თუ ქეცბაია?

ლადო ვარძელაშვილი: - ეტყობა, ჩემზეა ლაპარაკი.

ძოძუაშვილი: - ჩემნაირი ბევრი გყავს, ხურცილავასა და ჩივაძეს რომ ამბობთ, ძოძუაშვილი რატომ არ დაიყენეთ გვერდით? ჰოდა, იწვალეთ, ღირსები ხართ. (სიჭინავას) შენ აქ სხვა რამეზე ხარ მოსული, იმას ვგულისხმობ, ვინც დუროვის ცირკში მუშაობდა, ცირკაჩი.

ძოძუაშვილის აგდებულმა ტონმა სიჭინავა ააღელვა: - მე იქაც პროფესიონალი ვიყავი და აქაც. შენ ცოტა ჭკვიანურად ილაპარაკე, ნუ "ბლატაობ".

მათ შორის ხალხი რომ არ ჩამდგარიყო, ვინ იცის...

ვარძელაშვილი: - აქ იმის გასარკვევად არ მოვსულვართ, სად იმუშავებს ძოძუაშვილი. ქართული ფეხბურთის სატკივარი უნდა განვიხილოთ.

ძოძუაშვილს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია შეეპასუხა:

- მე გავცემ ძოძუაშვილს პასუხს. ეს ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი არავის სჭირდება. 20 წელია ხმა არ ამოგიღიათ, ვისაც დიდი ფეხბურთი გითამაშიათ და ქართულ ფეხბურთს ამიტომ ეტირა დედა. მხოლოდ ახლა ამოიღეთ ხმა, როცა საქმე გაფუჭდა. ფეხბურთს მოედნები და უამრავი სტადიონი რომ წაართვეს, სად იმალებოდით? იყავით სადღაც მიყუჟულები და ელოდებოდით, როდის რა მოხდებოდა. ასე სადაა, ძმაო...

ქეცბაიას ვახტანგ კოპალეიშვილი და გოჩა მაჩაიძე არ დაეთანხმნენ, სხვა ვეტერანი ფეხბურთელებიც შეეპასუხნენ. უთხრეს, ჩვენ ადრეც ვიღებდით ხმასო.

დარბაზში ვითარება უკიდურესად დაიძაბა და ფედერაციის ხელმძღვანელთა მოთხოვნით შეკრება ჟურნალისტებისთვის დაიხურა. თუმცა შევიტყვეთ, რომ დუღილის ტემპერატურა არ დაცემულა. დახურულ დარბაზში მდგომარეობა ისევ ძოძუაშვილის მონაწილეობით დაიმუხტა, რომელიც ამჯერად არჩილ არველაძეს ეკვეთა.

გულდასაწყვეტი იყო, ისეთი ხმები გამოდიოდა დარბაზიდან, სადაც თითოეული ჩვენგანისთვის სათაყვანო ადამიანები ფეხბურთზე სალაპარაკოდ შეიკრიბნენ, სინამდვილეში კი ჩხუბამდე ცოტა დააკლდათ. თუმცა, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ვფიქრობ, საფეხბურთო სამყაროს ასეთი ემოციური და გულახდილი ლაპარაკი სჭირდებოდა. ვითომ აკადემიურ, სინამდვილეში კი ფუჭ, არაფრისმომცემ, ფარისევლურ ლაპარაკსა და წაყრუებას შედეგი არასოდეს მოუტანია.

საბოლოოდ, შეხვედრაზე მედია მაინც დაუშვეს, მაგრამ ამ დროისთვის ვნებები ჩამცხრალიყო. ვითარება ლადო ვარძელაშვილმა განმუხტა, რომელმაც პირობა დადო, რომ სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად გამოვლენილ შემთხვევებთან დაკავშირებით უმკაცრეს ზომებს მიიღებს.

სიჭინავას თქმით კი, უახლოეს დღეებში უეფას მოთხოვნებისა და არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით ფედერაცია კონკრეტულ ზომებს მიიღებს.

Giorgipirweli
ქეცბაია საქართველოში არ მოღვაწეობდა და შესაბამისად ვერც აქტიურად ჩაერთვებოდა ქართული ფეხბურთის პრობლემებში. რაც საქართველოში დაბრუნდა, ყოველთვის ხმამაღლა ამბობს სათქმელს. ასეთი უმადურობა არ შეიძლება, ხალხო! რაც შეეხება სიჭინავას, მე არასოდეს მომისმენია, მაგ კაცს ეთქვას, ფეხბურთის დიდი მცოდნე ვარო. ამ უმსგავსობაში მონაწილე ფეხბურთელები სამუდამო დისკვალიფიკაციით უნდა დაისაჯონ! თუ დადასტურდა, რომ მთლიანად კლუბები მონაწილეობდნენ ამ საქმეში, აუცილებლად უნდა დაქვეითდნენ დაბლა ლიგაში!
N.K.
აბა დასცხეთ ქართველებო ქეცბაიას, ძალიან კარგად მახსოვს, უფროსს ნოდარ ახალკაცს, სისხლი რომ გაუშრეს, ჩვენი გენეტიკური კოდია, კარგს უნდა ვებრძოლოდ და ცუდზე კი ხმაამოუღებლად წლები მოვითბინოთ და თუ ამ ცუდის შეცვლა ვინმეს მოუნდება, აი მერე იწყება რაც იწყება, იმიტომ რომ ზოგს წუმპეში და ჭაობში ჯდომა ურჩევნია, სიახლეს და წინ გადადგმულ ნაბიჯებს, ასეა ყველგან და ყველაფერში, გინდ პოლიტიკაში, გინდ განათლებში და გინდ ფეხბურთში.
Tornike
ვეთანხმები მარგალს!
მარგალი
უმადურობა ყველაზე საშინელი სენია... ქეცბაიამ ლამისაა სასწაული მოახდინა და იმედია სტაბილური შედეგები გაგრძელდება და აქ კიდე ლაპარაკობენ ”თანაბრად ლაპარაკის უფლება არ აქვსო”... არ გააბრაზოთ ეგ კაცი და გული არ გაუტეხოთ, თორემ მართლა აღშფოთდება გულშემატკივარი და ძოძუაშვილი თუ სხვა უმადურ-დაუნახავ-საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონენი იწვნევენ საკუთარ თავზე...
bua
p.s. რაღაც არ მახსენდება,რომ ქეცბაიას რასაც სხვას უყენებს პრეტენზიად იმაზე ხმა ამოეღოს.ძალიან ძარღვებდაბერილი იცავს ზოგიერთებს და იმდენს ვერ ხვდება პრეტენზიის ადრესატი ერთი პრეზიდიუმში ეჯდა და სხვები თუ დაებოღმნენ ვაი მაგის დღეს უბედურს.
bua
ქეცბაიამ ნაკრებს მოხედოს,მოითავა კვიპროსი დასაბერძნეთი და ეხლა დიდ გულზეა.თავის სათქმელს ბევრი ვეტერავი ამბობდა და იკითხოს სანამ სიჭინავას ადვოკატობას დაიწყებს.ჯერ კიდევ მოსაპოვებელი აქვს უფლება,რომ ძოძუაშვილს, ხურცილავას და ჩივაძეს თანაბრად ელაპარაკოს.
პრეზიდენტი
ეხლა ვსხედვართ ჩემთან მე, ვანო, გელა და კომპანია და გულიანათ ვიცინით, ჰა, ჰა, ჰა... ეს რა მაგარი პაპეტმასტერები ვართ, როგორ ვათამაშებთ ამ ხალხს ჩვენს დაკრულზე! მოგვიანებით კბილებით მასაჟს გამიკეთებს ვერა და ყველეფერი ისეა როგორც დაგიბარებიათ ... ქართული ფეხბურთი, ჰაჰაჰა, ამათ გონიათ ფეხბურთის განვითარების საშუალებას მივცემთ, სასაცილოა, კარგი ცირკია :) ეჰ, წავედი ეხლა ვერასთან...
davit berekashvili
ჩემპიონატში ნახევარი გუნდები რომ უპულოდ თამაშობს,ასეთი ამბავი არ იყო მოსალოდნელი?35 წლის ონიანი უხელფასოდ პერსპექტივისთვის თამაშობდა თუ,ყანისმაგვარ მინდვრებზე,2 ათეული,ფეხბურთელების დედის მაგინებელი მაყურებლის ხათრით?და ეს არ იცოდნენ მწვრტნელებმა?და ერთი კიდე,ამატი არ დაჭერა და პატიება თუ შეიდლებოდა მაშინ დემეს რას ერჩოდნენ?ისე ამ 20 წლის მანძილზე არც ქეცბაიას განგაში ზარები და ამოღებული ხმა მახსოვს ვიღუპებითო.
davit berekashvili
ოოო,სიჭინავა "დიდი პროფესიონალია",ნეტა ის თუ გაიგო ნაკრებში უცხოელის ნატურალიზაციისთვის რაა საჭირო?როცა დანიშნეს (აბა მაგას ვინ აირჩევდა)ამ საქმეზე იმდენი სისულელე თქვა რომ...მერე ობოლაძესთან ეთერში ახალი იდეა გააცხადა,პროფლიგის პარალელურად ჩემპიონატი სხვა ორგანიზაციამაც ჩაატაროს და გუნდებმა თვიტონ გადაწყვიტონ ვის ორგანიზებულ ჩემპიონატში ურჩევნია თამაშიო,კონკურენციას რა ჯობიაო.ამ იდეის ავტორი რომ იტYვის პროფესიონალი ვარო.ისე მაინტერესებს.სახელმწიპოს,ფიფა-უეფას და კლუბების საწევროსგან შემოსული ტანხების გარდა,ერტი თეტრის მოძიება თუ მოახერხა მაინც?ერთი სპონსორი თუ მოიძია?
akaki
დარწმუნებული ვარ "დუღილის ტემპერატურა" მომხდარ ფაქტთან მიახლოებითაც არ იქნებოდა კავშირში. სპორტისთის (და არა მარტო), რომ ტოტალიზატორები ხორცმეტია არავისთვისაა საიდუმლო და არც ისაა საიდუმლო, რომ გაცილებით მაღალი რანგის გუნდები და ფეხბურთელები მონაწილეობენ, მაგრამ ამას ისეთ დონეზე ახერხებენ გამოჭერა შეუძლებელია. ჩვენებს კი ისე პრიმიტულად გაუკეთებიათ იფიქრებ, სპეციალურად ვიღაცის ჩასაძირადო. ისე ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები კი იმსახურებენ უფრო მეტ ყურადღებას და ნუ მოვაკლებთ, მერე ჩვენვე დაგწყდება გული.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!