ამერიკელმა მორბენალმა კემილ ჰერონმა 2017 წელს მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი, 24-საათიანი მარათონი მოიგო და ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

მან ერთი დღე-ღამის განმავლობაში 162,9 მილი გაირბინა, პირველი 100 მილი კი 13 საათსა და 25 წუთში დაფარა, რაც ქალთა შორის ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია.

კემილ ჰერონმა BBC-სთან ინტერვიუში მისი ცხოვრების ყველაზე დამღლელი 24 საათი გაიხსენა და თქვა, რომ ამ მარათონის პერიოდში ის არაჯანსაღ საკვებს იღებდა და კოკა-კოლასა და ლუდს სვამდა.

"სხეულს ძილი სურდა, ამიტომ გაუცნობიერებლად მივრბოდი, თუმცა პარალელურად, ამაყი ვიყავი, რადგან ისეთ რამეს ვაკეთებდი, რაც იქამდე არასდროს გამიკეთებია. ვარჯიშის დროს 162 მილი არასდროს გამივლია. როდესაც ძალიან გადავიღალე, მივხვდი რომ ასე გაგრძელება აღარ შემეძლო, ჩემმა ქმარმა გზაში ორმაგი ტაკო და ლუდი მომაწოდა, რომელიც ჩემს საყვარელ რესტორანში შეუკვეთა. თავს ზომბივით ვგრძნობდი, ტრანსში ვიყავი. ცხადია, გზაში წყალს და სხვა გამაჯანსაღებელ სასმელსაც ვსვამდი, მეუღლემ კოკა-კოლაც მომიტანა. ეს ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი დღე იყო, რადგან დავამტკიცე, რომ ქალებს მამაკაცების დამარცხება შეუძლიათ. ჩემი ახალი მიზანი 2028 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლაა, ქალი მორბენალები ამ სპორტში 50 წლამდე რჩებიან, მე ახლა 36 წლის ვარ, შესაბამისად - კარიერას ახლა ვიწყებ" - უთხრა კემილ ჰერონმა BBC-ს.

ამერიკელმა ათლეტმა 5 მილით მეტი გაირბინა, ვიდრე მეორე ადგილზე გასულმა მამაკაცმა ჯეიკობ ჯექსონმა.

სოსო
ფინიშზე რომ ოთარ ტატიშვილი დახვდა და ალბათ ინტერვიუც აიღო,ვხედავ,მაგრამ ქალი სად არის მანდ? ვხუმრობ,რათქმა უნდა.
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"