"საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი კიდევ ერთი ფეხბურთელი გააგრძელებს კარიერას ევროპაში. ამჯერად, ეს პატივი თემურ ვაზაგაშვილს ერგო, რომელიც წლების განმავლობაში თბილისურ კლუბში თამაშობდა.

ვაზაგაშვილი ინგლისის "უოტფორდის" 16-წლამდელთა გუნდში ჩაირიცხა. 2003 წელს დაბადებულმა ფეხბურთელმა ბრიტანულ აკადემიასთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

"საბურთალოს" ვებ-გვერდი მას ინგლისში დაუკავშირდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა, ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:

- თემურ, გილოცავთ "უოტფორდის" აკადემიის ასაკობრივ გუნდში ჩარიცხვას. მოგვიყევით, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

- ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ. ჩავირიცხე "უოტფორდის" აკადემიის 16 წლამდელთა გუნდში. გავაფორმე 2 წლიანი ხელშეკრულება და ვარ ამ გუნდის წევრი.

"უოტფორდის" აკადემიაში რამდენიმე თვის წინ სინჯები ჩატარდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან ერთად, მეც მივიღე მონაწილეობა. ამხანაგური მატჩის შემდეგ, რომელიც კლუბის ბაზაზე გაიმართა, მე და კიდევ ერთი ფეხბურთელი შეგვარჩიეს. ამის შემდეგ, უკვე მოლაპარაკება შედგა და ყველაფერი კარგად დასრულდა.

- საბუთების მოწესრიგება როგორ მოახერხეთ? მით უფრო ბრიტანეთში, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქის შეშვება მარტივად არ ხდება…

- ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. ვარ, როგორც საქართველოს, ასევე საბერძნეთის მოქალაქე. რადგან საბერძნეთი არის ევროკავშირის ქვეყანა, ეს ყველაფერი ძალიან მარტივად მოხდა.

- ახლა სად ცხოვრობთ, ბაზაზე?

- ბაზაზეც შემეძლო ცხოვრება, მაგრამ ინგლისში მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვარ წამოსული. მათი გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. თუმცა, როდესაც ოფიციალური თამაში ახლოვდება, გუნდი ორი დღით ადრე შეკრებაზე გადადის და ბაზაზე მიწევს ცხოვრება.

ლონდონში ვცხოვრობთ. ჩვენი სახლიდან უოტფორდამდე 45 წუთის სავალია. ყოველდღიურად მივდივარ და ისევ უკან ვბრუნდები-ხოლმე.

- თემურ, თქვენ 2003 წელს ხართ დაბადებული. თუმცა, როგორც "საბურთალოში", "უოტფორდშიც" ერთი წლით უფროს ასაკში თამაშობთ. არ გიჭირთ?

- ინგლისში უფროსებთან თამაში გამიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა ვეჩვევი. ვთამაშობ, როგორც ერთი წლით უფროსებში, ასევე თანატოლებთანაც. როგორც ვარჯიშებზე, ასევე თამაშებზე ძალიან მაღალი ტემპია. ბოლომდე ბრძოლობენ, არც უხეშობას ერიდებიან, ძალიან ბევრს დარბიან.

ხანდახან ისე ხდება, რომ მიუხედავად იმისა ჩემპიონატი მიმდინარეობს, ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს.

- ოფიციალური მატჩები რომელ გუნდებთან ითამაშეთ?

- უკვე მომიწია "ტოტენჰემის", "ვესტ ჰემის", "ასტონ ვილას", "კრისტალ პალასისა" და "მიდლსბროს" წინააღმდეგ თამაში.

- შესაძლებლობების ფარგლებში ალბათ პირველი გუნდის თამაშებსაც ესწრებით…

- დიახ. საშინაო მატჩებზე თითქმის ყოველთვის მივდივარ სტადიონზე. ძალიან კარგი ატმოსფერო სუფევს. მინდა, რომ მეც ვითამაშო მაღალ დონეზე.

- თქვენს ყოფილ გუნდელებთან და მეგობრებთან კონტაქტობთ?

- საბურთალოელებს ხშირად ვესაუბრები ინტერნეტის საშუალებით. არასდროს არ ვივიწყებ მათ და არც ისინი მივიწყებენ. ზოგადად, "საბურთალო" მეგობრული და შეკრული გუნდია.

- როგორ გაიხსენებთ "საბურთალოში" გატარებულ რამდენიმე წელიწადს?

- თუ რამეს წარმოვადგენ მხოლოდ "საბურთალოს" დამსახურებით. მე, ამ აკადემიის გაზრდილი ვარ და მეამაყება წლების განმავლობაში "საბურთალოში" რომ ვთამაშობდი. ეს გუნდი რომ არ ყოფილიყო, დიდი ალბათობით ინგლისში ვერც მოვხვდებოდი. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მწვრთნელს, ვალერი გაგუას მინდა ვუთხრა.

- "საბურთალოს" ჩემპიონობას როგორ შეხვდით?

- იცით, როგორ მინდოდა მაგ დროს თბილისში ყოფნა და საბურთალოელებთან ერთად ზეიმი? ძალიან დიდი სიხარული იყო, რთულია ამ ყველაფრის გადმოცემა. სეზონი რომ დაიწყო, დარწმუნებული ვიყავი "საბურთალოს" ჩემპიონობაში. ყველაფერი მაქეთკენ მიდიოდა. კლუბმა და აკადემიამ დაიმსახურა ეს ტიტული. მომავალში კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს ვუსურვებ.

ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას, დამდეგ შობა-ახალ წელს მივულოცავ. წარმატებული და იღბლიანი წელი ყოფილიყოს.

მომზადებულია Fcsaburtalo.ge-ის მიხედვით.

Surebeli Sh.Bentn
სულ წარმატებით გატაროს ღმერთმა თემუკა. ეს ბიჭი ლეგენდარული ძიუდოისტის გიორგი ვაზაგაშვილის ბიჭია.

კაია, მაგრამ ესეც ურალისა და კამაზის ან ლვოვის კარპატის და ანჟის გზებს არ დაადგეს, რუსები ჩასაფრებულები ნადირებენ.
რა მაფიაა?
ეს ბიჭი დაიმახსოვრეთ... რანაირი ზრდილობიანი და ჩამოყალიბებული ჩანს უკვე ადამიანად... კაი კაცი ხარ, ასე გააგრძელე, არ მოდუნდე, ძალიან ბევრი იმუშავე შენ თავზე და დიდ ფეხბურთს ითამაშებ აუცილებლად...
status quo
რომელი ორღობიდან ხართ, ბრძოლობენ კი არა იბრძვიან....ასე სოფლის პურმარილების თამადები მეტყველებენ...
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"უოტფორდმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
[VIDEO] ჩიქოვანმა "უოტფორდში" პირველი გოლი გაიტანა
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ზედიზედ მეხუთე მარცხი - "უოტფორდი" ჩემპიონშიფის ბოლო ტურში 0:4 განადგურდა
"ჩაკვეტაძე გასული სეზონის აჩრდილი იყო - ტექნიკური შესაძლებლობები გიორგის ევროპის საუკეთესო ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს" - ინგლისური მედია
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
ჩაკვეტაძე იტალიურ გუნდში გადავიდა
გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას სავარაუდოდ, იტალიის სერია A-ში გააგრძელებს
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს