ხუთი წლის განმავლობაში მაყურებელი გარანტირებულად მიიღებს ყველა იმ აქტივობას, რაც იქნება საქართველოს რაგბის ნაკრებთან და გუნდებთან დაკავშირებული, - ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომელმაც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტთან, გოჩა სვანიძესთან ერთად, თანამშრომლობის ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

"დიდი რაგბი დაბრუნდა პირველ არხზე. ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა დღეს გულშემატკივრებისა და მაყურებლებისთვის. ყველამ იცით, რაგბი რას წარმოადგენს, ჩვენი ეროვნული ნაციონალური სიამაყის საგანია. საქართველოს რაგბის ფედერაციამ და პირველმა არხმა ხუთწლიან თანამშრომლობას ხელი მოაწერეს და მაყურებელი გარანტირებულად მიიღებს ყველა იმ აქტივობას, რაც იქნება საქართველოს რაგბის ნაკრებთან და გუნდებთან დაკავშირებული. ეს არის მსოფლიო ჩემპიონატი, ერთა თასი, სხვადასხვა მნიშვნელოვანი თამაში, ძალიან ბევრი სიურპრიზი და მნიშვნელოვანი მოვლენა გარანტირებულად იქნება უკვე პირველ არხზე. რაც კი საქართველოს ნაკრებთან იქნება დაკავშირებული, ყველა აქტივობა, ყველა თამაში იქნება განთავსებული პირველ არხზე", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს რაგბის შორის დიდი და ძველი ურთიერთობები აღდგა.

"რაგბი არ ეკუთვნის მარტო მორაგბეებს. იცით, რაგბი სახალხო სპორტია საქართველოში და სიმბოლურია, რომ ჩვენი ძველი, დიდი ურთიერთობა საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რომელიც ასევე არის სახალხო, აღდგა და გაგრძელდა. რაც შეეხება 2019 წელს, მაყურებელი ყველა იმ მატჩს მიიღებს, რომელსაც საქართველოს ნაკრები ითამაშებს, მიიღებს მაღალი ხარისხით. ეს იქნება ერთა თასი, ეს იქნება ტესტმატჩები თუ მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 2019 წელს გაიმართება იაპონიაში", - განაცხადა გოჩა სვანიძემ.

წყარო: 1tv.ge

ირაკლი
ნიაზ მამრიკიშვილის გარეშე რაგბის ყურება იქნება მოსაწყენი..... პირველმა არხმა ნიაზა უნდა გადაიყვანოს აუცილებლად
ra
ძალიან კარგი იმედის ბადეში სპორტს რა უნდა...
soso
dzalian kargiaa
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება
ლიმონათი "ზანდუკელი" რაგბის კავშირის პარტნიორი, 20 და 18-წლამდელთა ნაკრებების სპონსორი ხდება!
რ/კ-ის პრეზიდენტმა პირველი არხის განცხადებას სპეციალურ პრესკონფერენციაზე უპასუხა
რას მოიცავს რაგბის კავშირის შეთანხმება "პირველ არხთან" ?
rugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ
"აქვა გეო" საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორი გახდა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა
გოჩა სვანიძე: ერთი ნაწილი რაგბიში პოლიტიკის შემოტანას ცდილობს
რაგბიშიც დაპირისპირებაა - მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორმა რაგბის კავშირი დატოვა
რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა! ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?
"ცოცხებით გავყრი მაგათ" - დაპირისპირება რაგბის კავშირში... [VIDEO]