ყველა დროის პენალტების საუკეთესო დამრტყმელი: ჟუნინო პერნამბუკანოს ინტერვიუ მისი წარმატების მიზეზებზე

განზე გადექი, ბექს: "მკვდარი ბურთის" სპეციალისტი ვინ არის თუ არა ბრაზილიის და ლიონის ყოფილი მოთამაშე ჟუნინო, რომელიც ამის მიუხედავად საკმაოდ თავმდაბალი და მოკრძალებული ადამიანია.

- იყავით თუ არა ჯარიმების პროფესიონალი თავიდანვე? ან როდის დაიწყეთ?

- ყოველთვის ძლიერი ვიყავი სროლაში, მაგრამ ბავშვობაში საკმარისი ძალა არ მქონდა პენალტების გასატანად. 13 წლამდე ფუტსალს ვთამაშობდი და მიუხედავად იმისა რომ ბევრი გოლი ვერ გამქონდა, მაშინვე დავიწყე პენალტების აღება. კედელი ახლოს იყო, თუმცა მაინც იშვიათად ვახერხებდი გოლის გატანას. ეს მანამ სანამ საფრანგეთში ჩავიდოდი და დავხვეწავდი ჩემს ტექნიკებს.

როდის დაიწყეთ პირველად "knuckleball’ ტექნიკის გამოყენება? არ გაწუხებთ ის ფაქტი რომ ყველა ამას კრისტიანო რონალდოს მიაწერს ახლა?

პენალტების დარტყმის ტექნიკა მარსელინოსგან (Marcelinho) გადავიღე, რომელიც კორინთელებში (Corinthians ) თამაშობდა. ის ჩემი ერთ-ერთი ინსპირაცია იყო და პირველი მოთამაშე რომელიც ოდესმე მინახავს, რომ თავით დაერტყა ბურთისთვის და აეცეკვებინა ჰაერში. ეს იმას მოწმობს რომ ტექნიკა მთლად ჩემიც არ არის! დიდი (Didi), რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო ბრაზილიასთან 1958 და 1962 წლებში, ისიც ასე აკეთებდა. მას შემდეგ ყველა უბრალოდ აუმჯობესებდა ამ ფორმულას.

რომელი იყო თქვენი პირველი პენალტის გოლი?

პრინციპში, ეს საკმაოდ იღბლიანი გამოდგა. 19 წლის ვიყავი და ვთამაშობდი რესიფისთვის (Recife) ვთამაშობდი გრემიოს (Gremio) წინააღმდეგ. 2-0 ვაგებდით და მთლიან გუნდს იმედი გვქონდა დაკარგული რომ შევძლებდით თამაშის შემოტრიალებას - სავარაუდოდ ამის გამო ნება მომცეს პენალტი დამერტყა! მე ბურთი ფეხიდან გარეთ 30 იარდიდან დავარტყი და მათმა ამღებმა (keeper) შეცდომა დაუშვა: იფიქრა რომ შეეძლო ბურთის დაჭერა, მაგრამ მან მხოლოდ უცნაური მანევრების გაკეთება შეძლო.

video

რომელია თქვენი საყვარელი პენალტი, რომელიც კი გაგიტანიათ?

ყველაზე მნიშვნელოვანი ვასკოსთვის (Vasco) იყო, 1998 წლის კოპა ლიბერტადორების ნახევარფინალში. 1-0 ვაგებდით როდესაც 25 იარდიან პენალტი დავარტყი. ჩემი ორივე ფეხი ჰაერში იყო. ძალიან დიდი ძალა დამჭირდა ამისთვის. მაშინ ჩვენ თამაში მოვიგეთ, შემდეგ კი ფინალიც.

არის კიდევ ერთი, რომელიც გავიტანე ჩემპიონთა ლიგაში ლიონისთვის თამაშის დროს მიუნხენის ბაიერნის ლოივერ კანის წინააღმდეგ. ეს ჩემი დიდ დისტანციაზე ერთ-ერთი საუკეთესო დარტყმა იყო. ამ მოგებამ გვაგრძნობინა რომ მთელი შეჯიბრის მოგება შეგვეძლო, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო ჩემის საყვარელი გოლი 2006 წელს, აჯაკიოს (Ajaccio) წინააღმდეგ. საკმაოდ მძიმე მატჩი იყო, 0-0 ანგარიში და პენალტი შესაძლოა ჩვენი ერთადერთი ხსნა ყოფილიყო, მიუხედავად იმისა რომ მანძილი 50 იარდი იყო. შევამჩნიე რომ ცოტას ეჯერა რომ ამ სიშორიდან შევძლებდი, მაგრამ მაგრად დავარტყი, ფეხი გარეთ და გამომივიდა.

როგორ ფიქრობთ ვინ არის ახლა პენალტის საუკეთესო დამრტყმელი?

მე იუვენტუსის მირალემ პჯანიკი (Miralem Pjanic) მომწონს. მასთან რთად ლიონში ვთამაშობდი: ახალგაზრდა იყო მაგრამ იცოდა კარგად დარტყმა. ლიონელ მესი და კრისტიანო რონალდოც დიდებულები არიან.

რომელია საუკეთესო პენალტი რომელიც კი გინახავთ?

ჩემი აზრით ეს ის გოლი უნდა იყოს რომელიც მეცნიერული გათვლების წინააღმდეგ მიდის: ამიტომაც გამოვყოფდი 1997 წელს რობერტო კარლოსის მიერ საფრანგეთის წინააღმდეგ გატანილ პენალტს. ნებისმიერი სხვა მოთამაშე, რომელიც შეეცდებოდა მსგავსი მრუდის გაკეთებას, ბურთს უდავოდ კუთხის დროშისკენ გადაგზავნიდა. ეს იყო დარტყმა, რომელიც არასოდეს არავის გაუმეორებია.

როგორი გრძნობაა როდესაც ხალხი ყველა დროის საუკეთესო პენალტების დამრტყმელად მოგიხსენიებთ?

სასიამოვნოა ამის მოსმენა, თუმცა ნამდვილად არ მჯერა ამისი - როგორ შეიძლება ამის გაზომვა? რასაც მე ვგრძნობ არის ის რომ ჩემი შრომა ამად ღირდა. ყველაფერი გავეცი რაც მქონდა - ზოგჯერ იმაზე მეტიც ვიდრე ჩემს სხეულს შეეძლო. მხოლოდ ცალკეული მომენტის საუკეთესო დამრტყმელი არსებობს, და შესაძლოა ასეთი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, სადაც მე საუკეთესო ვიყავი, ესაა და ეს. როგორ შემიძლია ვამტკიცო რომ მე უკეთესი ვარ დევიდ მექჰემზე ან სინისა მიხაილოვიჩზე?

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა