ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"მაოხრებელი გზირი" - არალეგიტიმური ნოდარ ახალკაცი, უმცროსი

"მაოხრებელი გზირი" - არალეგიტიმური ნოდარ ახალკაცი, უმცროსი

ჩაწყობილი თამაშების თემაზე ისე საუბრობენ, თითქოს ქართულ ფეხბურთში უკანონო გარიგეგბები მხოლოდ დღეს ხდება
ჩაწყობილი თამაშების თემა დღეისათვის არა მხოლოდ ქართულ ფეხბურთში, არამედ მთლიანად ქვეყნის ცხოვრებაში ყველაზე აქტუალურია. სამართალდამცავებმა უკანონო გარიგებებში მონაწილე ორგანიზებული ჯგუფი გამოავლნიეს, ჩვეული მეთოდებით მოხდა დანაშაულის გახსნა და ინფორმაციის საზოგადოებისთვის "შოუს" ფორმატში მიწოდება. 2 მაისის ყველა საინფორმაციო გადაცემა ქართულ, და არა მარტო ქართულ, მედიასივრცეში სწორედ ხსენებული თემით დაიწყო.

ჩაწყობილი თამაშები თითქმის ყველამ დაგმო. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს ადამიანები საუბრობდნენ ისე, თითქოს ეს პირველი შემთხვევა ყოფილიყო და მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს, რომ თურმე ქართულ ფეხბურთში უკანონო გარიგებები მხოლოდ დღეს ხდება.

გასაოცარია, რომ ჯოხის გადატეხვა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებზე ხდება, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ვიდეოში ვიხილეთ. საოცარია ასევე, რომ არავის გახსენებია ჩვენი ფეხბურთის უახლოესი წარსული, თურმე უკანონო გარიგება მხოლოდ კონკრეტული ფეხბურთელის ქმედებაში გამოიხატება, თურმე ქართულ ფეხბურთს მხოლოდ როინ ონიანის მიერ აუტზე გადაგდებული ბურთი ანგრევს და ამ შემზარავ საქციელთან შედარებით, ნოდარ ახალკაცი უმცროსი ფრთიანი ანგელოზია.

სანამ გიორგი ბეჭვაიას და როინ ონიანს ქართული ფეხბურთი საბოლოოდ "დაუნგრევიათ", ნოდარ ახალკაცის "საგმირო საქმეების" გავიხსენოთ.

ნოდარ ახალკაცი-უმცროსი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ზარ-ზეიმით დანიშნეს (და არა აირჩიეს), მან, პრაქტიკულად, პირველივე განცხადებაში აღნიშნა, რომ ძველი ფედერაცია არაფერს აკეთებდა და მხოლოდ ფულის კეთებაზე იყო გადასული. ახალკაცს ფედერაციის ძველმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ არ უპასუხა, მაგრამ როცა უმცროსმა ახალკაცმა ეს კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა, ჟორდანიამაც ხმამაღლა თქვა - იმას რატომ არავინ ამბობს, რომ მე ფედერაცია მილიონ-ნახევრიანი ვალით გადავიბარე, ახალმა პრეზიდენტმა კი წელში გამართული ფედერაცია ჩაიბარა, სტრუქტურა, რომელსაც ვალი არ ჰქონიაო. ჟორდანიამდე ფედერაციის პრეზიდენტი უფროსი ნოდარ ახალკაცი იყო... უმცროსი ნოდარ ახალკაცის "მოღვაწეობის" დასრულების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის ვალი 9 876 840 ლარს შეადგენდა.

ყველაზე საინტერესო ერთი გარემოებაა - ზვიად სიჭინავა, რომელიც ორშაბათს საღამოს ონიანს და ბეჭვაიას რამდენიმე ათასი ლარის აღების გამო ლამის დედას აგინებდა, რამდენიმე თვის წინ ნოდარ ახალკაცის საქმიანობის შეფასებისას, ასეთ კომენტარს აკეთებდა, - "რაც შეეხება იმას, თუ ვინ უნდა დაისაჯოს ამ ვალების გამო, ვფიქრობ, რომ ეს არ არის იურიდიული პასუხისმგებლობის საქმე. ეს არის არასწორი მენეჯმენტი და მართვა."

თურმე, თუ ადამიანი მილიონებს არასწორად განკარგავს და საბიუჯეტო ორგანიზაციას აზარალებს, ეგ მენეჯმენტის პრობლემაა და თუ ბეჭვაია ბურთს არასწორად გადააგდებს აუტზე, ეს - სამშობლოს ღალატი.

სად არის დღეს ნოდარ ახალკაცი, არავინ იცის, მაგრამ ყველა კარგად ვხედავთ, რა უქნა მან ქართულ ფეხბურთს. მისი მოღვაწეობის პერიოდში მოწვეულ იქნა მსოფლიოს ორი ყველაზე ძვირადღირებული სპეციალისტი, რომლებსაც მილიონები გადაუხადეს, ამ დროს კი საქართველოს ეროვნული ზედიზედ ორჯერ გავიდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ქვეჯგუფებში ბოლო ადგილზე.

გავიხსენოთ 2007 წლის 13 მაისი, რომელიც, ალბათ, ყველაზე სამარცხვინო იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ზუსტად 4 წლის წინ, 2007 წლის მაისში, ნოდარ ახალკაცმა არჩევნები პირწმინდად წააგო გიორგი ნემსაძესთან, თუმცა ის არ გაუშვეს.

ის, რაც მაშინ მოხდა "ქორთიარდ მერიოტში", ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და ხელმძღვანელი რგოლების არჩევის დროს, წარმოდგენის ყოველგვარ საზღვარს სცილდება.

საერთოდ, პირველად, ასე ცალსახად და გადაჭრით, სწორედ მაშინ აგრძნობინა ხალხს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ქვეყანაში აღარავითარი არჩევნები - არც სპორტში, სხვა ორგანიზაციებში თუ საქვეყნო - აღარ იქნებოდა. უნდა ითქვას, რომ ახალკაცს არ აკლდა სახელისუფლებო მხარდაჭერა და ფინანსური უზრუნველყოფა, მაგრამ პოსტზე ადამიანის ნაძალადევად გათრევის შემთხვევაში, შედეგი სწორედ ისეთია, რამაც გუშინ წინ მთელი საქართველო გააოგნა.

ნოდარ ახალკაცმა ხუთი ბედნიერი წელი გაატარა ქართულ ფეხბურთში, ქართულმა ფეხბურთმა კი ამდენივე უბედური წელიწადი მის ხელში.

P.S. მომიტევოს ნოდარ ახალკაცი-უფროსის სულმა. ამ დიდმა მწვრთნელმა გაანგრია რუსული კედელი და ევროპას ქართული გენია აჩვენა. მაგრამ, როგორც შვილები არ აგებენ პასუხს მამების შეცდომებზე, ისე შვილებისთვის მამების ღვაწლი ინდულგენცია არ არის. ვიდრე ნოდარ ახალკაცი, უმცროსის შეცდომები და მისი მმართველობისდროინდელი ფინანსური მაქინაციები საფუძვლიანად არ იქნება შესწავლილი, ქართული ფეხბურთის აღორძინება ისევ მითად და ზღაპრად დარჩება, ხოლო ელიტური კორუფცია კიდევ მრავალი წელი იქნება ჩვენი დასავლეთელი მეგობრების რჩევების მთავარი თემა.

ლევან მარტაძე (გაზეთი "ბანკები და ფინანსები")

• vova

ხალხნო გამოირეცხეთ თვალები! ეს არის გათახსირებული "მაზავშიკი"არველაძეების საკუთრება რასაც თქვენ ფეხბურთის ასოციაციას უძახით,სანამ ეგენი არ წაბრზანდებიან მაგ სისტემიდან ფეხბურთს მომავალი არ უჩანს

• dima

ახალკაცი გამოუცდელი კი არა, მერაბ ჟორდანიასნაირი არაკაცი იყო.უბედურება ისაა რომ კანონის წინაშე პასუხი არცერთმა აგო.

• avto liparteliani

akaki საწყალი გამოუცდელი ყოფილა..:D:D:Dგამოუცდელი კი არა წურბელა იყო და რისთვისაც მოვიდა შეასრულა..და ბოღმა არაფერ შუაშია რა გადავყლაპოთ ყველაფერი??!მერე რა რო ჭამა ხო?სანამ ყველა მისაღებს არ მიიღებს და სანამ ნაცები არ მოშორდებიან ქართულ ფეხბურთს და ზოგადად ქვეყანას არავითარი სამართლიანობა არ იქნება!!!და ყოველთვის ხელების გაწმენდა ბეჭვაიებზე,ონიანებზე და მათთანებზე მოხდება...აბა ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი კუდსო ეგ ამბავია რა :(:(:(

• akaki

ნოდარ ახალკაცის ამ საკითხთან დაკავშირება რაღა უბედურებაა. ასეთი ბოღმა რამ ან ვინ გაგვიჩინა ქართველებს. პატარა ახალკაცის დანაშაული ის იყო, რომ აბსოლუტურად გამოუცდელი კაცი დათანხმდა ამ ადგილს და არავინ იცის შეეძლო თუ არა არდათანხმება. რა ნამუსით თხოვს ავტორი უდიდესი ნოდარ ახალკაცის სულს მიტევებას არ მესმის. ნოდარ ახალკაცი არის ჯერჯერობით ის ერთადერთ ქართველი, რომელმაც მთელ საქართველოს განუზომელი სიხარული აჩუქა. სამაბიეროდ უამრავი ბოროტი სული განეწყო მის წინააღმდეგ და სისტემატიურად ამწარებდნენ. ნოდარი დღესაც ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ...

• dabereka

ახალკაცისთვის არავის უკითხავს ძვირად ღირებული მწვრთნელების მოყვანა და არც არასდროს უმართია ფეხბურთი მის შეხედულებით.არც საფეხბურთო სამყაროსთვის უკითხავთ და ნამდვილად არ აურჩევიათ არც ახალკაცი და არც სიჭინავა.ვინც ისინი დასვა პასუხიც იმან უნდა აგოს.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!