2 აგვისტოს საქართველოს ნაკრები პოლონელებს უმასპინძლებს. ორივე გუნდმა საკონტროლო მატჩები მოისტუმრა და პირველი ოფიციალური შეხვედრისთვის გამალებით ემზადება...

2 აგვისტოს საქართველოს ნაკრები პოლონელებს უმასპინძლებს. ორივე გუნდმა საკონტროლო მატჩები მოისტუმრა და პირველი ოფიციალური შეხვედრისთვის გამალებით ემზადება.

პოლონეთის ნაკრები შეკრების დასკვნით ეტაპს ლოძში გადის. იგორ გრიშჩუკის გუნდი პარასკევს დედაქალაქ ვარშავაში გადავა, საიდანაც შაბათს, საქართველოში გამოფრინდება. მათი თვითმფრინავი თბილისში შაბათს შუადღისას დაეშვება.

პოლონელებს ჩამოყვებათ თორნიკე შენგელიას თანაკლუბელი ტომას კელატი, რომელსაც პოლონეთის პასპორტის აღება გაუჯანჯლდა... თუმცა ქვეყნის მეთაურის ბრძანება ოფიციალურ მატჩებამდე მოესწრო და გადაწყდა, რომ კელატი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. იგი "ვალენსიას" გასულ სეზონში ევროთასის მოგებაში დაეხმარა, გაისად კი არანაკლებ ძლიერ გუნდში ითამაშებს - მიწვევები აქვს "რეალიდან", "ოლიმპიაკოსიდან" და "კახა ლაბორალიდან".

პოლონეთის ნაკრებს 20 ივლისს შეუერთდა "ორლანდო მეჯიქის" ცენტრი მარცინ გორტატი. მან გუნდთან ერთად ორი მატჩი ჩაატარა და სლოვაკების ძლევაში დიდი წვლილიც შეიტანა: პირველ შეხვედრაში 21 ქულა ჩააგდო, მეორეში - 18. ასე რომ, ზაზა ფაჩულიას და გიორგი შერმადინს მის შესაჩერებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ.

პოლონელებს გორტატის გარდა კიდევ ერთი მაღალი დონის მეფარე ჰყავთ - მაცეი ლამპე, რომელიც შარშან რუსულ უნიქსში თამაშობდა. მან სლოვაკეთთან ორივე მატჩში 12-12 მოხსნა მიითვალა.

პოლონელთა თავკაცი საქმეშია ჩართული და მეტოქეებზე ჯერ არაფერს ამბობს, სამაგიეროდ, იქაური კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რომან ლუდვიჩუკმა თანამემამულეებს გაახსენა, რომ NBA-ს ცენტრი მხოლოდ პოლონეთის ნაკრებში არ თამაშობს:

- ფავორიტებად მიგვიჩნევენ, მაგრამ წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ყველა მეტოქესთან რთული მატჩი გველის. ავიღოთ თუნდაც საქართველოს ნაკრები, რომელიც A დივიზიონში შარშან გადმოვიდა. ჩვენს მსგავსად ქართველებსაც ჰყავთ NBA-ს წარმომადგენელი - ზაზა ფაჩულია.

პოლონურ პრესაში კიდევ ერთ ქართულ გვარს შევხვდით: გამოცემა "გაზეტა" გვახსენებს, რომ გიორგი ცინცაძე გასულ სეზონში პოლონურ "სოპოტში" თამაშობდა და 2009 წელს B დივიზიონში ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი იყო...

პოლონეთი-სლოვაკეთი 108:57

25:16, 26:10, 30:10, 27:21

პოლონეთი: ჩილინსკი (14 წთ, 7 ქ), ბერიშა (12 წთ, 3 ქ), ლამპე (21 წთ, 15 ქ, 12 მ), შუბარგა (23 წთ, 10 ქ, 2 მ, 8 პ), დილევიჩი (14 წთ, 6 ქ, 4 მ), ბიალეკი (5 წთ, 2 ქ, 2 მ), ჰრიჩანიუკი (16 წთ, 12 ქ), მაიევსკი (14 წთ, 3 ქ, 2 მ), ვაჩინსკი (14 წთ, 5 ქ), გორტატი (18 წთ, 21 ქ, 3 მ, 2 პ), ლაპეტა (7 წთ, 2 ქ, 2 მ), კოზარეკი (17 წთ, 12 ქ, 7 პ), კელატი (22 წთ, 10 ქ, 3 მ), კიკოვსკი (4 წთ).

პოლონეთი-სლოვაკეთი 70:46

18:9, 19:11, 17:12, 16:14

პოლონეთი: ჩილინსკი (15 წთ, 4 ქ), ბერიშა (15 წთ, 5 ქ), ლამპე (23 წთ, 9 ქ, 12 მ), შუბარგა (20 წთ, 4 ქ, 2 მ, 4 პ), დილევიჩი (17 წთ, 9 ქ, 6 მ, 2 პ), ბიალეკი (2 წთ, 2 ქ, 2 მ,), ჰრიჩანიუკი (10 წთ, 4 ქ, 4 მ), მაიევსკი (15 წთ, 5 ქ, 2 მ), ვაჩინსკი (10 წთ, 2 ქ, 2 მ), გორტატი (28 წთ, 18 ქ, 15 მ, 2 პ), კოზარეკი (20 წთ, 2 მ, 3 პ), კელატი (25 წთ, 8 ქ, 2 პ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Fachulia
ეს გორტატი ძალიან ცხოველი ვინმეა :( მგონი საიდანაც გამოვძვერი,იქ შემტენის : )
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...