იტალიურმა გამოცემა tuttomercatoweb.com-მა 99-იანების ტალანტები, ანუ 1999 წელს დაბადებული ნიჭიერი ფეხბურთელები გამოარჩია, რომლებიც სატრანსფერო ბაზრის ყურადღების ცენტრში იმყოფებიან.

იტალიური საიტი ისეთ ფეხბურთელებთან ერთად, როგორებიცაა ჯანლუიჯი დონარუმა და მატიას დე ლიხტი, ქართველ შემტევს, გიორგი ჩაკვეტაძესაც გამოარჩევს.

"1999 წელს დაბადებულმა თაობამ ნამდვილი ტალანტები შესთავაზა ფეხბურთს და სულაც არ არის შემთხვევითი, რომ ბევრი მათგანი უკვე სატრანსფერო ჭორებისა და მოლაპარაკებების ეპიცენტრშია.

ყველა მათგანს განსხვავებული ისტორია აქვს. აი, მაგალითად, ჯანლუიჯი დონარუმა ავიღოთ. ახალგაზრდა მეკარე გაზეთებისა და ჟურნალის პირველი ფურცლებიდან არ ჩამოდის, ამ დროისთვის კი ის "მილანთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებობს, რაც ნამდილად არ არის იოლი საქმე.

აი, დე ლიხტი ნამდვილად გამორჩეულია სხვებისგან: ის ნომერი პირველი ახალგაზრდა ცენტრალური მცველია მსოფლიოში. მატიას დე ლიხტი, რომელიც ამჟამად ამსტერდამის "აიაქსში" თამაშობს, ჰოლანდიის მომავალია, მაგრამ არა მარტო თავისი ქვეყნის, არამედ იმ კლუბის, სადაც მალე გადავა. საიდან აქვს შემოთავაზება? მთელი მსოფლიოდან. დანიშნულების ადგილი? ესპანეთში უფრო "ბარსელონა", ვიდრე მადრიდის "რეალი"; იტალიაში "იუვენტუსი". ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის ასეთი შთაბეჭდილება გვრჩება.

პორტუგალიურ "ბენფიკაში" ორი ტალანტი, ჟედსონ ფერნანდესი და ჟოა ფელიქსი თამაშობს. ისინიც თითქმის ყველას სურს. სად წავლენ? ვინც უფრო მეტს გადაიხდის. მათი ბედი აგენტის, ჟორჟე მენდეშის ხელშია.

კიდევ ერთი ტალანტია ტრინკაო "ბრაგადან", რომელსაც გარკვეული პერიოდი ტურინის "იუვენტუსი" აკვირდებოდა.

მსოფლიოს ტალანტების სია ჩაკვეტაძიდან ბარკომდე გრძელდება, ის 99-წლიანები, რომლებიც სატრანსფერო ბაზრის ცენტრში არიან.

გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ამბობენ, რომ სერია A-ში გადავა, ხოლო "ლევერკუზენის" კაი ჰავერცს "დორტმუნდი" და მიუნხენის "ბაიერნი" აკვირდებიან.

MLS-ის წარმომადგენელ "ატლანტა იუნაიტედს" 19 წლის ტალანტი ესეკიელ ბარკო ჰყავს, რომელიც მსუყე შემოთავაზებას ელოდება ევროპიდან. მისით დაინტერესებული მადრიდის "ატლეტიკოა".

99-წლიანების თაობა. ყველა ტალანტი სატრანსფერო ბაზრის ეპიცენტრში:

ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი)

მატიას დე ლიხტი (აიაქსი)

კაი ჰავერცი (ლევერკუზენი)

ჟედსონ ფერნანდესი (ბენფიკა)

ჟოაო ფელიქსი (ბენფიკა)

გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი)

აბდულკადირ ომური (ტრაბზონი)

ტრინკაო (ბრაგა)

ესეკიელ ბარკო (ატლანტა იუნაიტედი)

ელიფ ელმასი (ფენერბაჰჩე)

ემერსონი (ატლეტიკო მინეირო)

musi-s
კვარაცხელია,დავიტასვილი აი ესენი არიან საუკეტესოები

ტოტიიიიიი ,მარტო ფეხბურთში ხარ პროფესორი თუ ……..??? ჩაკვეტაძეს კი წარმატებებს ვუსურვებ!იტყვის თავის სათქმელს!
Fifa
ისე გადავა ეს ტოპ გუნდში როგორც მე კოსმოსში
emigranti
დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ რომა გენკიდან რუსლან მალინოვსკის ყიდვას ცდილობს და 12 მილიონს იხდის. მანამდე ჩაკვეტაძეზე მუშაობდნენ, მაგრამ ეტყობა ფასზე ვერ შეთანხმდნენ.ალბათ ბევრად მეტს ითხოვს გენტი.
კოტე
აბა ჰე იხსნება მონათა ბაზარი, და ესაა დემოკრატია. ფუი ასეთ დემოკრატიასაცა და თავისუფლებასაც. კბილები გოუსინჯეთ. ზოგ ზოგს შეიძლება დაბადების მოწმობები აქვთ გადაკეთებულები.
Rrr
უკეთესი გვყავსო? შენ ძამა 70-80 იანების მიჯნაზე ხომ არ ცხოვრობ? ალბათ ყიფიანს, შენგელიას, გუცაევს და ა.შ გულისხმობ.დდდდდდდდ
ტოტტი
ნიჭი ქართველებშ არასდროს აკლდათ მაგრამ აკლდათ შრომისმოყვარეობა და მონდომება რაც დღესაც ბევრ ქართველს ალლია ამ ბიჭს ნიჭთან ერთად მონდომებაც რომ აქვს მაგიტომ არის ზუსტად მთელი საქართველოს იმედი. ვითომ ფეხბურთის მცოდნეები რომ რაღაც უაზრობებს წერთ ჯერ უყურეთ გენტის თამაშებს და მერე გააკეთეთ დასკვნები თავის გუნდელებს ერთი თავით აღემატება და მაგიტომაც არის გაპიარებული ასევე ერთი თავით აღემატები ნაკრებშიც ჩვენ ფეხბურთელებს რომარა გიო წინა შესარჩევისნაირი გუნდი გვეყოლებოდა გიოს დამსახურებაა რომ ჯგუფი მოვიგეთ
გიორგი
გენტმა თავიდანვე იმიტომ იყიდა, რომ 1-2 წელიწადში კარგ ფასად გაეყიდა ჯერ ჯერობით იმედებს ამართლებს 9 მილიონზე ავიდა უკვე მაგის ფასი და სეზონის ბოლომდე თუ მოახერხებს რომ კიდევ 10 გოლო გაიტანოს და ამდენივე ასისტი გააკეთოს დიდი ალბათობით კარგ ჩემპიონატში გადავა.
musi
რომელი ? არ დაგვიმალო გაფიცებ ყველაფერს :)))
Ali
Nu gaagmertet raaa gaiyidos jer xan romel grands miaweren xan romels jer itamashos normaluri gundis winaagmdeg
kako
კარგი ფეხბურტელია მაგრამ უკეტესები გვყავს ბევრად..უბრალოდ გაპიარებულია ცალიან
Lado
გეყოთ რა. ჩაკვეტაძე ამ სატრანსფერო ბაზარზე არსად გადავა, იქით სატრანსფეროზე კიდე აღარ იქნება ისეთი მიმზიდველი, გამომდინარე იქიდან, რომ გენტმა გაუშვა წამყვანი მოთამაშეები, დიდი ალბათობით წაყვინთავს და ვერც ჩაკვე იზამს მარტო რამეს, წაყვინთული გუნდის ფეხბურთელი კი გრანდების რადარზე იშვიათად აღმოჩნდება ხოლმე
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"არსენალი" დე ლიხტის ტრანსფერით ინტერესდება
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
"ამან ძალიან გამაკვირვა" - დონარუმამ მესისთან თანაგუნდელობის პერიოდზე ისაუბრა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
დონარუმას გამო ტრაფორდმა "მანჩესტერ სიტის" დატოვება გადაწყვიტა
"ბარსა" "იუვენტუსთან" დე ლიხტის თაობაზე მოლაპარაკებებს ერთ შემთხვევაში დაიწყებს
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
"იუვენტუსმა" დე ლიხტის შემცვლელი მალევე იყიდა - ბრემერი ერთი ტურინული გუნდიდან მეორეში გადავიდა
დე ლიხტი: "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის მოგების ამბიცია არ ჰქონდა
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
"ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება" - ენრიკემ საფონოვის პროგრესსა და ძირითადი მეკარის სტატუსზე ისაუბრა
"ჩელსი" დე ლიხტით დაინტერესდა
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
დე ლიხტი "ბაიერნის" ფეხბურთელია - 22 წლის მცველი უკვე მიუნხენშია
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა