<p>25 წლის კონგოელი თავდამსხმელი „მგლებში“ იანვარში გადავიდა და იმედები ვერ გაამართლა, ფელიქს მაგათი კი ღიად აცხადებს, რომ ის არ სჭირდება <br> დიუდონ მბოკანის ვოლფსბურგული კარიერა დასასრულს უახლოვდება. 25 წლის კონგოელი თავდამსხმელი „მგლებში“ იანვარში გადავიდა და იმედები ვერ გაამართლა, ფელიქს მაგათი კი ღიად აცხადებს, რომ ის არ სჭირდება. შესაბამისად, მბოკანი „ვოლფსბურგს“ სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს. მბოკანო გერმანულ კლუბში „მონაკოდანაა“ განათხოვრებული და „ვოლფებს“ კონგოელის მოწონების შემთხვევაში, მისი შესყიდვის უპირატესი უფლება ჰქონდათ, რომელსაც მაგათის თქმით არ გამოიყენებენ.</p><p>იანვრის შემდეგ, მბოკანიმ „ვოლფსბურგის“ მაისურით შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა. აქედან, ხუთში შეცვლაზე ითამაშა, ორში კი შეცვალეს. მის ანგარიშზე არცერთი გოლი და არც საგოლე პასია, რაც თავდამსხმელისთვის ძალიან ცუდი შედეგია. შესაბამისად, გასაკვირი სულაც არაა, რომ მაგათს ის არაფერში სჭირდება.</p><p>მაგათის თქმით, კონგოელმა „პირადული მიზეზების“ გამო რამდენიმე ვარჯიშიც გააცდინა და „დესპოტი ფელიქსი“ მბოკანის ამიერიდან ვარჯიშებზეც აღარ დაუშვებს. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის გერმანიის ჩემპიონი „ვოლფსბურგი“ გადარჩენისთვის იბრძვის. გასულ ტურში „მგლებმა“ „ვერდერი“ დაამარცხეს და გასავარდნი ზონა დატოვეს, მაგრამ ელიტაში დარჩენა ჯერ არ გაუნაღდებიათ. მომავალ შაბათს „ვოლფსბურგი“ „კაიზერსლაუტერნს“ მასპინძლობს, ბოლო ტურში კი „ჰოფენჰაიმს“ ესტუმრება.</p>
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა