"ფეისბუქგვერდ" "ქართული სუმოს ქომაგების" ცნობით, ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე, ტრავმის მიუხედავად, იანვრის ჰაცუ ბაშოზე მაინც იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ გორგაძეს მარჯვენა ბარძაყის კუნთის დაზიანება ჰქონდა და მისი ტურნირზე გამოსვლა საეჭვო იყო.

"მაინც გამოდის...

როცა სპორტსმენი სულით მებრძოლია და ბრძოლის წყურვილი სისხლში აქვს გამჯდარი, ძნელია, იგი რამემ გააჩეროს, თუნდაც მძიმე ტრავმამ...

სწორედ ასეთ სპორტსმენთა რიცხვს მიეკუთვნება ჩვენი ტოჩინოშინი.

გუშინ გამცნეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლევანს ვარჯიშზე მარჯვენა ბარძაყის კუნთი გაუწყდა და მისი ასპარეზობა წლის პირველ სუპერტურნირზე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. მოგეხსენებათ, ასეთ დროს რისკი ტრავმის გართულებისა საკმაოდ დიდია. თუმცა, ჩვენმა ოძეკიმ (როგორც ხშირად სჩვევია) ამჯერადაც გვერდზე გადადო ტკივილები და გადაწყვიტა, გავიდეს ჰაცუ ბაშოზე საბრძოლველად.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, წარმატება ვუსურვოთ ქართველ ფალავანს და ვილოცოთ, რომ არაფერი გაურთულდეს ტურნირზე.

პ.ს. ხვალ დილით გამოცხადდება ბაშოს საწყისი 2 ტურის ორთაბრძოლათა განრიგი და ლევანის მეტოქეთა ვინაობასაც შევიტყობთ. ტურნირი სტარტს დამდეგ კვირას, 13 იანვარს აიღებს", - წერენ "ქართული სუმოს ქომაგები".

ვვვ
ტოჩის არ სჭირდება შეღავათები და ეს ჟურნალისტები და "ქომაგები" ნუ დაგვამადლებთ ხოლმე რაღაცებს. ეტყობა, შეუძლია ჭიდაობა და თან კიდეც ურჩევნია, იჭიდაოს. ტრავმა აქვს, მაგრამ ჰაი და ჰუი არ არის საჭირო - ყველა სპორტსმენი პირველ რიგში თავისთვის შვრება, რასაც შვრება, ჰოდა, მიდი, ტოჩი, შენს გვერდში ვართ!
ვახო
წარმატებები ტოჩი შენ არამარტო ქართული სუმოს არამედ მსოფლიო სუმოს ვარსკვლავი და ლეგენდა ხარ
Elizbari
საშიშია, უარესი შედეგი არ მოგვცეს ტრავმის გართულებამ.
fifa
წარმატებები
ხვიჩა
აშკარად აღარ შეუძლია სუმო, ფიზიკურად ვეღარ ქაჩავს. ძიუდოში სცადოს ბედი ან მკლავჭიდში, უფრო მეტ წარმატებას მოგვიტანს
Irakli Apkhaidze
წარმატებები! ჯობდა დაესვენა ისე... მიდი ტოჩი!
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
მეტოქე "ტოჩის" ყელში წვდა და დოჰიოდან გადააგდო, ქართველმა ივლისის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა [VIDEO]
ტოჩინოშინის საფირმო ჩავლება და დოჰიოზე გაგორებული მეტოქე [VIDEO]
ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოდან მოისროლა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო [VIDEO]
"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]
ტოჩინოშინი მოწინააღმდეგეს ჯერ ძლიერად დაეჯახა, მერე ძირს დააგდო [VIDEO]
დრამატული დაპირისპირება - ტოჩინოშინი ტაკანოშოსთან დასანანად დამარცხდა [VIDEO]
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს
ტოჩინოშინმა ტანმორჩილ მოწინააღმდეგეს იორიკირის ილეთით სძლია
3 მარცხიანი სერია დასრულდა, ტოჩინოშინმა მარტივად გაიმარჯვა [VIDEO]