11-14 იანვარს ესპანეთის პრიმერა წრეს შეკრავს. უკვე ცხადია, რომ ბარსელონა I წრეს მოიგებს, რადგან ვალვერდეს გუნდი უახლოეს კონკურენტს 5 ქულით უსწრებს, მაგრამ საინტერესოა, შეძლებს თუ არა გუნდის არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლა ლიგაში თავის მე-400 გოლის გატანას...

"ბარსელონა" კვირას "ეიბარს" უმასპინძლებს, ბასკებმა ბოლო 4 ტური ფრედ დაასრულეს, თუმცა ახლა ამ შედეგის გამეორება ძალიან გაუჭირდებათ. აი, ლიონელ მესის კი, წესით, არ უნდა გაუჭირდეს მისთვის საიუბილეო და ევროპის ტოპ-5 ლიგებისთვის სარეკორდო გოლის გატანა, რადგან წინა 18 ტურში 16 გოლის გატანა შეძლო.

ტურის ცენტრალური შეხვედრა ანდალუსიაში გაიმართება, სევილიური "ბეტისი" "რეალს" მასპინძლობს. თუკი სანტი სოლარის გუნდი კიდევ დაკარგავს ქულებს, არ არის გამორიცხული, რომ არგენტინელს კარისკენ არა სეზონის ბოლოს, არამედ, ახლავე მიუთითონ.

"რეალი" "ბარსას" უკვე 10 ქულით ჩამორჩება. ასეთი ჩამორჩენა კი ლა ლიგაში "ბარსასთან" ჯერ არავის ამოუქაჩავს.

"ბეტისისა" და "რეალის" ბოლო შეხვედრა სევილიაში თებერვალში შედგა და ამ მატჩში 8 გოლი (!) გავიდა, "სამეფო კლუბმა" ზინედინ ზიდანის მეთაურობით 5:3 მოიგო. სუპერმატჩში დაძაბულობა ბოლო წამებზე ბენზემას გოლმა მოხსნა. ამ მატჩში მარკო ასენსიომ დუბლი შეასრულა, სოლარი ამ ფეხბურთელს საერთოდ არ ათამაშებს და გასხვისებას უპირებს.

ერთი გოლი სერხიო რამოსის ანგარიშზეა, რომელიც განსაკუთრებით არ უყვართ "ბეტისის" ფანებს, როგორც ყოფილი სევილიელი. კიდევ ერთი გოლი კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზეა, რომელიც ახლა სულ სხვა ჩემპიონატში თამაშობს, მისი შემცვლელი კი "რეალმა" ვერ შეიძინა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბეტისი (5-3-2): პაუ ლოპესი - ფრანსისი, მანდი, ბარტრა, ფედალი, ტელიო - კანალესი, ვ. კარვალიო, ლო სელსო - სანაბრია, ხოაკინი

რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, სებალიოსი - ისკო, ბენზემა, ვინისიუსი

დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" "ვანდაზე" "ლევანტეს" მასპინძლობს, ხოლო მესამეადგილოსანი "სევილია" თავის მატჩს სტუმრად ბილბაოში მართავს "ატლეტიკთან", რომელიც გასავარდნი ზონიდან წინა ტურში ამოძვრა და ეს საფრთხე ჯერაც სერიოზულად ემუქრება.

ფაქტები

"ბეტისის" ბოლო 6 საშინაო მატჩიდან 5-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

"ბარსელონამ" ბოლო 38 საშინაო მატჩიდან 34-ში (ლა ლიგა) სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.

"ატლეტიკომ" ბოლო 21 საშინაო მატჩიდან 15-ში (ლა ლიგა) კარი მშრალად შეინახა.

"უესკამ" ლა ლიგაში ბოლო 7 საგარეო მატჩი დათმო.

"ბარსელონას" ბოლო 38 საშინაო მატჩიდან 37 არ წაუგია (ლა ლიგა).

"ეიბარმა" ბოლო 4 მატჩი ფრედ ითამაშა.

"ბარსელონამ" ბოლო 5 საშინაო მატჩში მოიგო, როგორც ტაიმი, ისე მთლიანად თამაში (ლა ლიგა).

ლა ლიგა. XIX ტური

პარასკევი, 11 იანვარი

რაიო ვალეკანო-სელტა 4:2

გოლები: 1:0, 2:2, 3:2 დე ტომასი (4, 37, 77), 1:1 არაუხო (13), 1:2 გომეში (18. პენ), 4:2 ბებე (90+1)

შაბათი, 12 იანვარი

ლეგანესი-უესკა 16:00

ვალენსია-ვალიადოლიდი 19:15

ჟირონა-ალავესი 21:30

ვილიარეალი-ხეტაფე 23:45

კვირა, 13 იანვარი

ატლეტიკო-ლევანტე 18:15

ბილბაო-სევილია 20:30

ბარსელონა-ეიბარი 21:30

ბეტისი-რეალი 23:45

ორშაბათი, 14 იანვარი

სოსიედადი-ესპანიოლი 23:59

ბომბარდირები: 16 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 12 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 11 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - იაგო ასპასი (სელტა); 9 - ვისამ ბენ იედერი (სევილია), ბორხა იგლესიასი (ესპანიოლი).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

T.k
ძმაო არა გოგო ვარ დაო ჯობია :^^ რაც შეეხება ფორმას გეთანხმები ნამდვილად ვარდისფერი ფორმა არ არის მოსაწონი და მითუმეტეს მაშინ როდესაც თითქმის ყველას ერთ სტილში უმზადებს ნაიკი ფაქტია ფანტაზიის უნარი არ გააჩნიათ და ის ლურჯი და წითელი კიდე რაც მეც ყველაზე მეტად მომწონს არ შეიძლება ანუ იგივე იყოს საშინაო და საგარეო წითელი და ლურჯი ზოლები ამიტომ არის ვარდისფერი და ყვითელი :(( ეს ჯანდაბას მე იმის შიშიუფრო მაქვს რომ როგორც დააანონსეს ბარსას საშინაო ფორმა მომავალ წელს ზოლების ნაცვლად კუბიკებით არ ჩაანაცვლონ მართლა :)) იმედია ისტორიას და ტრადიციას არ შეცვალონ :დ ბართომეუსგან უკვე ყველაფერია მოსალოდნელი ამან ოღონდ ფული იშოვნოს და რას არ კადრულობს კამპ ნოუს სახელის გადარქმევასაც კი განიხილავს :((
irakli
დუბლს შეასრულებს მესი
გოგი
ТК-ს მომკალი ძმაო და რა მოსაწონია ან ვარდისფერი,ყვითელი და ცისფერი ფერები. თუ მაინცდამაინ ყოველ კვირა, უნდა უნდა იცვალონ ფორმები, გემოვნებიანი მაინც შეერჩიათ ამ მამაცხონებულებს. მაინტერესებს თვითონ ბარსას ფეხბურთელებს თუ მოსწონთ ესეთი ფერებით გამოსვლა?! ზოგიერთი გრანდი გუნდები, საშინაოც და გასვლით თამაშებს, ერთ ტრადიციული ფორმებით გადიან მინდორზე. უბრალოდ არ მინდა ბარსამ დაკარგოს, ის ხიბლი რითიც მოგვწონს და გვიყვარს.
T.k
გასვლითი ფორმა ეგ არის მეგობარო რას გქვიაარ მოგწონს ვის უნახავს გასვლითიდა საშინაო ფორმა ერთი ყოფილიყოს თორე ლურჯბროწეულისფერი ყველა ფანს ურჩევნია გეთანხმები
gogi
ბარსამ ნეტა აღარ ჩაიცვას ეს შეუფერებელი ფერის ფორმები. ძალიან მომწონს ლურჯბროწეულისფერებში ფორმები. ვინ უცვლის ამ ფორმებს, მე იმისი დედა ვატირე რა.
კოკა
რა ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ მესი თავის მე400-სე ბურთს გაიტანს და მეტსასაც. მიდი ლეო ჯიგარო, მიაწექი შენებურად.
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"რატომ კილიან მბაპე?" - პსჟ-მ France Football-ს პრეტენზიები წაუყენა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
"მისნაირი არავინაა, მიეცით "ოქროს ბურთი" მესის" - რომერომ არგენტინელს მხარდაჭერა გამოუცხადა
[VIDEO] მესის ფანტასტიკური გოლი ჯარიმიდან - მაიამის "ინტერი" ბოლო წამებზე დამარცხდა
"მოპარული მანქანასავითაა" - რიოლომ მბაპე მიწასთან გაასწორა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ვინისიუსის ამ დარტყმის შემდეგ, თანაგუნდელებმა სიცილი ვერ შეიკავეს
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
"ბარსელონა" მესის საპატივსაცემოდ ღონისძიებას გამართავს