მადრიდის ტურნირის მეორე წრეში სეზონის ერთერთმა ლიდერმა დავიდ ფერერმა უცნაური შეხვედრა ჩაატარა
დღევანდელ მიმოხილვას მამაკაცების ტურნირით დავიწყებთ, სადაც მეორე წრის ბოლო მონაწილეები ირკვეოდნენ. მადრიდის მასტერსი რუსი ჩოგბურთელების გარეშე დარჩა.

არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ კვირას ეშტორილის ტურნირის მოგების შემდეგ წარმატებით დაიწყო ესპანეთის დედაქალაქში გამოსვლა, თუმცა დაღლა მაინც ეტყობოდა. მისი შეხვედრა რუს მიხაილ იუჟნისთან ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში სამხრეთამერიკელმა ათი ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ სამი გამოიყენა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა შემდეგ წრეში გასასვლელად, რადგან იუჟნიმ მხოლოდ ერთი ბრეიკი გააკეთა, რისი წყალობითაც მეორე სეტის აღება მოახერხა.

წინა კვირის კიდევ ერთმა ლაურეატმა, მიუნხენის ტურნირის ტრიუმფატორმა ნიკოლაი დავიდენკომ ვერ მიბაძა დელ პოტროს და პირველივე შეხვედრა ორ სეტში დათმო ესპანელ მარსელ გრანოლერსთან. რუსი აშკარად მოუმზადებელი ჩანდა, რადგან მთელი მატჩის განმავლობაში ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია. სხვათა შორის, მიუნხენის ფინალში დავიდენკოს მეტოქემ, გერმანელმა ფლორიან მაიერმა თავისი მატჩი მოიგო, თანაც ძლიერი სერბის ვიქტორ ტროიცკის წინააღმდეგ.

ფრანგმა ჟილ სიმონმა მადრიდის მასტერსის 2005 წლის ფინალისტს ივან ლუბიჩიჩს მოუგო ძალიან იოლად - ხორვატს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა.

პარალელურად გაიმართა მეორე წრის მატჩები. უცნაური შეხვედრა ჩაატარა სეზონის ერთ-ერთმა ლიდერმა დავიდ ფერერმა. მან მოიგო პირველი სეტი ადრიან მანარინოს წინააღმდეგ, მაგრამ მეორეში "მშრალი" ანგარიშით დამარცხდა. მონტე კარლოსა და ბარსელონას ფინალისტმა საკუთარ გულშემატკივრებს ბოდიში თავისებურად მოუხადა - თავადაც ნულზე მოიგო მესამე პარტია.

ფრანგმა ჟო-ვილფრიდ ცონგამ პეპე რიბა დაამარცხა და შემდეგ წრეში გავიდა, მისმა თანამემამულემ გაელ მონფილსმა კი ვერ დაასრულა მატჩი ხუან მონაკოს წინააღმდეგ, თუმცა ისედაც უიმედოდ აგებდა. აღსანიშნავია გაბრიელ გარსია-ლოპესის მოგება ტიემო დე ბაკერის წინააღმდეგ. ესპანელმა შური იძია ჰოლანდიელზე, რომელმაც ერთი დღით ადრე ბრძოლას გამოთიშა ხუან კარლოს ფერერო.

ქალთა ტურნიოზე მხოლოდ შვიდი მატჩი ჩატარდა და ერთ-ერთი სენსაციური შედეგით დასრულდა. ავსტრალიელმა იარმილა გაიდოშოვამ ბრძოლას გამოთიშა პოლონელი აგნიეშკა რადვანსკა. ეს უკანასკნელი ძალიან კარგად თამაშობდა მოწოდებაზე - ათი ეისი ჰქონდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა, მაგრამ ამასთან, აგნიეშკამ 13 ბრეიკ-პოინტიდან 10 გაანიავა, იმ დროს, როცა მისმა მეტოქემ რვიდან ხუთი ასეთი შანსი გამოიყენა, რამაც მას მერვედფინალის საგზური მოუტანა. თანაც ავსტრალიელმა ხასიათის სიმტკიცეც გამოავლინა - მეორე სეტში 0:3-ს აგებდა და მეოთხე გეიმში რადვანსკას გეიმბოლი ჰქონდა, მაგრამ შემდეგი 30 გათამაშებიდან 23 მოიგო, რამაც გადაწყვიტა მატჩის ბედი.

რადვანსკას გარდა, განთესილებიდან ტურნირს გამოაკლდა მარიონ ბარტოლი. არადა, რუს ანასტასია პავლიუჩენკოვასთან მატჩში ფრანგისთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა - პირველი სეტში 5:2 დაწინაურდა. სწორედ ამ მომენტიდან შეიცვალა მატჩის სურათი - შემდეგი 12 გეიმიდან რუსმა 11 აიღო და ორ სეტში მოამთავრა საქმე.

იოლი გასეირნება არ ჰქონია მსოფლიოს პირველ ჩოგან კაროლინ ვოზნიაცკის. მართალია, ბოიანა იოვანოვსკის წინააღმდეგ დანიელი კარგად აწვდიდა და ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის კარგი პროცენტიც (შვიდიდან ხუთი) ჰქონდა, მაგრამ თავისი გეიმებიც არაერთხელ წააგო და ამიტომაც გაიწელა შეხვედრა საათსა და 45 წუთამდე.

როლან გაროსის ფინალისტმა სამანტა სტოსურმა დამაჯერებლად ჩამოიცილა გზიდან დანიელა ჰანტუხოვა. ორივე ჩოგბურთელი კარგად აწვდიდა და ავსტრალიელის უპირატესობა გადამწყვეტ მომენტებში ზუსტმა თამაშმა განაპირობა.

ამერიკულ დერბიში ბეტანი მატეკმა მხოლოდ ორი გეიმი გაიმეტა ვანია კინგისთვის, არადა, ამ უკანასკნელმა წინა წრეში ნადეჟდა პეტროვას მოუგო. ასევე კარგად გამოიყურებოდა ჩეხი პეტრა კვიტოვა, ვინც ძალების ყოველგვარი დაძაბვის გარეშე მოუგო შანელ სხეპერსს - 6:3, 6:3.

WTA

Mutua Madrid Open

მადრირი (ესპანეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 ევრო

II წრე

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 6:4, 6:4; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 3)-სარა ერანი (იტა) 6:0, 2:6, 6:3; სამანტა სტოსური (ავსტრა, 5)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ) 7:6(1), 7:5; იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა)¬-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 10) 3:6, 6:3, 6:3; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს)-მარიონ ბარტოლი (საფ, 11) 7:5, 6:1; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 16)-შანელ სხეპერსი (ს.აფრ) 6:3, 6:3; ბეტანი მატეკი (აშშ)-ვანია კინგი (აშშ) 6:0, 6:2.

ATP

Mutua Madrid Open

მადრირი (ესპანეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 ევრო

I წრე

ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ,13)-მიხაილ იუჟნი (რუს) 6:1, 3:6, 6:3; იენ ჰსუნ ლუ (ტაივ)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 15) 7:6(7), 7:5; ფლორიან მაიერი (გერ)-ვიქტორ ტროიცკი (სერ, 16) 4:6, 7:5, 6:4; მარსელ გრანოლერსი (ესპ)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს) 7:5, 6:2; ჟილ სიმონი (საფ)-ივან ლუბიჩიჩი (ხორ) 7:5, 7:6(8); ტომაშ ბელუჩი (ბრა)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 6:4, 6:2; ფელისიანო ლოპესი (ესპ)-მილოშ რაონიჩი (კან) 4:6, 7:6(2), 6:4; კევინ ანდერსონი (ს. აფრ)-ოლივიე როხუსი (ბელ) 6:2, 6:4.

II წრე

დავიდ ფერერი (ესპ, 6)-ადრიან მანარინო (საფ) 7:5, 0:6, 6:0; ხუან მონაკო (არგ)-გაელ მონფილსი (საფ, 9) 6:2, 3:0 მონფილსის უარი; გილერმო გარსია-ლოპესი (ესპ)-ტიემო დე ბაკერი (ჰოლ) 6:2, 6:3; სერგეი სტახოვსკი (უკრ)-ჯონ ისნერი (აშშ) 7:5, 4:6, 7:6(3); ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ)-პეპე რიბა (ესპ) 6:4, 6:2.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"