იტალიური ჩოგბურთის ლიდერი მიიჩნევს, რომ ქალი სპორტსმენებისთვის თამაშის წინ სექსი აუცილებელია
მატჩის წინ სექსი ძალიან სასარგებლოა. სწორედ ასე ფიქრობს იტალიური ჩოგბურთის ლიდერი ფრანჩესკა სკიავონე.

"ქალებისთვის სექსი მატჩის წინ აუცილებელია. ეს ფანტასტიკაა. სექსი ამაღლებს ჰორმონალურ დონეს, რაც ხელს უწყობს წარმატებულ თამაშს", - ამბობს ჩოგბურთელი. ბოლო წლებში იტალიელმა შესამჩნევად გააუმჯობესა შედეგები, შარშან კი "დიდი სლემის" ტურნირი - საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო. თუმცა ფრანჩესკა არ აზუსტებს, რამდენად არის დამოკიდებული ეს ტრიუმფი მატჩების წინ სტაბილურ სექსზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მოჰამედ ალი ბრძოლების წინ ექვსი კვირის განმავლობაში თავს იკავებდა სექსისგან. როგორც იტყვიან, შედეგი სახეზეა: ალი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივეა. თუმცა ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მიურეი ამ საკითხში სკიავონეს უცხადებს სოლიდარობას.

"ვიცი, რომ პროფესიულ კრივში ბრძოლის წინ სექსი კატეგორიულად აკრძალულია. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ჩოგბურთელების გადატვირთული კალენდარი. ის განსხვავდება მოკრივეთა გრაფიკისგან, რომლებსაც წელიწადში სამი ბრძოლის ჩატარება უწევთ. მოკლედ, მე არ განვეკუთვნები იმ სპორტსმენთა კატეგორიას, ვინც ტურნირების წინ თავს იკავებს სექსისგან", - განაცხადა ბრიტანელმა.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე