იტალიელი ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ "ფერარის" პილოტ ფელიპე მასას 2011 წლის ბოლოს კარისკენ მიუთითებენ
"ფერარის" ორივე პილოტის კონტრაქტი მინიმუმ მომავალი წლის ბოლომდე არის გათვლილი, მაგრამ იტალიელი ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ მარანელოში უკვე დაიწყეს მუშაობა იმ ვარიანტზე, რომლის მიხედვითაც ფელიპე მასას 2011 წლის ბოლოს კარისკენ მიუთითებენ.

ბრაზილიელის ადგილზე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად "მერსედესის" პილოტ ნიკო როსბერგს ასახელებენ.

მასამ, რომელიც "ფერარიში" კარგად გამოიყურებოდა მიხაელ შუმახერისა და კიმი რაიკონენის მხარდამხარ, შარშან აშკარად ვერ შეძლო ფერნანდო ალონსოსთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა. ამ სეზონშიც საქმეები მაინც და მაინც კარგად არ მიდის. მართალია, ბოლო ორ რბოლაში მან პარტნიორზე მაღალი პოზიცია დაიკავა, მაგრამ საერთო ჩათვლაში მაინც აგებს ალონსოსთან, კვალიფიკაციაში ვერც ერთხელ ვერ აჯობა ესპანელს.

გასაკვირი არ არის, რომ ასეთი სიტუაციით გუნდში უკმაყოფილონი არიან. რა თქმა უნდა, ბოლო წლებში მარანელოში ისწავლეს ლიდერზე ნაყოფიერი მუშაობა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში, როცა გუნდს აღარ ჰყავს საუკეთესო მანქანა, ორი ერთნაირად სწრაფი პილოტისგან უფრო მეტი სარგებლობა იქნებოდა. თავდაპირველად მასას შემცვლელად რობერტ კუბიცას ასახელებდნენ, მაგრამ დღემდე არ არის ცნობილი, შეძლებს თუ არა საშინელი ავარიის შემდეგ პოლონელი კარიერის გაგრძელებას.

ამიტომაც წარმოიშვა როსბერგის მიმართ ინტერესი - ამის შესახებ Autosprint-ის ჟურნალისტები წერენ. თუმცა ამ მომენტისთვის გერმანელს კონტრაქტი აკავშირებს "მერსედესთან", რომელიც 2012 წლის ბოლომდეა ძალაში და ნაკლებად სავარაუდოა გერმანულმა საჯინიბომ გაუშვას ნიჭიერი პილოტი, რომელიც აგერ უკვე წელიწადნახევარია თვით მიხაელ შუმახერზე უკეთეს შედეგებს აჩვენებს.

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა