ანი რეხვიაშვილის ფოტო

12 იანვარს თბილისის "ლოკომოტივმა" კონტინენტის ფარის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში იტალიურ "ფიამე ოროს" უმასპინძლა და ანგარიშით 47:10 დაამარცხა.

"ავჭალის" სტადიონზე ანგარიში მე-11 წუთზე ბექა წიკლაურმა ჯარიმით გახსნა - 3:0. 3 წუთში კი გაგა არაბულმა დაალელოვა, ხოლო წიკლაურმა გარდასა და იტალიელბთან სხვაობა 10-მდე გავზარდეთ.

შეხვედრის მე-18 წუთზე გიორგი შკინინმა მოახერხა ლელოს დადება და ანგარიში 15:0 გახდა.

ტაიმის მიწურულს კი ჯოვანი დ'ონოფრიომ შეძლო თავის გამოჩენა და ლელო დადო, ანგარიში კი 5:15 გახდა.

მეორე ტაიმის დასაწყიში წიკლაურმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და სხვაობა გაზარდა, შემდეგ კი კიდევ ერთი ჯარიმა მიაყოლა - 21:5. წიკლაური ამაზე არ გაჩერდა და 56-ე წუთზე ლელოს დადებაც მოახერხა. 3 წუთში "ლოკომოტივის" კიდევ ერთი ლელო ზურაბ ძნელაძემ დადო, წიკლაურმა კი გარდასა.

რამდენიმე წუთში "ლოკომოტივის" უპირატესობა უფრო საგრძნობი გახდა - 63-ე წუთზე ზვიად მაისურაძემ დაალელოვა, წიკლაურმა გარდასა და ანგარიში 40:5 გახდა.

66და 67-ე წუთზე წიკალურმა კვლავ ლელო დადო და გარდასა, ანგარიში გამანდგურებელი გახდა - 47:5. იტალიელებმა მეორე ლელოს დადება მხოლოდ 72-ე წუთზე შეძლეს, თავი მატეო კორნელიმ გამოიჩინა 47:10.

ამ მოგების შემდეგ "ლოკომოტივი" ჯგუფში დროებით პირველ ადგილზე გადავიდა, თუმცა "კალვიზანო" კიდევ ერთი მატჩი დარჩა - 19 იანვარს ისინი "ფიამე ოროს" ხვდებიან, რომელიც ამ შემთხვევაში უმოტივაციოა, ხოლო "ლოკომოტივის" ჯგუფიდან გასვლის ბედი ამ მატჩზე იქნება დამოკიდებული, კონკრეტულად კი "კალვიზანო" უნდა დამარცხდეს.

მამუკა
მერედა აფიორა როგორ გააკეთონ? წარმატებული კლუბის შემთხვევაში სხვა მიდგომა, მენეჯმენტი და ცოდნა ჭირდება საქმეს, ესენი კი რანაირადაც აკეთებენ ფულს და რა საქმეებს ატრიალებენ ხომ ყველამ იცის და კიდევ ის რომ კლუბში ჩადებული თანხა მეორე დღეს არ მოიტანს მოგებას და გრძელვადიანი პერსპექტივისა არას უწყიან ან ცოდნა არააქვთ სამაგისო!

ერთ დღეში რომ უნდათ მილიონი რა ქნან? გუნდის ჩამოყალიბებას ფულის ხარჯვა უნდა, დრო უნდა და შედეგიც მერე მოვა, მაგრამ ვინმე მოითმენს მაგდენს ?
rustavi
დადეთ ვიდეო.ამაზე უკეთესი რა უნდა დადოთ.ეგაა ჩვენი ტელევიზია და გაზეთები
აბგდ
ისე რა უცნაური ხალხი ვართ ქართველები...არიან ბიზნესმენები და არცერთს არ უყვარს სპორტი და არცერთს არ აქვს იმხელა ტვინი რომ ეს სფერი მომგებიან ბიზნესად აქციოს...კარგი მეპატრონის ხელდი ეს გუნდი ბევრს მიაღწევდა ...რამდენი ნაკრების მოთამაშეა რომლებიც ტოპ ლიგებში თამაშობენ და ძირითადში ვერ ხვდებიან მაგათვის ხომ იდეალური იქნებოდა ასეთ ქართულ კლუბში თამაში...ძალიან ბევრს მიაღწევდა ლოკო მაგ შემადგენლობით
არეკნი გამოგრჩა ძმაო
კაცმა უიშვიათესი რამე გააკეთა, 60 მეტრიანი არეკნი გაიტანა და ერთი სიტყვით მაინც როგორ არ უნდა ახსენო სტატიაში, არ მესმის.
Zuras
იმიტომ, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში ითვლება ორი გუნდის ურთიერთშეხვედრის შედეგები. ფაქტიურად მსაჯის მიერ არ ჩათვლილმა ლოკოს 100%-იანმა ლელომ გადაწყვიტა ტურნირის ბედი.

ეს ფიამე ორო არაა კალვიზანოს მომგები როგორც ჩანს. არადა ერთადერთმა ლელომ შეიძლება გაგვიფუჭოს საქმე. კარგია, რომ გამოცდილება შევიძინეთ და ასეთ გუნდებს უკვე თავისუფლად ვამარცხებთ
სოსო
კალვეზანოს ლოკომოტივთან ურთიერთ შეხვედრებში უპირატესობა აქვს და თანაბარი ქულების შემთხვევაში,ლოკოზე წინ დადგება.თანაც იტალიაში კალვეზანომ 7 ქულით წააგო და პრემიალური ქულაც მიიღო.საბოლოო ჯამში ლოკომოტივი ამ წუთში 4 ქულით უსწრებს კალვეზანოს და თუ ისინი ნებისმიერი ანგარიშით დაამარცხებენ ფიამე ოროს,ჩვენზე წინ გადავლენ.აი ეს ედეგი გამოიღო კალვეზანოში ბოლო წუთზე გაშვებულმა ლელომ.იქ რომ ბოლოს ბურთი დაგვეჭირა თამაშის ბოლომდე,ახლა ჯგუფში უკვე გამარჯვებულები ვიქნებოდით,ან თბილისში ჩვენგან დადებული ნაღდი ლელო რომ ჩაეთვალა მსაჯს,მაინც გამარჯვებულები ვიქნებოდით,ახლა კი მხოლოდ მაშინ გავალთ ჯგუფიდან,თუ ფიამე ორო არ წააგებს კალვეზანოსთან თამაშს. რაც შეეხება ამ თამაშს,ლოკომ საკმაოდ კარგად ითამაშა და თავისი გასაკეთებელი გააკეთა.იმედი ვიქონიოთ,რომ ფიამე ორო გამარჯვების გარეშე ტურნირის დამთავრებას არ ისურვებს და ყველაფერს გაიღებს კალვეზანოს დასამარცხებლად.გულშემატკივრებს საყვედურს შევკადრებ, სტადიონის არ შევსებისათვის.სტადიონი რომ სავსე ყოფილიყო,ანგარიში გაცილებით დიდი იქნებოდა.დარწმუნებული ვარ.
Zura
Me ver gavige, ratomaa sachiro am fiamo oros gamarjveba auccilebeli. Tu calvisanom mougo 20 qulit da bonusi ver augo, chven burtebis shefardebit vjobnit am ukanasknels da qulebi ertnairi gvaqvs. Urtiertshezvedrebshi xom ertnairi sxvaoba gvaqvs? Ragato gafis mashin calvizano, tu premiit ver moigo? Th rame meshleba, amixsenit
გიორგი
მაგრად ითამაშეს, კარგი იყო ყველა, განსაკუთრებით ბექა წიკლაური! ნეტა გაგვიმართლოს და გავიდწთ შემდეგ ეტაპზე...
კუ
დამაჯერებელი გამარჯვება იყო
თემო
ბრავო ბიჭებო, ქება და ქება თქვენ, არაუშავს თუ ვერ გავლენ, ჩვენი რაგბი ვითარდება და ამას ყველა ამჩნევს, ცოტა ხმის წინ ამ გამოცდილებას ვერც ვიოცნებებდით, შემდეგში უფრო წინ წავალთ...!
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
7-ქალა მოლდოვიდან ბრინჯაოთი ბრუნდება
ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
"დინამო თბილისის" 17 წლის ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადარ "პარიზში" გადავიდა
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
[VIDEO] ჰოლანის გოლით ნორვეგიამ კოტ-დ'ივუარს სძლია და 1/8-ფინალში ბრაზილიას შეხვდება
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
დიდი 10: "ლოკომოტივმა" "არმაზს" ბონუს ქულით მოუგო
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივმა" "კალვიზანო" დაამარცხა და იტალიიდან 2 მოგებით ბრუნდება
დიდი 10: 2018 წლის ზაფხულის ტრანსფერები
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივის" ორი ცვლილება "კალვიზანოსთან"
დიდი 10: "ლოკომოტივის" ზედიზედ მე-10 გამარჯვება
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივი" იტალიაში მიდის
კონტინენტის ფარი: "ბათუმი" "ტომოშოარა - სარასენსთან" დამარცხდა
ქართველი მსაჯები იტალიურ დერბის განსჯიან
დიდი 10: "ბათუმმა" თბილისის "ლოკომოტივს" 5 უპასუხო ლელო გაუტანა
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივის" შემადგენლობა "ფიამე ოროსთან"