13 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ზამთრის თასი 2019-ის ლეგენდების გათამაშება ჯგუფური ეტაპის მატჩებით გაიხსნა. საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა გუნდი 'ა' ჯგუფში, ფიფას ლეგენდებისა და თურქეთის გუნდებთან ერთად ასპარეზობდა. ჩვენმა გუნდმა ქვეჯგუფში გამართული ორივე შეხვედრა დამაჯერებელი ანგარიშით მოიგო და ნახევარფინალში თამაშის უფლება პირველი ადგილით მოიპოვა.

ტურნირის პირველ შეხვედრაში საქართველო თურქეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 5:3 დაამარცხა მეტოქე. ჩვენი გუნდიდან დუბლი კახი კალაძემ და ზურაბ ხიზანიშვილმა შეასრულეს, ერთი ბურთი კი, ალექსანდრე იაშვილის ანგარიშზეა.

საქართველო 5:3 თურქეთი

გოლები: 1:0 იაშვილი (2), 1:1 კაბზე (3), 1:2 კაბზე (4), 2:2 კალაძე (6), 3:2 ხიზანიშვილი (14), 4:2 ხიზანიშვილი (22), 5:2 კალაძე (23), 5:3 თურანი (24)

მეორე მატჩში ქართველი ვეტერანების მეტოქე ფიფას ლეგენდების გუნდი იყო. გულშემატკივარმა საინტერესო და უხვგოლიანი შეხვედრა იხილა და საქართველომ მეტოქემ დიდი ანაგრიშით - 11:6 დაამარცხა. ქართველთა მხრიდან ხუთ-ხუთჯერ მეტოქის კარი კახი კალაძემ და ალექსანდრე იაშვილმა აიღეს, კიდევ ერთი გოლი კი, გივი კვარაცხელიას ანგარიშზეა. საბოლოოდ საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა გუნდმა ორ შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა, 6 ქულა დააგროვა და ჯგუფის ერთპიროვნული გამარჯვებული გახდა.

საქართველო 11:6 ფიფას ლეგენდები

გოლები: 1:0 იაშვილი (3), 1:1 ოლიჩი (3) 2:1 კალაძე (4), 3:1 კალაძე (7), 3:2 მატერაცი (7), 4:2 კვარაცხელია (8), 4:3 ბერგერი (9), 5:3 კალაძე (11), 6:3 კალაძე (15), 7:3 იაშვილი (16), 8:3 იაშვილი (17), 9:3 კალაძე (20), 9:4 ნუნუ გომეში (21), 9:5 ვებო (22), 10:5 იაშვილი (23), 11:5 იაშვილი (24), 11:6 ბერგერი (24)

საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად 'ა' ჯგუფიდან ნახევარფინალში თურქეთის ვეტერან ფეხბურთელთა გუნდი ითამაშებს. ჩვენს ნაკრებთან მარცხის შემდეგ თურქები ფიფას ლეგენდების გუნდს დაუპირისპირდნენ და 3:2 დაამარცხეს მეტოქე.

ფიფას ლეგენდები 2:3 თურქეთი

გოლები: 1:0 ოლიჩი (2), 1:1 თურქეთი (15), 1:2 კაბზე (22), 2:2 ვებო (23), 2:3 ჰასპოლატლი (24)

'ბ' ჯგუფში პირველი ადგილი უკრაინის, ესპანეთისა და უეფას გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი უკრაინელებმა დააფიქსირეს. მათ ორივე შეხვედრა დიდი ანგარიშით მოიგეს, 6 ქულა დააგროვეს და ჯგუფური ეტაპი გოლის გაუშვებლად დაასრულეს. ერთი გამარჯვებითა და ერთი მარცხით, მეორე ადგილი ესპანელებმა დაიკავეს და უკრაინასთან ერთად ნახევარფინალში იასპარეზებენ.

ესპანეთი 0:5 უკრაინა

გოლები: 0:1 ციხმეისტრუკი (5), 0:2 დონეცი (8), 0:3 ნაგორნიაკი (16), 0:4 ნაგორნიაკი (16), 0:5 ნაგორნიაკი (24)

უკრაინა 6:0 უეფა

გოლები: 1:0 ნაზარენკო (1), 2:0 ნაზარენკო (8), 3:0 ნაგორნიაკი (9), 4:0 ციხმეისტრუკი (17), 5:0 ნაზარენკო (17), 6:0 ვორობეი (22)

უეფა 0:2 ესპანეთი

გოლები: 0:1 კატანია (16), 0:2 ხუან რომერო (23)

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

gio
საქართველოს ნაკრები კი არა, ბიძოს ბიჭები! ერთობა ოცნება!!!!
Nnn
ვაა კალაძე გოლიადორი გამხდარა.დდ ისე ადრეც მოეშინჯათ მაგ ამპლუაში და ვინ იცის რა ბომბარდირი დავკარგეთ და ვინძლო ის ავადსახსენებელი ორი გოლი ლომაიასთვის კი არა ბუფონისთვის გაეტანა.დ
ვალიკო რევაზოვიჩი
კალაძე მოედანს დაუბრუნდა. დიახ, დიახ..მართლაც ასეა!ფოტოზე იხილეთ მერი კალაძე.
ჯჰგ
აფსუს..კალაძემ თავის კარში დუბლი ვერ შეასრულა..
ვახო
თავის დროზე გეთამაშათ ასე რო დადიოდით სტადიონზე
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა