ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რუსები ისევ გვედავებიან

რუსები ისევ გვედავებიან

თბილისში სტუმრად იმყოფება ლატვიის სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი, სამბოს საერთაშორისო ფედერაციის კომისარი ანდრეი ბირიუკოვი, რომელიც ამ ფედერაციის ეგიდით გამართული ყველა დონის საერთაშორისო ტურნირის მუდმივი დირექტორია...

თბილისში სტუმრად იმყოფება ლატვიის სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი, სამბოს საერთაშორისო ფედერაციის კომისარი ანდრეი ბირიუკოვი, რომელიც ამ ფედერაციის ეგიდით გამართული ყველა დონის საერთაშორისო ტურნირის მუდმივი დირექტორია. იგი თბილისშიც კონკრეტული მიზნით ჩამოვიდა - ადგილზე გაეცნო 7-11 ოქტომბერს გასამართი ჭაბუკებისა და ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობისთვის მზადებას, დაათვალიერა ამ შეჯიბრების მასპინძლად შეგულებული გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლე, შეხვდა და საორგანიზაციო საკითხებზე ესაუბრა ორგანიზატორებს. სპორტის სასახლეში მასთან ერთად მივიდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, მისი მოადგილე დავით ნამგალაური, სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე გია გალდავა, საქართველოს სამბისტთა ეროვნული ნაკრების თავკაცი ოლეგ იაძე, რომლის მხრებზეც გადადის საორგანიზაციო საკითხების მთელი სიმძიმე... სტუმარ-მასპინძლებმა ერთად დაათვალიერეს არენა, სადაც იმ წუთებში კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადებოდა. ბირიუკოვმა განმარტა ის ძირითადი პრიორიტეტები, რასაც შეჯიბრების ჩატარებისას ორგანიზატორებმა ყურადღება უნდა მიაქციონ - არენა, სტუმართა მიღება-განთავსება, ტრანსპორტირება. თან ეს ყველაფერი სრული ოთხი დღის განმავლობაში - ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით, 11 ოქტომბერი, ანუ ორშაბათი კი გუნდების გამგზავრების დღეა. ბირიუკოვი სარეკლამო კამპანიითაც დაინტერესდა - იქნება თუ არა ბილბორდები და აფიშები ქალაქში, ექნება თუ არა მედია-საშუალებების საინფორმაციო მხარდაჭერა ტურნირს... მასპინძლებმა სტუმარს განუმარტეს, რომ შექმნილია საორგანიზაციო კომიტეტი, რომელმაც უკვე დაიწყო ზრუნვა ამ საკითხების მოსაგვარებლად და არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. კაცმა რომ თქვას, ეს მართლაც არაა ძნელად მოსაგვარებელი საკითხები. მით უფრო, ბოლო წლებში საქართველომ ამ მხრივ გარკვეული გამოცდილება უკვე დააგროვა. ბირიუკოვმა არც სტუმრისთვის დამახასიათებელი ჟესტი დაივიწყა და მოგვიანებით დითირამბები უძღვნა ჩვენს ნაკრებებს, დიდი შანსი გაქვთ, გუნდური პირველობა მოიგოთ და სოლიდური წარმატებით გამოხვიდეთო. მან ისიც აღნიშნა, საქართველო ჭიდაობის ქვეყანაა და ამ ტურნირის ჩასატარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც ასეთი საჭიდაო ტრადიციების, ასეთი მოჭიდავეების ქვეყანას ეკადრებაო.

გვჯერა, საქართველო მართლაც ყველაფერს გააკეთებს საამისოდ. მით უფრო, ჩემპიონატის მასპინძლობაში აქტიურადაა ჩართული სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელმაც ყველანაირი ფინანსური დახმარება აღუთქვა საქართველოს სამბოს ფედერაციას, მაგრამ არაა გამორიცხული, ამ შეჯიბრების მასპინძლობა მაინც ჩამოგვერთვას და ჩვენ ნაცვლად რუსეთში ჩატარდეს. მსოფლიოს პირველობის ყოფნა-არყოფნა ამ საღამოს გაირკვევა მოსკოვში, საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე.

ამ ტურნირის მასპინძლობა პოლიტიკურ ჭიდაობაში გადაიზარდა. დღეს და ხვალ მოსკოვი `რუსეთის პრეზიდენტის თასს~ მასპინძლობს, რომელშიც ევროპის მოწინავე რვა გუნდია მიწვეული, მათ შორის, საქართველოც, მაგრამ ჩვენმა სამბისტებმა ხელისუფლებისგან მიიღო მითითება, რომ ტურნირზე არ წავიდნენ. საპასუხოდ რუსული მხარე ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დაგვემუქრა, თუ არ ჩამოხვალთ, მაშინ მსოფლიოს პირველობის მასპინძლობის უფლებას წაგართმევთო. კერძო საუბრებში რუს კოლეგებს ჩვენებისთვის არ დაუმალავთ, რომ ასეთი დავალება მათაც რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებისგან მიიღეს. ასეა თუ ისე, რუსული მხარე ახლა დანაქადნის ასრულებას ლამობს - დღეს საღამოს პრეზიდიუმი ამ საკითხის განსახილველად იკრიბება. მას საქართველოდან იაძე დაესწრება, რომელიც წუხელ გაემგზავრა ერევანში, იქიდან კი დღეს, დილის 7 საათზე გადაფრინდებოდა მოსკოვში. იაძის წასვლის მიზანი პრეზიდიუმის წევრებთან მოლაპარაკებაა, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ საქართველოსთვის ამ შეჯიბრების ჩამორთმევის გადაწყვეტილებას. გუშინ ის საკმაოდ იმედიანად იყო, რადგან სამბოს სამყაროში სიტყვაც ეთქმის და პრეზიდიუმშიც ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ ბრძოლა რომ ძალზე ძნელი იქნება, ესეც კარგად ესმის. როგორი საქმეა - სამბოს ევროპულსა და მსოფლიოს ფედერაციებს რუსები ხელმძღვანელობენ, ორივე ფედერაციაში მაღალ თანამდებობებზეც ბლომად რუსია და პრეზიდიუმშიც. ცხადია, მათ სხვებზე ზემოქმედების ბევრი ბერკეტი გააჩნიათ, რასაც აუცილებლად გამოიყენებენ. სამბოში ყველაფერს ისინი განაგებენ და აკი კიდეც ჭრიან და კერავენ თავის ჭკუაზე, რასაც მათი ახლანდელი მცდელობაც ადასტურებს. ერთი მხრივ, პოლიტიკა მართლაც არ უნდა ავურიოთ სპორტში, მაგრამ ვერც ის ჟღერს კარგად, საქართველოს ნაკრები მისთვის ომის გამჩაღებელ, ტერიტორიების წამრთმევ სახელმწიფოში ჩავიდეს და მტრული ქვეყნის პრეზიდენტის თასისთვის იბრძოლოს. ანდა, ვთქვათ და, მოიგო, ის თასი როგორ უნდა ჩაიბაროს და ჩამოიტანოს საქართველოში! თუმცა სრულიად უპრეცედენტოა რუსთა სურვილიც - ტურნირის მასპინძლობა ვიღაცას წაართვას მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქვეყანა რაღაც შეჯიბრებაში არ გამოვიდა! იქნებ თქვათ, რომ ამას საერთაშორისო ფედერაცია აკეთებს და რუსები რა შუაში არიანო, მაგრამ, ალბათ, ყველა კარგად ხვდება, ვისი მიზეზით ხდება ეს. ახლანდელი მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს სამბოში რუსთა ბოგინს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს

ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

"ოქროს ბურთი 2026". "რატომ კვარაცხელია და არა რომელიმე ფრანგი" - ჟურნალისტმა პლატინი გააკრიტიკა

კვერნაძე არ ათამაშეს - "ფროზინონე" თასიდან გამოვარდა

"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა

დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს

გულიაშვილის "რასინგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა

საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "სიტიმ" ილიმან ნდიაიეც დაიმატა

"ის ვარსკვლავი არ არის, უბრალოდ, კარგი მოთამაშეა" - რიოლო ხვიჩას კრიტიკის შემდეგ, პსჟ-ის ახალწვეულზე გადაერთო

პსჟ-მა ევრო 2016-ის ჩემპიონს კონტრაქტი გაუწყვიტა

დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა

1 სეზონით სერია A-ში - ვოლტემადე "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა

ოპერაცია გულის არითმიის გამო - "ნაპოლის" სკოტ მაკტომინი გამოაკლდა

ახალი კონტრაქტი ხვიჩას - კვარაცხელია პსჟ-ში დიდი ხნით დარჩენას გადაწყვეტს?

ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა

ფერნანდესი "ჩელსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა

"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა

ოფიციალურად - "ლივერპულმა" მეკარე შეიძინა

"შთამბეჭდავი იყო "ემპოლიში", ფიზიკური და ტექნიკური მონაცემებით გამორჩეულია" - "მონცამ" გოგლიჩიძე დაიმატა და შეაქო

This Is Anfield-ი მამარდაშვილის შესახებ უტყუარ ინფორმაციას ავრცელებს

"Open" - წიგნი, რომელშიც ლუკა მოდრიჩმა საკუთარი თავი იპოვა