ჩემპიონთა ლიგა. ნახევარფინალი. საპასუხო მატჩი. "მანჩესტერი"-"შალკე" 4:1
ლონდონში პირველად ჩემპიონთა თასი ჩავიდა, ეს 20 აპრილს მოხდა საზეიმო ვითარებაში. ახლა თასი "უემბლიზეა" და მომავალ პატრონს ელის.

ვინ გადაიბარებს ჟოზე მოურინიოს "ინტერისგან" ესტაფეტას ჯერ უცნობია, თუმცა პრეტენდენტთა რიცხვი ოფიციალურად ორამდე დავიდა, სამშაბათს "ნისლიანი ალბიონის" საგზური "ბარსელონამ" გაინაღდა, წუხელ კი - "მანჩესტერ იუნაიტედმა". მაშ ასე, 28 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალია, "უემბლიზე" ყველა ბილეთი, გარდა იმისა, რომელთაც ფინალისტთა ფანებს გამოუყოფენ, უკვე გაყიდულია.

"ოლდ ტრეფორდზე" კი ნახევარი საათი ახალი გასული იყო, როცა მეორე შემადგენლობით მოთამაშე ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერი" ორი მატჩის ჯამში უკვე 4:0-ს იგებდა.

ბუნებრივია, შეხვედრას სპორტული ინტერესი უკვე დაკარგული ჰქონდა, თუმცა "მანჩესტერი" ამაზე არ გაჩერებულა. ანგარიში 26-ე წუთზე ვალენსიამ გახსნა ბრწყინვალე გარღვევით, შემდეგ მისი პასით გიბსონმა გაიტანა.

35-ე წუთზე "შალკეს" ესპანელმა ლეგიონერმა ხურადომ ერთი გაქვითა. მეორე ტაიმში კი დუბლი ბრაზილიელმა ანდერსონმა შეასრულა - 4:1, ორი მატჩის ჯამში კი 6:1 "წითელი ეშმაკების" სასარგებლოდ.

მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)-შალკე (გერმანია) 4:1 (2:0)

მანჩესტერი (4-3-3): ვან დერ სარი - რაფაელი (60. ევრა), სმოლინგი, ევანსი, ოში - გიბსონი, სქოულზი (73. ფლეტჩერი), ანდერსონი - ვალენსია, ბერბატოვი (77. ოუენი), ნანი.

შალკე (4-2-3-1): ნოიერი - უჩიდა, მეტცელდერი, ჰიოვედესი (70. ჰუნტელაარი), ესკუდერო - პაპადოპულოსი, ხურადო - ფარფანი (75. მატიპი), ბაუმიოჰანი (46.ედუ), დრაქსლერი - რაული.

გოლები: 1:0 ვალენსია (26), 2:0 გიბსონი (31), 2:1 ხურადო (35), 3:1 ანდერსონი (72), 4:1 ანდერსონი (76)

მაყურებელი: 74 678

არბიტრი: პროენშა (პორტუგალია)

სტატისტიკა

მატჩი დაიწყო: მანჩესტერი

პირველი კუთხური: მანჩესტერი

პირველი ჯარიმა: შალკე

პირველი გაფრთხილება: მანჩესტერი

10 (8) დარტყმა 14 (4)

13 ჯარიმა 15

13 კუთხური 10

3 გაფრთხილება 1

45% ბურთის ფლობა 55%

gioshuka
იასნიააააააააა!!! მაგარია მანჩესტერი
manchester
გილოცავთ მანჩესტერის ფანებო ცოტაც და მალე ორ ჩემპიონობას ვიზეიმებთ!!!!!!!!!!!!!
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა