საქართველოს თასის ნახევერფანილის საპასუხო მატჩში ქვედალიგელმა "გაგრამ" "ვიტ ჯორჯიას" 4:2 სძლია
პირველ ნახევარფინალურ მატჩში "გაგრამ" "ვიტ ჯორჯიას" სამი უპასუხო ბურთი გაუტანა და ვეტერინარებს ფინალში მხოლოდ სასწაული თუ გაიყვანდა. ასეთი სასწაული "ვიტ ჯორჯიამ" წინა სეზონში მოახდინა, როცა მეოთხედფინალში "ზესტაფონთან" 0:3 "ამოქაჩა" და შემდეგ თასსაც დაეუფლა.

შარშან ვიტელებს დღევანდელზე გაცილებით ძლიერი შემადგენლობა ჰყავდათ, გაახალგაზრდავებული გუნდი კი გმირობამდე ახლოსაც არ ყოფილა. პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრებმა ანგარიში გახსნეს და ყველა შეკითხვას პასუხი იქვე გაეცა, შეხვედრის მეორე ნახევარში კი ფსიქოლოგიური წნეხისგან გათავისუფლებულმა მეტოქეებმა მაყურებელს პატივი დასდეს და მცირერიცხოვან პუბლიკას საკმაოდ კარგი სანახაობა შესთავაზეს. მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია დაესწრო.

ანგარიშის გახსნამდე მოედანზე დაძაბულობა იგრძნობოდა, ფეხბურთელები თავდაუზოგავად იბრძოდნენ და განსაკუთრებული ყურადღებით დაცვაში თამაშობდნენ. 40 წუთი სახიფათო მომენტებით დახუნძლული არ ყოფილა, თუმცა მასპინძლებმა დაწინაურების რეალური შანსი გაუშვეს ხელიდან - დავით მაისაშვილის თავური ხარიხას მოხვდა. პასუხად "გაგრას" კაპიტანმა გიორგი ტყეშელაშვილმა შორეული ჯარიმა მიზანს ოდნავ ააცილა.

41-ე წუთზე ვიტელთა დაცვას "ჩაეძინა" და თამაშგარეს ზღვარზე მყოფი შალვა კვანტალიანი მეკარესთან პირისპირ გავიდა. გიორგი ძაძამიამ სტუმართა შემტევი წესების უხეში დარღვევით შეაჩერა და ამ უკანასკნელს ბურთის კარში გაგზავნა რომ ვერ მოესწრო, ძაძამია გაძევებას ვერ გადაურჩებოდა - 0:1. კვანტალიანმა კი თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ანატოლი პისკოვეცის ფეხბურთელთა ზეიმმა მცირე ხანს გასტანა. ბესიკ ჩიმაკაძემ ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით წონასწორობა აღადგინა და თავისიანებს უმცირესი იმედი დაუბრუნა.

მეორე ტაიმი კი ლაღი და უხვგოლიანი გამოდგა. პირველი მატჩის გმირი ოვონიკოკო შესვენებამდე დიდად არ დატვირთულა, სამაგიეროდ, მეორე ნახევარში გაილაღა და წინა შეხვედრის მსგავსად, საპასუხოშიც დუბლი შეასრულა. საქართველოს მოქალაქეობის მომლოდინე ნიგერიელის გოლები ერთმანეთს ძალიან ჰგავდა. იგი ორივეჯერ მეკარესთან პირისპირ გავიდა და ორივეჯერ მახვილი კუთხიდან გაიტანა, ოღონდ ეგ იყო, მეორე გოლისას ხელს უფრო მეტი ფეხბურთელი უშლიდა.

ოვონიკოკოს მხარი ჩიმაკაძემ აუბა და მოედანი მანაც დუბლით დატოვა. მასპინძელთა ცენტრფორვარდს გოლი ეფექტური გამოუვიდა - ბურთი მიიღო თუ არა, სიტუაცია უმალ შეაფასა და "გაგრას" კარის ცხრიანი დალაშქრა.

თამაში ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, ანგარიშის შეცვლის შესაძლებლობა ორივე გუნდს ჰქონდა, თუმდა ბოლო სიტყვა ფინალისტებმა თქვეს - შეცვლაზე შესულმა დავით ციცხვაიამ ლამის აუტის ხაზიდან გაიტანა.

ასე დაწერა "გაგრამ" თავისი ისტორია საქართველოს თასზე და ფინალში გასულ პირველ ქვედალიგელად იქცა. ფინალში "ზესტაფონი" რომ გასულიყო, პისკოვეცის გუნდი ევროპის ლიგის საგზურს გუშინვე დაიბევებდა, ახლა კი ევოპაში გასვლის უფლებას მხოლოდ თასის მფლობელი მოიპოვებს.

4.05. თბილისი. "შატილი". 500 მაყურებელი

ვიტ ჯორჯია-გაგრა 2:4

0:1 კვანტალიანი (41), 1:1 ჩიმაკაძე (44), 1:2 ოვონიკოკო (57), 1:3 ოვონიკოკო (68), 2:3 ჩიმაკაძე (80), 2:4 ციცხვაია (90)

ვიტ ჯორჯია გაგრა

4-2-3-1 3-5-2

ძაძამია სეფიაშვილი

ხურცილავა ზ. ჩხეტიანი

ადამაძე ტყეშელაშვილი

მაისაშვილი კალანდაძე

ღანიაშვილი ხუციძე

კორიფაძე ნ. ჯიშკარიანი

გურამ გურეშიძე შარიქაძე

ვასაძე ნაკონეჩნი

ჯანელიძე კვანტალიანი

ზაქრაძე ორდინსკი

ჩიმაკაძე ოვონიკოკო

მთ. მწვრთნელი მთ. მწვრთნელი

ზ. ბერიძე ა. პისკოვეცი

ვიტ ჯორჯია

46. ზაქრაძე - როსტიაშვილი

60. ხურცილავა - გაბრიჭიძე

65. ვასაძე - გიორგი გურეშიძე

სათადარიგოები: ა. მიქაბერიძე, გოგიაშვილი, ჭანკვეტაძე, დვალაშვილი

გაგრა

43. კვანტალიანი - დ. გიგაური

66. ორდინსკი - კობერიძე

78. ოვონიკოკო - ციცხვაია

სათადარიგოები: ნადირაშვილი, გაბუნია, ქართველიშვილი, ჭკუასელი

გაფრთხილება: ჩიმაკაძე (25), ძაძამია (41), გიგაური (61)

არბიტრი: ლ. სილაგავა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია