ევროლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა "ბუდუჩნოსტის" ქართველ ცენტრ გოგა ბითაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

საიტის აზრით, იშვიათია მოთამაშე, რომელსაც ისეთი კარგი სტარტი ჰქონდა ევროლიგაში, როგორც 19 წლის გოგა ბითაძეს.

"რთულია, დაასახელო მოთამაშე, რომელსაც 19 წლის ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეზე კარგი სტარტი ჰქონდა ევროლიგაში. მან პარკეტზე შემოსვლიდან 18 წამში მოახერხა ევროლიგური კარიერის პირველი ქულების აღება, თან And one-ით! იმ მაჩვენებლით, რასაც ბითაძე საშუალოდ აგროვებს, მთელი სეზონის განმავლობაში ის ქულებითა და მოხსნებით ევროლიგაში მეხუთე იქნებოდა, ხოლო ბლოკებში პირველი." - აქებს ევროლიგის საიტი ქართველ მოთამაშეს.

- გასულ კვირაში, თქვენს პირველ ევროლიგურ მატჩში გამარჯვება მოიპოვეთ. როგორი შეგრძნებაა?

- ჩვენი გულშემატკივრის თვალწინ, სახლში თამაში შესანიშნავი გამოცდილებაა. მოუთმენლად ველოდებოდი, როდის ვითამაშებდი მათ წინაშე. ისინი დიდ ენერგიას გვაძლევენ. "დარუშაფაკა" ევროლიგაში ბოლო ადგილზეა, თუმცა მათ დიდებული მოთამაშეები ჰყავთ. ასეთ ატმოსფეროში თამაში შესანიშნავი იყო, მოგება კი - ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან თავდაჯერებულობისთვის ეს ძალიან გვჭირდებოდა.

- 19 წლის ახალგაზრდას რა მოლოდინები გქონდათ და რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ ევროლიგის მიმართ?

- ევროლიგას ბავშვობიდან ვუყურებ და ვიცოდი, რომ რთული ტურნირი იყო, თუმცა ამ ბიჭების წინააღმდეგ თამაშისას მივხვდი, რომ ისინი ძალიან ათლეტურები არიან და ადრიატიკის ლიგასთან შედარებით, ეს ფიზიკურად უფრო რთულად სათამაშო ლიგაა. აქ მეტი კონტაქტია და ეს მომწონს, რადგან უფრო თავისუფლად და სწრაფად თამაშია შესაძლებელი. ვამაყობ, რომ ევროლიგაში ვთამაშობ. ბოლო ორი წლის განმავლობაში მქონდა შანსი, რომ ოთხთა ფინალის შეხვედრები მენახა. გიჟური ატმოსფერო იყო. ჩემი ერთ-ერთი ოცნება, სწორედ ამ მატჩებში თამაშია.

- ევროლიგური კარიერა განსაკუთრებულად დაიწყეთ. ზოგიერთი ფანი გაოცებულია, ზოგიერთი კი ამას ისედაც მოელოდა. ლიგას მარტივად მოერგეთ. ამის შესახებ რას იტყვით?

- არ ვიცი, ვინ რას მოელოდა, მაგრამ დიდი ზეწოლის ქვეშ არ ვყოფილვარ. ამიტომ ჩემს თამაშს ვთამაშობ, ყველა მატჩში ვცდილობ, 100 პროცენტით დავიხარჯო და თამაშისგან სიამოვნება მივიღო. მინდა, რომ სარკეში ჩახედვისას, ჩემს თავს ვუთხრა, რომ ყველაფერი გავაკეთე. ასეთ სტარტს არ ველოდი. არ ვიტყვი, რომ შესანიშნავად ვითამაშე, მაგრამ ასე კარგად თამაშსაც არ ველოდი. ამით ბედნიერი ვარ.

- მიუნხენში, პირველ მატჩში, ქულების ასაღებად 18 წამი დაგჭირდა. საბოლოოდ კი 17 ქულით, 7 მოხსნით და 4 ბლოკით დაასრულე შეხვედრა. ასე როგორ ითამაშე?

- მოტივირებული ვიყავი, რომ პარკეტზე 100 პროცენტით დავხარჯულიყავი. ვფიქრობ, რომ ჩემი შრომა შედეგს იღებს. ჩემს ყოფილ კლუბ "მეგა ბიმაქსთან" ერთად ბევრს ვმუშაობდი და გასული ზაფხულის შემდეგ სისწრაფე და კუნთოვანი მასა დავიმატე. ჩემი თანაგუნდელების დახმარება რომ არა, არაფერი გამოვიდოდა.

- შუა სეზონში გუნდის ცვლილება არათუ ახალბედებისთვის, ვეტერანებისთვისაც კი რთულია. რა დაგეხმარა ყველაზე მეტად ადაპტაციის გავლაში?

- თანაგუნდელები. "ბუდუჩნოსტი" კარგი გუნდია, ადრიატიკის ლიგის მოქმედი ჩემპიონი, მაგრამ საქმე მარტივად არ იყო, განსაკუთრებით, პირველ დღეებში. ცვლილებები რთულია, მაგრამ მწვრთნელები და თანაგუნდელები დამეხმარნენ. გუნდის ცვლილება მარტივი არ არის, მაგრამ ეს ჩემი საქმეა და ვცდილობ, კალათბურთი ვითამაშო.

- კლუბში ნორის კოულთან ერთად მოხვედი, რომელმაც გასულ კვირაში გუნდს მოაგებინა. მისი დიდი გამოცდილება რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის და გუნდისთვის?

- ნორისი NBA-ს ორგზის ჩემპიონია, ამით ყველაფერია ნათქვამი. მას დიდებული გამოცდილება აქვს და შესანიშნავი თანაგუნდელი და პიროვნებაა. ჩემთვის კარგია ასეთ გამოცდილ კაცთან ერთად თამაში, მისგან უკვე ბევრი რამ ვისწავლე. ბევრს საუბრობს და ცდილობს, ყველას დაეხმაროს. უკვე გვაჩვენა, რა შეუძლია. ის დიდი პროფესიონალია.

- ქართველ კალათბურთელებს - თორნიკე შენგელიას, ვლადიმერ ბოისას, მანუჩარ მარკოიშვილს, გიორგი შერმადინს - ევროლიგაში საკუთარი სიტყვა აქვთ ნათქვამი. რას ნიშნავს შენთვის მათ ნაკვალევზე გავლა?

- შესანიშნავია. მე მათი თამაშების ყურებით გავიზარდე, ვცდილობდი, მათთვის მიმებაძა. დღეს ჩვენ მეგობრები და თანაგუნდელები ვართ საქართველოს ნაკრებში. როცა "ბუდუჩნოსტს" შევუერთდი, მათგან მხარდაჭერა მივიღე და ეს დიდებული იყო. ისინი ძალიან მიყვარს, ყოველთვის მეხმარებიან პარკეტზეც და მის გარეთაც. მათ ქართული კალათბურთისთვის ბევრი რამ გააკეთეს და მსოფლიოს გააცნეს. ევროლიგაშიც საკუთარი კვალი დატოვეს. თოკო უმაგრესია, შერმადინმა კი ევროლიგა ორჯერ მოიგო. მანუ (მარკოიშვილი) კი, ალბათ, ყველაზე კარგი ადამიანია, ვისთან ერთადაც მითამაშია. ვლადიმერ ბოისა ფედერაციაში მუშაობს და მასთან დარეკვა ნებისმიერ დროს შემიძლია. ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ოჯახია.

- სახლი 16 წლის ასაკში დატოვე, რათა შენი ოცნება კალათბურთის შესახებ სერბეთში აგესრულებინა. იმ გადმოსახედიდან სად ხარ დღეს?

- პირველ თვეებში გამიჭირდა. შორს ვიყავი ოჯახისა და მეგობრებისგან, შემდეგ კი სიტუაციაში გავერკვიე. საფიქრელად ბევრი დრო მქონდა და მივხვდი, რომ თუ რაიმე დიდის მიღწევა გსურს, მსხვერპლიც უნდა გაიღო. "მეგა ბიმაქსიც" ძალიან დამეხმარა. საქართველოდან მსუქანი ბავშვი ჩამოვედი, რომელმაც თამაში ნორმალურად არ იცოდა და მხოლოდ სამიანებს ისროდა, ისინი კი ყველაფერში დამეხმარნენ. ჩამოვედი, როგორც ბავშვი და წავედი, როგორც კაცი.

- შემდეგ ტურში "ბუდუჩნოსტი" მადრიდის "რეალს" მასპინძლობს. რა განწყობაა პოდგორიცაში, სადაც ჩემპიონი გესტუმრებათ?

- გიჟური თამაში იქნება. როგორც სხვა თამაშებში, კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. ვიცით, რომ "რეალი" უმაღლეს დონეზეა და ევროლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ პოდგორიცაში სხვა განწყობაა და ამ გიჟურ ატმოსფეროში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ცსკას, "ბარსელონას" და "ბასკონიას" დამარცხებით ჩემმა თანაგუნდელებმა ეს დაამტკიცეს. ეს ჩემთვისაც დიდი მატჩია. გასულ წელს ოთხთა ფინალს ბელგრადში, როგორც მაყურებელი დავესწარი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ წელს მათ წინააღმდეგ თამაშის შანსი მექნებოდა. მაქვს და მის გამოყენებას ვაპირებ.

- სეზონის დარჩენილ ნაწილში "ბუდუჩნოსტისგან" რას უნდა ველოდოთ?

- ყველას ვაჩვენეთ, რომ მიუხედავად პოზიციისა, კარგი გუნდი ვართ. ბევრი ახალი მოთამაშე გვყავს, ისევე, როგორც მთავარი მწვრთნელი და ერთმანეთისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ყველას წინააღმდეგ ვითამაშეთ, "მაკაბისა" და "ბაიერნის" დამარცხება შეგვეძლო, მაგრამ იღბალი დაგვაკლდა. უამრავი შეხვედრა დარჩა და დანებებას არ ვაპირებთ, რაც შეიძლება მეტი გუნდის დამარცხებას ვეცდებით.

შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
ქართული ლეგიონის უქმეები: პლეი-ოფის მოლოდინი და ევროპული ბატალიები
შერმადინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო | "ტენერიფე" მე-3 ადგილისთვის მატჩში დამარცხდა
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
[VIDEOS] NBA: სასწაული მატჩი ტორონტოში და "მეჯიქის" დაუჯერებელი მარცხი "დეტროიტთან"
[VIDEOS] ბითაძისა და მამუკელაშვილისთვის სეზონი დასრულდა - "ორლანდო" და "ტორონტო" გადამწყვეტ მატჩებში დამარცხდნენ
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
[VIDEO] ბითაძის "ორლანდოს" სენსაციური გამარჯვება პლეიოფის პირველ მატჩში
[VIDEO] ბითაძის 21 წუთი - "დეტროიტმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა