აზერბაიჯანული "გაბალას" ქართველმა ახალწვეულმა დავით ვოლკოვმა azerisport-ის კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, ქუთაისის "ტორპედოსთან" შეთანხმება ჰქონდა მიღწეული, თუმცა "გაბალას" ვარიანტმა ყველაფერი შეაცვლევინა.

- თქვენ ახლოს იყავით ქუთაისის "ტორპედოში" გადასვლასთან, მაგრამ "გაბალა" აირჩიეთ...

- დიახ, მათ შევუთანხმდი კიდეც, მაგრამ აზერბაიჯანიდან ზარმა მაიძულა, გეგმები შემეცვალა. "ტორპედოში" გამიგეს და წასვლის შესაძლებლობა მომცეს.

- გამოდის, "გაბალას" შემოთავაზება ფინანსურად უფრო სასარგებლო იყო, რადგან ეს ნაბიჯი გადადგით?

- ფინანსურ საკითხში სხვაობა იმდენად დიდი არ იყო, ამიტომ ჩემთვის ეს ფაქტორი გადამწყვეტი არ აღმოჩნდა.

- მაშინ რა იყო?

- "გაბალა" კარგი კლუბია. მინდა აქ იღბლიანი კარიერა მქონდეს. ეს ახალი გამოწვევაა და მინდა, თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო. მეუბნებოდნენ, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატი საქართველოს პირველობას ცოტა აღემატება.

- როცა "გაბალა" 4 წლის წინ ევროპა ლიგის კვალიფიკაციაში თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ თამაშობდა, თქვენ იმ გუნდის წევრი იყავით...

- მახსოვს ის მატჩები. სამწუხაროდ, ვერც ერთ მატჩში ვერ ვითამაშე. ორივე შეხვედრა სათადარიგოზე გავატარე. ამიტომ გაბალა ჩემთვის ახალი ქალაქი არაა (იღიმის).

- როგორ დაგხვდნენ "გაბალაში"?

- საკმაოდ თბილად. სანან გურბანოვმა ჩემში დადებითი ემოციები გააჩინა. აქ ყველაფერი მომწონს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელი დავით ვოლკოვმა თბილისის "საბურთალოში" გაატარა, სადაც 28 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

diego
სამცუხაროდ პული ცკვიტავს კველაპერს რისი გადახდა არ უნდატ ჩვენებს, მაგიტომაც გარბიან ეს ბიჩები აკედან და ვერც გაამტკუნებ ისე უჩირტ, სამცუხარო რეალობა.
Emre
რატო ამტყუნებთ კაცს? ისედაც 2-3 წელი მოუწევს თავისი მაქსიმუმის გაკეთება, რომელი არ დათანხმდებოდით უფრო მაღალ ხელფასს? გულებში ჩაიხედეთ და ისე გაამტყუნეთ.
ave
ქარტულ გრანდს რო უარს ეტყვის და აზერებტან წავა ტან დიდი სიხარულიტ იმ ახალგაზრდა პეხბურტელს რაზე უნდა ელეპარაკო? სამაგიეროდ მანქანას იყიდის კარგს.დ.დ.
vai
საცოდაო საქართველო
gurulo
ისე ლაპარაკობს თითქოს პრემიერლიგიდან დაუკავშირდნენ
joni
ხოდა ტორპედო რო ევროპალიგის ჯგუფურზე ითამაშებს შენ მაქედან გვიბალერშიკე.
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ქართველების "ზირა", რომელმაც "ტორპედო" გაანადგურა, ესტონურ "პაიდესთან" გამოვარდა
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
Associated Press თბილისის "დინამოს" შესახებ ლოზანის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წერს
"გაბალას" ტრავმირებულ ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს [VIDEO]
"აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია სტატია, სადაც "დინამოს" მიმართ დამაკნინებელი სიტყვები ეწერა"
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
ვოლკოვის ზღაპრული გოლი 90-ე წუთზე - მისი გუნდი პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]
დავით ვოლკოვი გუნდს იცვლის, ქართველს ახალი ვარიანტი აქვს
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]