18 იანვარს, ესპანეთის თასის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე 3:0 სძლია "ლევანტეს" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. შეგახსენებთ, პირველი თამაში "ბარსამ" ექსპერიმენტალური შემადგენლობით ჩაატარა და 1:2 წააგო.

პირველ ტაიმში, 103 წამში დემბელემ დუბლი შეასრულა. ის ამ გუნდის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში 4 ტურნირზე გაიტანა გოლი.

მეორე ტაიმში მეტოქის კარი მესიმ დალაშქრა, რომელმაც პირველ ტაიმში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან თასზე 49-ე გოლი გაიტანა და ამ ტურნირზე ლადისლაო კუბალასთან ერთად კატალონიური გუნდის მე-2 ბომბარდირი გახდა - 64 გოლით პირველ ადგილზე ჟოზეპ სამიტერია.

"ბარსელონამ" ზედიზედ 38 მატჩში გაიტანა გოლი და ეს გუნდის მე-2 მაჩვენებელია - საუკეთესო შედეგი 1944 წელს მიჯრით 44 მატჩში გატანილი გოლია.

"ბარსამ" თასზე ზედიზედ 22 მეტოქე დაამარცხა და ეს ესპანეთის რეკორდია.

თუმცა, არაა გამორიცხული, მეოთხედფინალში "ლევანტემ" ითამაშოს, რადგან ამ გუნდების პირველ შეხვედრაში "ბარსას" მცველმა ჩუმი ბრანდარისმა მიიღო მონაწილეობა, რომელიც დუბლშემადგენლობაში თამაშისას დისკვალიფიცირებული იყო.

ბლაუგრანამ ახსნა, რომ რადგან ნოემბერში დისციპლინარული კოდექსი შეიცვალა, ამ 19 წლის ფეხბურთელის სხვა ლიგაში მიღებული დისკვალიფიკაცია სხვა ტურნირზე არ ვრცელდება.

ანალოგიური საკითხის გამო შარშან "რეალი" დაისაჯა, როდესაც "კადისთან" დენის ჩერიშევი ათამაშა, რომელსაც წინა სეზონში "ვილიარეალში" ჰქონდა დისკვალიფიკაცია მიღებული.

"ლევანტეს" პრეზიდენტმა კიკე კატალანმა განაცხადა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში იჩივლებენ და სიმართლე იზეიმებს.

სიმართლისა რა მოგახენოთ, მაგრამ "ლევანტეს" იურიდიულ სამსახურს ერთი მეტად სერიოზული შეცდომა მოუვიდა - საჩივრის შესატანი დრო ამოეწურა, თუმცა თავისას მაინც ეცდებიან.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 42 838 მაყურებელი

ბარსელონა - ლევანტე 3:0

გოლები: 1:0 დემბელე (30), 2:0 დემბელე (31), 3:0 მესი (54)

თასის მეოთხედფინალში "რეალი", "ბარსელონა", "ვალენსია", "სევილია", "ბეტისი", "ესპანიოლი", "ჟირონა" და "ხეტაფე" გავიდნენ. კენჭისყრა 18 იანვარს ჩატარდება.

რატომ იტყუებით?
რატომ იტყუებით პატივცემულებო? ჩერიშევის საკითხი როგორ არის ანალოგიური, კითხვა ხო გეხერხებათ და გარკვევით გიწერიათ ჩუმი დისკვალიფიცირებული იყო ჩემპიონატში, და არა თასზე. ჩერიშევს დისკვალიფიკაცია ქონდა თასის მატჩში წინა სეზონში ოღონდ სხვა გუნდში, მაგრამ დისკვალიფიკაცია არ მოუხდია. ასე რომ არავითარი ანალოგია აქ არ არის. თუმცა საბოლოოდ რო გაგარკვიოთ აგიხსნით ბარსელონელ ჩუმის ე.წ მსუბუქი დისკვალიფიკაცია ქონდა ანუ მე-5 ყვითელი ეს ერთი მატჩით დისკვალიფიკაციაა იმ ტურნირში სადაც ეს ბარათები მიიღე, ამის გარდა არსებობს მძიმე დისკვალიფიკაცია როცა წითელს იღებ რაღაც დიდ დანაშაულზე და რომელიც რამდენიმე მატჩით ისჯება უკვე ფედერაციის სხდომაზე აი ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა რომელ ტურნირზე მიიღო ფეხბურთელმა დისკვალიფიკაცია ის ტოვებს თამაშებს ყველა ტურნირზე ერტად მიყოლებით. მსგავსი სიტუაცია ქონდა რონალდუს ბარსასთან სუპერთასზე როცა მეორე ყვითელზე გააძევეს მან მსაჯს ხელიკრა და ამის გამო ერთის ნაცვლად ფედერაციამ 3 ტამაში დაუმატა რომელიც მან ჩემპიონატზე გამოტოვა.
koka
ამაშია საქმეს! გილოცავ ბარსას გამარჯვებას! ვიცი გაგეხარდება, თან მესიმ გოლის გატანით მოგილოცა.
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"ბარსელონა" შეიძლება ესპანეთის თასიდან მოკვეთონ
ზაბარნიმ "ოქროს ბურთის" თავისი კანდიდატი დაასახელა
ქოჩორაშვილი "ლევანტეში" დაბრუნებაზე ფიქრობს, მაგრამ არის ერთი დიდი "თუმცა"
L'Equipe: დემბელე პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა
იჯარა და შემდეგ გამოსყიდვა - ქოჩორაშვილს საბერძნეთში უხმობენ, მაგრამ ქართველს სხვა გეგმები აქვს
ევროპის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მბაპე აღიარეს, კვარაცხელია მესამეა
[VIDEO] მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები ქოჩორაშვილს და 3:3 გიჟურ მატჩში
"ლევანტეს" ჩივილი არ შეისმინეს - "ბარსელონა" 1/4 ფინალში "სევილიას" შეხვდება
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
ქოჩორაშვილის მომავალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა - მის წასვლამდე "სპორტინგს" დამატებით 1 მილიონის გადახდა მოუწია
"ლევანტეს" მწვრთნელი "ბარსელონასთან" მატჩამდე: იმ ფეხბურთელებს მოვკლავ, რომლებიც მოედანზე ყველაფერს არ გაიღებენ
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
[VIDEO] მიქაუტაძე შეცდომებს არ პატიობს - ქართველმა "ლევანტეს" გაუტანა
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს