ბუნდესლიგა ორი მაგარი მატჩით განახლდება. პარასკევის შეხვედრით დავიწყოთ. "ბაიერნი" ჩადის "ჰოფენჰაიმთან" სათამაშოდ და "დორტმუნდის" მიერ აკრეფილ ტემპს თუ გავითვალისწინებთ, მხოლოდ 3 ქულაზე უნდა იფიქროს.

"ბაიერნს" იოლი გამოცდა ნამდვილად არ ელოდება. "რეკორდმაისტერს" არიენ რობენი და ფრანკ რიბერი დააკლდებიან. ახალგაზრდებზე ძალიან დიდ დატვირთვას უნდა ველოდოთ. მათ უნდა გაუძლონ, რადგან ახლა სწორედ მათი დრო მოდის. ამ შეხვედრაში დიდ სანახაობას და გოლების წვიმას ველით.

უდიდეს ინტერესს იწვევს ასევე "ლაიპციგისა" და "დორტმუნდის" შეხვედრა. აქაც გვარიანი სანახაობის მოლოდინში ვართ და, წესით, იმედი არ უნდა გაგვიცრუვდეს. არც ერთი დაპირისპირებული მხარის კოზირი არ არის დაცვაში თამაში.

რა თქმა უნდა, ასეთ დროს ბედი შეტევაში უნდა ეძებო. "დორტმუნდის" ლაზარეთში ისევ არიან ფეხბურთელები, მაგრამ გუნდი უკვე მიეჩვია ამას. ბოლო წლებში ეს უკვე ტრადიციული პრობლემაა.

ახლაც, მნიშვნელოვანი მატჩის წინ ტრამირებულები არიან პაკო ალკასერი, მარკო როისი, მარიო გიოტცე, აბდუ დიალო, დან-აქსელ ზაგადუ... ცხადია, ამათგან ყველა არ დააკლდება "დორტმუნდს", მაგრამ ეს მაინც დიდ საფიქრალს უჩენს ლუსიენ ფავრს.

ასევე სანახაობრივი თამაში უნდა გამოვიდეს "ლევერკუზენსა" და "გლადბახს" შორის. ამ გუნდების მთავარი კოზირიც შეტევაა. შესაბამისად, გამოვრიცხავთ, მათ ერთმანეთის წინააღმდეგ დაცვითი რედუტები ააგონ.

მოკლედ, ბუნდესლიგის მორიგი ტურისგან ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს და იმედს ვიტოვებთ, ეს მოლოდინი არ გაგვიცრუვდება.

ფაქტები

"ჰოფენჰაიმისა" და "ბაიერნის" ბოლო ორ შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

"აუგსბურგმა" ბოლო 2 მატჩი მოუგო "ფორტუნას".

"ლევერკუზენისა" და "გლადბახის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

"აინტრახტისა" და "ფრაიბურგის" ბოლო 3 მატჩიდან 2 ფრედ დასრულდა.

"ჰანოვერისა" და "ვერდერის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

"მაინცმა" ბოლო 2 თამაშში აჯობა "შტუტგარტს".

"ლაიპციგისა" და "დორტმუნდის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

"ვოლფსბურგმა" ბოლო 3 ბუნდესლიგური მატჩი მოიგო.

ბუნდესლიგა. XVIII ტური

პარასკევი, 18 იანვარი

ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 23:30

შაბათი, 19 იანვარი

ლევერკუზენი-გლადბახი 18:30

შტუტგარტი-მაინცი 18:30

აინტრახტი-ფრაიბურგი 18:30

აუგსბურგი-ფორტუნა 18:30

ჰანოვერი-ვერდერი 18:30

ლაიპციგი-დორტმუნდი 21:30

კვირა, 20 იანვარი

ნიურნბერგი-ჰერტა 18:30

შალკე-ვოლფსბურგი 21:00

ბომბარდირები: 12 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი), ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 11 - მარკო როისი (დორტმუნდი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი); 10 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 9 - სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), თორგან აზარი (გლადბახი), ალასან პლეა (გლადბახი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ბუნდესლიგაში ლოჩოშვილის დებიუტი შედგა - "კიოლნმა" ჩემპიონატი ლამაზი გამარჯვებით დაიწყო
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
"ბაიერნი" "ლაიპციგს" დაუზავდა [VIDEO]
რასისტული შეტყობინებები კამავინგას - გულშემატკივრებმა "რეალის" ნახევარმცველს შეუტიეს
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა
"ლაიპციგი" ელმასის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის - "ნაპოლის" პასუხი ცნობილია
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მბაპემ და მესიმ გაიბრწყინეს - უმოტივაციო "სიტი" გერმანიაში დანებდა
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
ევროპა ლიგის ფინალში "აინტრახტი" და "რეინჯერსი" გავიდნენ [VIDEO]
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა