ფოთის "კოლხეთის" პრესსამსახურის წარმომადგენლის, გია ეჯიბიას ცნობით, გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

ეჯიბიამ ინფორმაცია "ფეისბუქის" საკუთარი პროფილის მეშვეობით გაავრცელა.

"როგორც ცნობილია, ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონი წარუმატებელი გამოდგა ჩვენი ქალაქის საფეხბურთო კლუბ "კოლხეთი 1913''-სათვის, რის გამოც გუნდმა დატოვა ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლესი ეშელონი და 2019 წლის სეზონს ეროვნულ ლიგა 2-ში გაატარებს.

ბუნებრივია, შედეგი, რომელიც უარყოფითად იქნა შეფასებული, გუნდში რადიკალურ ცვლილებებს საჭიროებდა, რის გამოც ქალაქის ხელმძღვანელობამ და გასული სეზონის ბოლოს შექმნილმა საფეხბურთო კლუბ "კოლხეთი 1913"-ის განვითარების სამუშაო ჯგუფმა (თავმჯდომარე დავით კუპრეიშვილი) რეფორმებისათვის უკვე გადადგეს პირველი ნაბიჯები, რაც გუნდში ქართულ ფეხბურთში ცნობადი სპეციალისტების მოწვევით დაიწყო.

გუნდში იმუშავებენ სოსო ფილია და გიორგი კრასოვსკი, რომელთა თანამდებობები გადაწყვეტის პროცესშია და უახლოეს პერიოდში გაჟღერდება. ასევე გუნდში იქნებიან რამდენიმე საფეხბურთო წრეში საკმაოდ ცნობილი სახეები, ხოლო მთავარი მწვრთნელის პოსტზე აზერბაიჯანელი სპეციალისტი ადილ მახმუტოვი იქნა მოწვეული, რომელსაც თავისი ქვეყნის ისეთ წანყვან გუნდებში უმუშავია, როგორებიცაა "ნეფტჩი'', "ინტერი'' და სხვა. მუშაობდა ასევე ირანში და ჩვენი ქვეყნის "გარდაბანში''. გავლილი აქვს სამწვრთნელო კურსები იტალიის ქალაქ მილანში, სადაც 2 წლის განმავლობაში გადიოდა სტაჟირებას.

გუნდი დღეისათვის ჩამოყალიბების პროცესშია და მასში მოახლოებულ ცვლილებებზე გუნდის პრესსამსახური ინფორმაციას უახლოეს დღეებში პერიოდულად მოგაწვდით", - წერს ეჯიბია.

გარდა ამისა, ეჯიბია ფოთის ცენტრალური სტადიონის ფოტოებს ავრცელებს, სადაც ამ დროისთვის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ვაჰ სოფელო რა შიგან ხარ...
ახალი აშენებულია და რა რეაბილიტაცია უნდა
ბათუმი
ეს ჩემი და ყველა ქართველის სურვილია ნებისმიერი ქართული კლუბის ევროპული წარმატება!
გოგა
ბათუმი ღმერთმა გისმინოს მაგრამ ფოთის კოლხეთი რა როლს თამაშობდა ევროპულ ფეხბურთში მე მზგავსი არაფელი მახსოვს და საერთოდ ქართული.კლუბები. თბილისის დინამო 81 მერე. აქ სამოყვარულო ლიგისთვის ვერ აკეთებენ გუნდებს და რა ევროპაზეა საუბარი
ბათუმი
იმედია ნორმალური სტადიონი და მინდვრის საფარი ექნება გუნდას და აგრეთვე ნორმალური ფინანსური უზრუნველყოფა რათა კუთვნილი საპატიო ადგილი დაიმკვიდროს ფოთის კლუბმა ქართულ და ევროპულ ფეხბურთში! წარმატებები!
თაზო
ვაი თქვენს პატრონს უბედურს!
დათო
არ გადამრიოთ აზერბაიჯანელის იმედზე არიან??? აქ ვერ მოძებნეს უკეთესი????
გოგა
კარგი იქნება მეორე და მესამე ლიგის დონე თუ აიწევს
benji
ამ სტადიონზე ახალი ბალახი ად უნდა დაეგოთ ??? ტრიბუნისგანაც უფრო მეტს ველოდი რატომღაც , შესაძლოა ფოტოები ვერ გადაიღეს კარგი ...
სოსო
რაც სურათებზე ჩანს,მინდვრის საფარი,უკვე ახლავე არასახარბიელოდ გამოიყურება.უცხოეთიდან მწვრთნელების მოყვანას კი,სჯობია გუნდის შემადგენლობა დაასტაბილუროთ და მწვრთნელსაც აცალოთ მუშაობა.ნახევარწლიანი გუნდი და ნახევარ წლიანი მწვრთნელი,ჩემი აზრით ფულის ტყუილად გადაყრა და ვიღაცის ჯიბეში ჩაყრაა.
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ფოთის "კოლხეთი" - გაუფერულებული იუბილე
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
ფოთის "კოლხეთი" მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელმა დატოვა
"ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი დავით მახარაძე სოსო ფილიამ შეცვალა
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
[ლელოს სტუმარი] "შესაძლოა, იმიტომაც, რომ თავმდაბალი ვარ...."
ფოთის "კოლხეთი" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
ფოთის "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელად სოსო ფილია დაინიშნა
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ფოთის "კოლხეთი" - მილიონერთა ქალაქის გაჭირვებული გუნდი
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
"კოლხეთის" დირექტორი თემურ ბარქაია: ჩვენი გადარჩენა სასწაულიცაა და ლოგიკურიც
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს