საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, გუნდურ ჩათვალაში შიდა ქართლმა ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა
საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში შიდა ქართლი ზედიზედ მესამედ გახდა გუნდურ ჩათვალაში გამარჯვებული (3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი).

წარმატება რეგიონში ძიუდოს ხელახალი აღმავლობის სტიმულად იქცა. ძირითადი კერა კი გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სკოლაა. ახალგაზრდულ ჩემპიონატში მოასპარეზე თითქმის ყველა შიდა ქართლელი ამ დარბაზის წარმომადგენელია.

- შიდა ქართლის ნებისმიერი ასაკობრივი ნაკრები გორელებით კომპლექტდება, რაც ჩვენს დარბაზებში მომუშავე სპეციალისტთა დიდი დამსახურებაა. წარმატებები კი იმის მაჩვენებლია, რომ სწორი გზით მივდივართ - ამბობს გორის ჭიდაობის კომპლექსური სკოლის დირექტორი ანზორ თენაძე.

- საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც გეგმავდით წარმატებას?

- რასაკვირველია ვგეგმავდით, მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში გამარჯვებული შემადგენლობიდან ასაკის გამო ნაკრებში რამდენიმე ლიდერი აღარ გვყავდა (მაგალითად ევროპის შარშანდელი ჩემპიონი ოთარ კაიდარაშვილი). ისე, ვისზეც იმედს ვამყარებდით, გაგვიმართლა.

- შიდა ქართლის უპირატესობა განსაკუთრებით 66 კგ-ში იყო შესამჩნევი.

- დიახ, გორული ფინალი შედგა. ლაშა შავდათუაშვილმა, ოთარ არჩუაძეს მოუგო. მესამეზე კი ვანიკო თოთლაძე გავიდა, რომელიც ასევე ჩვენთან ვარჯიშობს, თუმცა ახლა თბილისის გუნდის ღირსება დაიცვა. საერთოდ, მსუბუქ წონებში ჩვენთან ძალიან დიდი კონკურენციაა.

- შიდა ქართლის გუნდური გამარჯვება მძიმე წონაში უტა კოკაურის ჩემპიონობამ გადაწყვიტა...

- კოკაური რომ პერსპექტიული ახალგაზრდაა ყველამ იცის. ამ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იგი ზედიზედ მესამედ დაეუფლა ოქროს მედლს. ნიშანდობლივია, რომ სამივეჯერ ფინალი წმინდა გამარჯვებით დაასრულა. მან ახლახან ქართულ ჭიდობაშიც (ახალგაზრდებს შორის) არავის დაუთმო პირველობა.

- სხვათა შორის ქვემო ქართლი თქვენი ძირითადი კონკურენტი იყო ქართლის გუნდური წარმატებისას...

- ამ რეგიონს საკმაოდ ძლიერი ნაკრების ჰყავს. არც ადრე მოისუსტებდნენ ძიუდოში, მაგრამ სვანების ქვემო ქართლში დასახლების მერე განსაკუთრებით გალიერდნენ.

- შარშანდელმა ჩემპიონატმა ჩხუბისა და აყალამაყალის თანხლებით ჩაიარა...

- წლეულს ყველაფერი ნორმალურად იყო და იმედია, ასე იქნება მომავალშიც.

- როგორ ფიქრობთ, ამაღლდა მსაჯობის დონე?

- უკეთესობა შეიმჩნევა, მაგრამ შეცდომები მაინც იყო, თუმცა ამას ექსცესებიი არ მოჰყოლია. მსაჯთა კომიტეტის ახალდანიშნული თავმჯდომარე ნიკოლოზ ზაუტაშვილი ახალგაზრდა, სწავლული სპეცილისტია, ევროპის ძიუდოს ფედერაციის ლიცენზიას ფლობს და სასიკეთო ძვრებიც დაატყო საქმეს.

რეგიონში ძიუდოს განვითარებაში დიდი წლილი შეაქვს შიდა ქართლის ფედერაციის პრეზიდენტს ბორის გოგიჩაშვილს. მადლიერები ვართ ქალაქის მუნიციპალიტეტის, გუბერნატორის აპარატის, რომლებიც ხელს გვიმართავენ, როგორც ტურნირებზე გამგზავრებაში, ისე მასპინძლობაში.

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს