ვალვერდემ თქვა, დემბელესა და კოუტინიოს ერთად თამაში შეუძლიათო და... "ლეგანესთან" მატჩში სასტარტოდან მესი ამოაგდო! ამან ვერ იმუშავა და 1:1-ზე ლეო ახალგაზრდა ალენიას ნაცვლად გამოჩნდა. გამოვიდა რაკიტიჩიც...
20.01.19. ბარსელონა - ლეგანესი 3:1
ტურის ცენტრალური მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა და ის ვერ გამოდგა კარგი საყურებელი - "რეალისა" და "სევილიას" ბოლო დაპირისპირებებში უამრავი გოლი გადიოდა, მაგრამ ამჯერად, სანტი სოლარის გუნდი საქმეს პრაგმატულად მიუდგა და "სევილიას" სივრცეები შეუზღუდა. თუმცა ძნელი საფიქრებელია, რა მოხდებოდა, რომ არა კაზემირო, რომელმაც მატჩის მიწურულისკენ საოცარი დარტყმით გახსნა ანგარიში. გამარჯვება კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ლუკა მოდრიჩმა გააფორმა, რომელსაც ამ სტატუსისთვის შეუფერებელი გოლების რაოდენობა აქვს დაგროვილი, ისიც ბოლო ორი ტურის წყალობით.
"რეალმა" ამ გამარჯვებით უშუალო კონკურენტს გადაასწრო და მე-3 ადგილზე გადავიდა. "სეზონის საუკეთესო მოდრიჩი და სეზონის საუკეთესო "რეალი" - ასე დაასათაურა "მარკამ" ამ მატჩის მიმოხილვა. მოკლედ, "რეალში" ფორვარდებს ვერ გააქვთ და ამ მისიის შესრულებას ნახევარმცველები შეუდგნენ.
19.01.19. რეალი - სევილია 2:0
"ატლეტიკო" სტილსა და ტრადიციას არ ღალატობს, ისე იგებს თამაშებს. უბრალოდ, ახალი ისაა, რომ არგენტინელი მწვრთნელი დიეგო სიმეონე თამამად ენდობა გუნდში ახალ-ახალ სახეებს. ახალი ისიცაა, რომ სულ მალე "ატლეტიკოს" ფეხბურთელი ალვარო მორატა გახდება.
20.01.19. ჰუესკა - ატლეტიკო 0:3
ამ ტურში "ბეტისის" სევილიური თრილერი უნდა გამოვყოთ, მოგებამ ამ გუნდს ლიდერთა ჯგუფთან მიახლოების საშუალება მისცა. ერთი მოგების წყალობით ცხრილის ზედა ეშელონში გადავიდა "ვალენსიაც", ხოლო ბასკური "ალავესი" ძალზე შერცხვა მადრიდში.
ტურის ფაქტები
ხორხე მოლინამ (ხეტაფე) 20 ტურში უფრო მეტი გოლი (8) გაიტანა, ვიდრე შარშანდელ სეზონში. მან დუბლი 2012 წლის მერე პირველად შეასრულა, მაშინ კი "ბეტისში" თამაშობდა.
სერხიო რამოსმა ლა ლიგაში 450 მატჩში მიიღო მონაწილეობა - 411 "რეალის" მაისურით, 39 "სევილიის".
ლუკა მოდრიჩმა (რეალი) ზედიზედ მეორე ტურში პირველად გაიტანა 284 მატჩში.
ლუკა ერნანდესმა "ატლეტიკოს" მაისურით პირველად გაიტანა გოლი. ამისთვის 107 მატჩის გამართვა დასჭირდა.
დიეგო სიმეონეს დაუმარცხებელი სერია აქვს - 10 მოგება, 7 ფრე.
დანი პარეხომ 1 225 პასი გააკეთა სეზონში, რაც სულ მცირე, 400 პასით მეტია "ვალენსიას" სხვა ფეხბურთელებზე.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა) გახდა პირველი გერმანელი გოლკიპერი, ვისაც ლა ლიგაში 100 თამაში დაუგროვდა.
უსმან დემბელემ (ბარსელონა) "ლეგანესთან" პირველ ტაიმში 12 დრიბლინგი (8 წარმატებული) განახორციელა.
ლა ლიგა. XX ტური
ხეტაფე-ალავესი 4:0
გოლები: 1:0 მატა (33-პენ), 2:0 მოლინა (46), 3:0 მოლინა (55), 4:0 მატა (88)
რეალი-სევილია 2:0
გოლები: 1:0 კაზემირო (78), 2:0 მოდრიჩი (92)
რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, რეგილონი - მოდრიჩი, კაზემირო, სებალიოსი (88. ვალვერდე) - ლ. ვასკესი (77. ისკო), ბენზემა, ვინისიუსი
სევილია (3-1-4-2): ვაცლიკი - კიაერი, გომესი, კარისო - ბანეგა - ხესუს ნავასი, სარაბია, ფ. ვასკესი, ესკუდერო (86. ხილი) - ანდრე სილვა (75. ელ ჰადიდი), ბენ იედერი (71. პრომესი)
უესკა-ატლეტიკო 0:3
გოლები: 0:1 ლ. ერნანდესი (31), 0:2 არიასი (52), 0:3 კოკე (71)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, ხიმენესი, გოდინი, ლ. ერნანდესი - ლემარი (90. მუნიოსი), თომასი, როდრი (86. მონტერო), კოკე (72. მოლიეხო) - გრიზმანი, ა. კორეა
სელტა-ვალენსია 1:2
გოლები: 1:0 არაუხო (40), 1:1 ფ. ტორესი (71), 1:2 როდრიგო (84)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი, გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია - სოლერი (61. ფ. ტორესი), კოკლენი (79. ვასი), პარეხო, ჩერიშევი (61. გამეირო) - როდრიგო, მინა
ბეტისი-ჟირონა 3:2
გოლები: 1:0 ტელიო (12), 1:1 ა. გარსია (36), 1:2 დუმბია (44), 2:2 ლორენი (54), 3:2 კანალესი (94-პენ)
ვილიარეალი-ბილბაო 1:1
გოლები: 0:1 ხ. კოსტა (18-საკ. კარში), 1:1 ეკამბი (71)
ლევანტე-ვალიადოლიდი 2:0
გოლები: 1:0 კოკე (42), 2:0 როხერი (95)
ვალეკანო-სოსიედადი 2:2
გოლები: 1:0 კომესანია (22), 2:0 ემბარბა (28), 2:1 მორენო (39), 2:2 ვილიან ჟოზე (82)
ბარსელონა-ლეგანესი 3:1
გოლები: 1:0 დემბელე (32), 1:1 ბრაიტვაიტი (57), 2:1 ლ. სუარესი (71), 3:1 მესი (92)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ვერმალენი, ალბა - ალენია (64. მესი), ბუსკეტსი, არტური (64. რაკიტიჩი) - დემბელე, ლ. სუარესი (69. მალკომი), კოუტინიო
ორშაბათი. 21 იანვარი
ეიბარი-ესპანიოლი 23:59
ბომბარდირები: 18 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 15 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - იაგო ასპასი (სელტა).
მომდევნო ტური
26 იანვარი: სევილია-ლევანტე, ატლეტიკო-ხეტაფე, ლეგანესი-ეიბარი, ბილბაო-ბეტისი
27 იანვარი: ვალიადოლიდი-სელტა, ჟირონა-ბარსელონა, რეალ სოსიედადი-უესკა, ვალენსია-ვილიარეალი, ესპანიოლი-რეალი
28 იანვარი: ალავესი-რაიო ვალეკანო
ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სოსო
მესიც რომ აღარ იყოს,მაშინ რაღა იქნებოდა?რა თქმა უნდა რონალდოს წასვლით ლა ლიგამ მესისა და რონალდოს მეტოქეობის პეწი დაკარგა,ის მართლაც ძალიან ალამაზებდა ლიგას,მაგრამ ამაში მესის დანაშაული ყველაზე მცირეა,რეალი კი საკუთარი სისულელის საფასურს უკვე იხდის და მე მგონი, კიდევ ბევრს იზარალებს ამითი.
გია1
ვახო, ბანძი შენი კომენტარებია. ( ამაშია საქმე, შენ, და ვითომ კიდევ რამოდენიმე, ხართ ერთი და იგივე ტიპი) რონალდოსი რა გითხრა, მაგრამ თვითონ ფეხბურთი მესის მერე იქნება ბანძი.
ვახო
რატო არ აღიარებთ მესისტები რომ ლა ლიგა რონალდოს გარეშე მაგარი ბანძია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
[VIDEO] ქოჩორაშვილი თავის დაზღვევის მიზნით შეცვალეს - კაცნაკლულმა "სევილიამ" "ესპანიოლთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
[VIDEO] ვინისიუსის ამ დარტყმის შემდეგ, თანაგუნდელებმა სიცილი ვერ შეიკავეს
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
უარი უკრაინას - ქოჩორაშვილის თანაგუნდელმა შოტლანდიის ნაკრებში თამაში არჩია
"იმედი გამიცრუვდება, მე რომ ვერ მოვიგო" - კილიან მბაპე "ოქროს ბურთზე"
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"მოპარული მანქანასავითაა" - რიოლომ მბაპე მიწასთან გაასწორა
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
"რატომ კილიან მბაპე?" - პსჟ-მ France Football-ს პრეტენზიები წაუყენა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"