ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბუნდესლიგა. XVIII ტური: სტუმრების ტური [VIDEO]

ბუნდესლიგა. XVIII ტური: სტუმრების ტური [VIDEO]

თითქმის ერთთვიანი ზამთრის პაუზის შემდეგ ბუნდესლიგის გათამაშება განახლდა.

მეორე წრე მოქმედმა ჩემპიონმა "ბაიერნმა" გახსნა, რომელიც სეზონის მეორე ნახევარს "დორტმუნდთან" ექვსქულიანი ჩამორჩენით შეხვდა.

სტუმრად "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ, მიუნხენელები პირველ ტაიმში სრულ უპირატესობას ფლობდნენ, რაც ლეონ გორეტცკას ორ გოლში გამოიხატა - "შალკეს" ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერაში პირველად შეასრულა დუბლი გერმანიის ჩემპიონატის მატჩში.

მეორე ტაიმი "ჰოფენჰაიმის" შეტევებით დაიწყო და მანუელ ნოიერმა რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი, მაგრამ 59-ე წუთზე ნიკო შულცის დარტყმას ვერაფერი მოუხერხა. თუმცა, მასპინძლებმა უფრო მეტის გაკეთება ვერ შეძლეს, მატჩის მიწურულს კი რობერტ ლევანდოვსკისგანაც მიიღეს ერთი ბურთი და "ბაიერნმა" 3:1 გაიმარჯვა.

Video

18.01.19. ჰოფენჰაიმი - ბაიერნი 1:3

ეს ჩემპიონის ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იყო ბუნდესლიგაში. "ბაიერნმა" სხვაობა "დორტმუნდთან" სამ ქულამდე შეამცირა, თუმცა მხოლოდ სამი საათით.

მიუხედავად იმისა, რომ "ლაიპციგს" საშინაო გუნდის რეპუტაცია აქვს და "დორტმუნდთან" მატჩამდე შინ წაგება არ ჰქონდა, ლიდერმა შეძლო მოგება. ყველაფერი აქსელ ვიტცელის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. ბელგიელი შორეულ ძელთან ჩაუსაფრდა კუთხურიდან ჩაწოდებულს და ანგარიში გახსნა.

მასპინძლებმა უფრო მეტი მომენტი შექმნეს, მაგრამ არ უმართლებდათ: შესანიშნავად თამაშობდა მეკარე ბიურკი. გარდა ამისა, მოედანზე არ ჩანდა "ლაიპციგის" მთავარი სნაიპერი ვერნერი.

საინტერესოა, რომ "დორტმუნდმა" 18 ტურში 46 ქულა დააგროვა - ერთით მეტი, ვიდრე მთლიანად გასულ სეზონში.

Video

19.01.19. ლაიპციგი - დორტმუნდი 0:1

ფაქტები

"ბაიერნმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო.

"ჰოფენჰაიმი" შვიდი მატჩია ვერ იგებს.

შეწყდა "ჰოფენჰაიმის" ექვსმატჩიანი ფრეების სერია.

გორეტცკამ კარიერაში პირველად შეასრულა დუბლი ბუნდესლიგის მატჩში.

"ჰოფენჰაიმის" დამრიგებელი იულიან ნაგელსმანი ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია ბუნდესლიგის ისტორიაში, ვისაც 100 მატჩი დაუგროვდა.

ხავი მარტინესმა მე-100 მატჩი მოიგო ბუნდესლიგაში. ამისთვის მას "ბაიერნის" ისტორიაში ყველაზე ნაკლები მატჩი დასჭირდა - 120. წინა რეკორდი არიენ რობენს ჰქონდა - 126.

"მაინცმა" ზედიზედ მესამედ მოუგო "შტუტგარტს".

"აინტრახტის" სამივე შემტევმა - იოვიჩმა, რებიჩმა და ჰალერმა გაიტანეს გოლები, რაც პირველად მოხდა ამ ტრიოს შემთხვევაში.

ნილს პეტერსენმა 38-ე გოლი გაიტანა "ფრაიბურგის" შემადგენლობაში და ამ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ჰალერი რვა შედეგიანი პასით ჩემპიონატის ლიდერია.

სებასტიან როდემ პირველი მატჩი ჩაატარა 2017 წლის აგვისტოს შემდეგ.

"აუგსბურგი" ცხრა ტურია ვერ იგებს. გუნდს ასეთი სერია ბუნდესლიგაში არასოდეს ჰქონია.

"აუგსბურგს" შინ ექვსი მატჩია არ მოუგია.

"ფორტუნამ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო.

"ჰანოვერი" შვიდი ტურია ვერ იგებს.

"ჰანოვერმა" შინ ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო და ვერც ერთში გოლი ვერ გაიტანა.

"ვერდერს" წელს არ წაუგია არც ერთი შეხვედრა, როცა დაწინაურებული იყო - +7=1.

"შტუტგარტმა" ზედიზედ მესამედ წააგო.

შეწყდა "ლაიპციგის" ათმატჩიანი წაუგებელი სერია შინ.

"ნიურნბერგს" 12 მატჩია არ მოუგია.

"ნიურნბერგმა" ზედიზედ მეხუთედ მოიგო.

"ნიურნბერგი" შინ შვიდი მატჩია ვერ იგებს.

"ჰერტამ" 2003 წლის შემდეგ პირველად მოუგო "ნიურნბერგს".

მე-18 ტურში შვიდმა სტუმარმა მოიგო, რაც ბუნდესლიგის რეკორდის გამეორებაა.

ბუნდესლიგა. XVIII ტური

ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 1:3

გოლები: 0:1 გორეტცკა (34), 0:2 გორეტცკა (45+1), 1:2 შულცი (59), 1:3 ლევანდოვსკი (87)

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - პოში, ფოგტი (56. გრილიტში), ჰიუბნერი - კადერჟაბეკი, ბიტენკურტი, დემირბაი (56. გაიგერი), შულცი - ბელფოდილი, ჟოელინტონი (78. შალაი), კრამარიჩი.

ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - გორეტცკა, ტიაგო ალკანტარა (78. ხამეს როდრიგესი), ხავი მარტინესი (90. ბოატენგი) - მიულერი, კომანი (73. გნაბრი) - ლევანდოვსკი.

ლევერკუზენი-გლადბახი 0:1

გოლი: 0:1 პლეა (38)

ლევერკუზენი: ჰრადეცკი - ლ. ბენდერი, ტა, ს. ბენდერი, ვენდელი - ჰაფერცი, არანგისი, ბრანდტი - ბელარაბი, ფოლანდი, ბეილი (69. ალარიო).

გლადბახი: ზომერი - ლანგი, ელვედი, გინტერი, ვენდტი - ზაკარია (81. კრამერი), შტრობლი, ჰოფმანი (89. ნოიჰაუსი) - ტ. აზარი, შტინდლი, პლეა (71. ჰერმანი).

შტუტგარტი-მაინცი 2:3

გოლები: 0:1 ასკასიბარი (22-საკ. კარში), 0:2 მატეტა (28), 0:3 ჰაკი (72), 1:3 გონსალესი (83), 2:3 კემპფი (85)

აინტრახტი-ფრაიბურგი 3:1

გოლები: 1:0 ჰალერი (36), 2:0 რებიჩი (40), 3:0 იოვიჩი (45), 3:1 პეტერსენი (69)

აუგსბურგი-ფორტუნა 1:2

გოლები: 0:1 დუკში (45), 1:1 შმიდი (64), 1:2 რამანი (89)

ჰანოვერი-ვერდერი 0:1

გოლი: 0:1 რაშიკა (33)

ლაიპციგი-დორტმუნდი 0:1

გოლი: 0:1 ვიტცელი (19)

ლაიპციგი: გულაში - კლოსტერმანი, კონატე, უპამეკანო, ჰალშტენბერგი - ლემერი (88. ოგუსტენი), დემე (81. კუნია), კამპლი - ზაბიტცერი, პოულსენი, ვერნერი.

დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, ვაიგლი, დიალო, ჰაკიმი - ვიტსელი, დილეინი - სანჩო (88. ვოლფი), ფილიპი (79. პაკო ალკასერი), რაფაელ გერეირო (76. პულიშიჩი) - გიოტცე.

ნიურნბერგი-ჰერტა 1:3

გოლები: 0:1 იბიშევიჩი (15), 1:1 ბერენსი (42), 1:2 დუდა (50), 1:3 დუდა (70)

შალკე-ვოლფსბურგი 2:1

გოლები: 1:0 კალიჯური (8-პენ), 1:1 რექსჰბეკაი (20), 2:1 კალიჯური (78)

შალკე: ნიუბელი - კალიჯური, სანე, ნასტასიჩი, ოშჩიპკა - სტამბული, რუდი - შიოპფი, მაკკენი (90+2. სერდარი), სკრჟიბსკი (90+3. ქუთუჩუ) - უტი (90. რაითი).

ბომბარდირები: 13 - ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 12 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი); 11 - მარკო როისი (დორტმუნდი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 10 - სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), ალასან პლეა (გლადბახი)

მომდევნო ტური

25 იანვარი: ჰერტა-შალკე

26 იანვარი: დორტმუნდი-ჰანოვერი, გლადბახი-აუგსბურგი, ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი, მაინცი-ნიურნბერგი, ვოლფსბურგი-ლევერკუზენი, ვერდერი-აინტრახტი

27 იანვარი: ბაიერნი-შტუტგარტი, ფორტუნა-ლაიპციგი

გიორგი თვალია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს

ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი

"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"

ევროპა ლიგის ფინალში "აინტრახტი" და "რეინჯერსი" გავიდნენ [VIDEO]

"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს

"ლაიპციგი" ელმასის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის - "ნაპოლის" პასუხი ცნობილია

[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!

[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა

2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა

ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მბაპემ და მესიმ გაიბრწყინეს - უმოტივაციო "სიტი" გერმანიაში დანებდა

[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა

მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა

სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს

"ბაიერნი" "ლაიპციგს" დაუზავდა [VIDEO]

კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება

[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში

Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს

რასისტული შეტყობინებები კამავინგას - გულშემატკივრებმა "რეალის" ნახევარმცველს შეუტიეს

[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა