ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძესა და მას შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლოში დაკითხვიდან გამოსულმა დათუნაშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, სასამართლოს ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც ჭიდაობის ჩემპიონატზე ჩხუბისას მასსა და გეგეშიძეს შორის მოხდა.

დათუნაშვილმა ზაფხულში მომხდარი ინციდენტიც გაიხსენა.

"ერთ-ერთი მოჭიდავის ჩაჩოჩება უნდოდა და თავისი მოსწავლის დაყენება. ჩემთვის ინტერესს არ წარმოადგენდა არც ერთის, არც მეორის მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა. უბრალოდ, გუნდის კაპიტანი ვარ და შემეკითხნენ, როგორ უნდა მომხდარიყო. რაც სიმართლე იყო, ის დავაფიქსირე.

ამის შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი. ჩხუბამდე არ მისულა საქმე, ამის შემდეგ დავტოვე შეკრება.

ნაკრებიდან წამოვედი. შემდეგ უფროსი თაობის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და მთხოვეს, დავბრუნებულიყავი. მე გავითვალისწინე ყველას თხოვნა, დავბრუნდი, მაგრამ ახლა საქართველოს ჩემპიონატზე რაც მოხდა, ყველამ ნახეთ. ეს უნდა დასრულდეს", - აცხადებს სპორტსმენი.

მისივე განმარტებით, ის გამოძიებას ენდობა. დათუნაშვილი მიიჩნევს, რომ რომ გეგეშიძემ ჭიდაობის ფედერაციის პოსტი უნდა დატოვოს.

"ჩემი მოთხოვნა არ არის, ვინმე დააკავონ. ჩემი მოთხოვნა ის არის, რომ ადამიანს არ ეკუთვნის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი და უნდა დატოვოს ფედერაცია. გამოძიებას ვენდობი და ველოდები, რომ სამართლიანად გამოიძიებენ", - აცხადებს დათუნაშვილი.

სასამართლოში ჩვენებას ამ წუთებში თვითმხილველი, ჟურნალისტი მარიამ კევლიშვილი აძლევს.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა "ფეისბუქში" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს, საქართველოს ჩემპიონატზე მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ. ზურაბ დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა.

Video

რუსთავის 2-ის ექსკლუზიური კადრები - ჩხუბი ჭიდაობის ჩემპიონატზე

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე, მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება 11 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით

კახა ქირია
თავი და თავი უნდა იყოს კანონის უზენაესობა და მერე დანარჩენი.
გიზოგ
მოძალადე, ვინც არ უნდა იყოს ის უნდა დაისაჯოს კანონის შესაბამისად.
ნათია
რითი ვართ მის გვერდში, აქ კომენტარებს რომ ვწერთ? :)))
მიდი
მიდი ზურა სიმართლის გამარჯვებამდე,შენს გვერდში ვართ
zviadi
ზურა მთელი ქვეყანა შენს გვედრითაა მიდი ბოლომდე რქები მოამტვრიე ჭიდაობის მტრებს.
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
სარჩელი არ დაუკმაყოფილეს - დათუნაშვილს მსოფლიოსა და ოლიმპიური მედლები ჩამოართვეს
"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება
ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მსოფლიოზე მეასპარეზა
დათუნაშვილმა სერბეთს ბრინჯაო მოუპოვა
ადვოკატის განცხადებით, ზურა დათუნაშვილის ნოტარიულად დამტკიცებულ წერილში აღნიშნულია, რომ დათუნაშვილი და გეგა გეგეშიძე მორიგდნენ და დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს
ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს
newposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა
სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა
"ბრავო, ოსტატო!" - როგორ მიულოცა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიური მედალი [PHOTO]
გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
"რა ჭიდაობის და კრივის ფედერაციები, რა სუმო?" - დავით ჯაფარიძე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს