ბლაგვი საგანი ვერ დავინახე. ჩხუბი იყო, ინციდენტში მონაწილეობდა გეგა გეგეშიძე. რაღაც ეჭირა ხელში, მაგრამ არ ვიცი, რა საგანი იყო, ეს შეიძლება ყოფილიყო გასაღები, შეიძლება ყოფილიყო კრიალოსანიც, ხელკეტი ნამდვილად არ იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკითხვიდან გამოსულმა მოწმემ, ჟურნალისტმა მარიამ კევლიშვილმა განუცხადა.

ის სპორტის სასახლეში, ჭიდაობის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესა და ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით მოწმის სახით, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.

როგორც კევლიშვილი განმარტავს, სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტის დროს ზურაბ დათუნაშვილს გეგეშიძისთვის ხელი არ დაურტყამს.

"გეგეშიძისთვის არ დაურტყამს. საერთოდ ხელი რომ მოექნიოს, არ დამინახავს. ერთადერთი ვიცი, ეს კაცი ხელებს იქნევდა, მაგრამ ზურა არ პასუხობდა.

ბლაგვი საგანი ვერ დავინახე. ჩხუბი იყო, ინციდენტში მონაწილეობდა გეგეშიძე. მე ვიჯექი მეხუთე სექტორის ბოლოში. ეს არის ძალიან შორს იმ ადგილიდან, სადაც ხდებოდა ინციდენტი.

შესაბამისად, ვერაფერს ვხედავდი. კადრი ტელეფონით მოვაახლოვე და ტელეფონში ვუყურებდი ამ ყველაფერს. ყველა მოქმედი ტელევიზია იქ იყო. რომ მცოდნოდა, ამ ყველაფერს არ გადაიღებდნენ, ალბათ, სხვანაირად მოვიქცეოდი.

გეგეშიძეს რაღაც ეჭირა ხელში, მაგრამ არ ვიცი, რა საგანი იყო. შეიძლება ყოფილიყო გასაღები, შეიძლება ყოფილიყო კრიალოსანიც, ხელკეტი ნამდვილად არ იყო. ამ საგნით დარტყმა "რუსთავი2"-ის ეთერში ვნახე. მოგეხსენებათ, ამ ფედერაციაში ვმუშაობდი. შესაბამისად, ამ ყველაფერს ემოციურად ცოტა სხვანაირად ვუყურებ, მესირცხვილებოდა, მესიკვდილებოდა და ათასი უბედურება მჭირდა.

იმ წუთას საერთოდ არ ვფიქრობდი გეგეშიძეზე. იმასაც მოხვდა, სხვათა შორის, ეს ნამდვილად დავინახე, ვიღაც დააფრინდა თავზე და დაარტყა. ვნერვიულობდი, ეს ბიჭები როგორ გააგრძელებდნენ ერთმანეთთან ურთიერთობას, რადგან მათთან ერთად დიდი ხანი ვმუშაობდი, ვმეგობრობ დღესაც", - განაცხადა კევლიშვილმა.

რაც შეეხება გეგეშიძესა და დათუნაშვილს შორის ზაფხულში მომხდარ დაპირისპირებას, ეს კევლიშვილისთვისაც ცნობილია.

"ფედერაციის შიდა საქმეებში ცხვირს არ ვყოფ, შიდა თემებში რა ხდება, არ ვიცი. ზაფხულში რა დაპირისპირებაც მოხდა, ეს ყველამ იცის", - განაცხადა კევლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა "ფეისბუქში" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. ზურაბ დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება 11 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
სკანდალი - უკრაინელმა ფეხბურთელმა გუნდი თვითნებურად დატოვა და კარიერას რუსეთში გააგრძელებს
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
სარჩელი არ დაუკმაყოფილეს - დათუნაშვილს მსოფლიოსა და ოლიმპიური მედლები ჩამოართვეს
"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება
ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მსოფლიოზე მეასპარეზა
დათუნაშვილმა სერბეთს ბრინჯაო მოუპოვა
ადვოკატის განცხადებით, ზურა დათუნაშვილის ნოტარიულად დამტკიცებულ წერილში აღნიშნულია, რომ დათუნაშვილი და გეგა გეგეშიძე მორიგდნენ და დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს
ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს
newposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა
სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა
"ბრავო, ოსტატო!" - როგორ მიულოცა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიური მედალი [PHOTO]
გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
"რა ჭიდაობის და კრივის ფედერაციები, რა სუმო?" - დავით ჯაფარიძე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს