„სელტიკის“ თავკაცი ნილ ლენონი განრისხებულია - მისმა ფეხბურთელებმა „ინვერნესთან“ 3:2 წააგეს და ჩემპიონატში ლიდერობა „რეინჯერსს“ დაუთმეს
„სელტიკის“ თავკაცი ნილ ლენონი განრისხებულია. მისმა ფეხბურთელებმა „ინვერნესთან“ 3:2 წააგეს და ჩემპიონატში ლიდერობა „რეინჯერსს“ დაუთმეს.

დამარცხების სიმწარე წამყვანი ნახევარმცველის, 23 წლის ებრაელი ბირამ კაიალის ტავმამ კიდევ უფრო გაამძაფრა. ექიმებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ მას მაჯა მოტყდა და ტვინი შეერყა. ერთი სიტყვით, კაიალის ჩემპიონატის დარჩენილ სამ შეხვედრაში მოედანზე აღარ ელიან.

თუმცა, ლენონისთვის ყველაზე დიდი დარტყმა, მაინც გუნდის უნიათო თამაში იყო. „სელტიკს“ შეეძლო მოეგო და ცხრილის უმაღლეს საფეხურზე დაბრუნებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. დღეს პირველ პოზიციაზე უოლტერ სმიტის შეგირდები არიან, ისინი „სელტიკს“ ერთი ქულით უსწრებენ და დარჩენილ ტურებში ყველაფერი მათ ხელშია. „რეინჯერსს“ სამი თამაში დარჩა: შინ „ჰართსთან“ და „დანდისთან“, ბოლო ტურში კი სტუმრად „კილმარნოკთან“. გლაზგოელები თითოეულ მათგანს მთელი თავით აღემატებიან და რაიმე საშინელება თუ არ დაემართათ, სამივეს მოუგებენ.

მატჩის შემდეგ ლენონი ემოციას ვერ მალავდა: „დღეს ჩვენ საკუთარ თავს ვუღალატეთ. მარტო ფეხბურთელებზე არ ვამბობ. საკუთარ თავს

ვუღალატეთ მე, ჩემმა თანაშემწე იოჰან მოლბიმ და მწვრთნელმა ალან ტომპსონმაც. დღეიდან ყველაფერი „რეინჯერსის“ ხელშია, რადგან მათ ერთი ქულით მეტი აქვთ. ჩვენზე ერთადერთი რამ არის დამოკიდებული, ყველა დარჩენილი შეხვედრა მოვიგოთ და კონკურენტს კიდევ უფრო არ გავუიოლოთ საქმე. ბრძოლას ბოლო დღემდე გავაგრძელებთ და მერე გამოჩნდება.

დიდი იმედი მაქვს, რომ დარჩენილ ტურებში ერთი მოულოდნელობა კიდევ მოხდება. თუკი დარჩენილი გუნდები „რეინჯერსს“ ისეთივე ჟინით შეებრძოლებიან, როგორითაც „ინვერნესმა“ ჩვენს წინააღმდეგ იბრძოლა, ვფიქრობ, სენსაცია მართლაც შეიძლება მოხდეს.

ახლა, ალბათ თავს დიდი კრიტიკა დაგვატყდება. ჩვენ ეს დავიმსახურეთ. ვხვდები, რომ შემადგენლობა სწორად ვერ შევარჩიე, მაგრამ კვირას, „დანდისთან“ (4:1) გამარჯვებული გუნდის შეცვლა არ მინდოდა. „ინვერნესის“ წინააღმდეგ იმავე შემადგენლობამ ითამაშა. ერთადერთი გამონაკლისი შონ მელოუნი იყო, მაგრამ ის საუკეთესო ფეხბურთელია და ვიფიქრე, გუნდს კიდევ უფრო გავაძლიერებდი.

რაც მოხდა, მოხდა. ახლა უნდა დავამტკიცოთ, რომ მართლა ძლიერები ვართ, „ინვერნესთან“ წაგება უნდა გადავიტანოთ და მოედანს ძველებურად შემართულები დავუბრუნდეთ“.

მატჩის შემდეგ ლენონმა თავისი ფეხბურთელები გასახდელში ჩაკეტა და ახალდამთავრებული თამაშის გარჩევა მოაწყო. ამისათვის მან სავალდებულო სატელევიზიო ინტერვიუებიც კი გააცდინა.

„განაპირა მცველები, ემილიო ისაგირე და მარკ უილსონი საშინლად თამაშობდნენ. არაფრად ვარგოდნენ ცენტრალური მცველები ჩარლი მალგრიუ და დანიელ მაისტოროვიჩი. საყველპუროდ ითამაშეს თავდამსხმელებმა გერი ჰუპერმა და ენტონი სტოკსმა.

რატომღაც, ჩვენი ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ დღეს სეზონის უარესი თამაში უნდა ჩაეტარებინათ. ასე თუ ითამაშებ, ვერ გაიმარჯვებ. უბრალოდ, გამარჯვების ღირსი არ იქნები. იმედი მაქვს, რომ დიდი იმედგაცრუების მიუხედავად ფანები თავიანთ საყვარელ გუნდს ზურგს არ შეაქცევენ და დარჩენილ შეხვედრებში გაგვამხნევებენ“.

Chelseafc
ჩემი თხოვნაა, დადოთ კვირის ფრაზები :):):)
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"