”არსენალის” აღმასრულებელმა დირექტორმა აივან გაზიდისმა ემირეიტ სთედიუმზე“ დასასწრები ბილეთები 6 პროცენტით გააძვირა

„არსენალი“, ზაფხულში, დონეცკის „შახტარის“ თავდამსხმელის, 22 წლის ბრაზილიელი უილიანის ყიდვას აპირებს. თურმე, უილიანი „ემირეიტ სთედიუმზე“ სამირ ნასრის შემცვლელად ესახებათ. „მეთოფეთა“ სკაუტებმა „დონეცკელი ბრაზილიელი“ ამ სეზონში რამდენჯერმე ნახეს და ძალიან მოეწონათ. აქვე უნდა ითქვას, რომ უილიანის შეძენაზე უარს არც „ჩელსი“ და „ლივერპული“ იტყოდნენ.

ბუნებრივია გაგიჩნდებოდათ კითხვა: კი მაგრამ, ნასრი სად მიდის? საქმე ის არის, რომ ნასრის ამჟამინდელ კონტრაქტს ძალა მომავალი სეზონის დამთავრების შემდეგ ეკარგება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ფრანგი ვარსკვლავი „არსენალიდან“ წავა. მართალია, მწვრთნელ არსენ ვენგერს ჯერ კიდევ არ გადაუწურავს იმედი, რომ ნასრი კლუბთან ახალ, გრძელვადიან ხელშეკრულებას გააფორმებს, მაგრამ „მეთოფეთა“ მაღალ ეშელონებში გრძნობენ, რომ საკმარისია, ევროპის რომელიმე დიდი კლუბიდან სარფიანი წინადადება მიიღოს, რომ 23 წლის შემტევი ნახევარმცველი გაქცევას შეეცდება. ცხადია, ცნობილია ის გუნდები, რომლებმაც, შესაძლოა, ფრანგის ყიდვის სურვილით „არსენალს“ ჯერ არ მიმართეს, მაგრამ მის შესახებ გაიკითხ-გამოიკითხეს. ესენია: „ინტერი“, „ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ბარსელონა“.

დღეს ასეთი მდგომარეობაა: თუ ნასრიმ „არსენალთან“ ახალ კონტრაქტს ხელი ახლავე არ მოაწერა, „მეთოფეები“ შეეცდებიან ის ამ ზაფხულშივე გაყიდონ, თორემ გაისად ქუდს დაიხურავს და თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა. სხვა სიტყვებით, მომავალი სეზონის შემდეგ ლონდონელები ნასრის სანაცვლოდ კაპიკს ვეღარ იშოვნიან.

რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ უილიანს, მას „შახტარი“ 22 მილიონ ფუნტს აფასებს. „არსენალი“ ასეთი თანხის გადახდას, სავარაუდოდ, არ აპირებს. ამბობენ, რომ ინგლისელები ვაჭრობას 13 მილიონიდან დაიწყებენ და სადამდე მივლენ, გამოჩნდება.

ამ ბოლო დროს „არსენალის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი, ოღონდ, ამჯერად არა ფეხბურთელი, არამედ აღმასრულებელი შეფი, აივან გაზიდისი მოექცა ყურადღების ცენტრში. მან თქვა, რომ პრემიერლიგის კლუბები წლიურ აბონემენტებს ისეთ ფასს ადებენ, რომ სტადიონებზე მაყურებლის რაოდენობა დაიკლებს. მიზეზი: სულ იზრდება და იზრდება სატრანსფერო ბაზარზე ფეხბურთელების ფასი, კლუბებს კი მათ შესაძენად თანხა სჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ გაზიდისის ამ განცხადებას წინ „არსენალის“ მიერ ბილეთების ფასის 6,4 პროცენტით გაზრდა უსწრებდა.

ცნობისათვის: „ემირეიტ სთედიუმზე“ დასწრება მსოფლიოში ყველაზე ძვირი სიამოვნებაა. ახლა ეს სიამოვნება კიდევ უფრო გაძვირდა. ამიერიდან, ყველაზე იაფი აბონემენტი 893-იდან 951 ფუნდამდე გაიზრდება.

გაზიდისმა „არსენალის“ გულშემატკივარს ასე მიმართა: „სრულიად ვიზიარებ თქვენს გულისწყრომას სეზონური ბილეთების გაძვირების გამო. თქვენ იძულებულნი ხართ ან საოცრად დიდი თანხა გადაიხადოთ ან ფეხბურთზე აღარ იაროთ. ეს პრინციპული საკითხია, რომელსაც დიდი ყურადღების მიქცევა სჭირდება. ამიტომაც ვუჭერ მხარს უეფას ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ფეხბურთში ფულის ხარჯვას კონტროლი სჭირდება.

ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ კლუბები ბილეთების ფასზე ასე ძალიან არ უნდა იყვნენ დამოკიდებული. უმაღლესი დონის კლუბებს ძირითადი შემოსავალი სხვა უნდა ჰქონდეთ. სამწუხაროდ, დღეს „არსენალი“ ბილეთებზე უფრო მეტად არის დამოკიდებული ვიდრე უშუალო კონკურენტები“.

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა