ლა ლიგის 21-ე ტურში მთავარი მოვლენები კატალონიაში განვითარდება - "ჟირონა" და ლიდერი "ბარსელონა" კატალონიურ დერბის შემოგვთავაზებენ, ბარსელონაში კი "სამეფო კლუბი" ჩადის "ესპანიოლთან" სათამაშოდ.

ეს გუნდები აქამდე სულ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, რადგან "ჟირონა" მხოლოდ მეორე სეზონს ატარებს ლა ლიგაში. პირველი ორი მარცხის შემდეგ (0:3, 1:6) ამ სეზონში "ჟირონამ" "კამპ ნოუზე" გმირობა ჩაიდინა. რომ არა ჟერარდ პიკე, "ბარსა" სულაც წააგებდა - მესის გოლის შემდეგ, მსაჯმა "ბარსას" ლონგლე გაუძევა. 10 კაცით დარჩენილ მასპინძლებს კრისტიან სტუანიმ დუბლი შეუსრულა ტერ შტეგენის კარში, ვალვერდეს გუნდი პიკეს გოლმა იხსნა - 2:2.

ბარსა ამ თამაშს ცუდ ხასიათზე ხვდება - კოპა დელ რეიზე "სევილიასთან" 0:2 წააგო. ამ შეხვედრაში შედგა კევინ პრინს ბოატენგის დებიუტი, თუმცა გუნდს ვერაფრით დაეხმარა. ბარსას კიდევ ერთი ახალწვეული ფრენკი დე იონგი 1-ლი ივლისიდან ჩაიცვამს "ბარსას" ფორმას.

"სევილიასთან" ვალვერდეს გუნდი მესის გარეშე თამაშობდა, არგენტინელის გარეშე კი "ბარსა" სულ სხვა გუნდია. "ჟირონასთან" "ბარსას" არ ეყოლება ტრავმირებული უსმან დემბელე.

"შარშან დიდი ენერგია შევალიეთ კოპა დელ რეის და ამის გამო დავისაჯეთ კიდეც, ჩემპიონთა ლიგაზე ძალები აღარ შემოგვრჩა. დიახ, ბოატენგის დაყენება სარისკო იყო. დიახ, მესის დასვენებაც, თუმცა ამას არ ვნანობ. მესის დასვენება სჭირდებოდა", - განაცხადა ვალვერდემ "სევილიასთან" წაგებული მატჩის შემდეგ.

სავარაუდო შემადგენლობები

ჟირონა (5-3-2): ბონო - პედრო პორო, ალკალა, ბერნარდო, ხუანპე, ვალერი - პერე პონსი, ალეიშ გარსია, ბორხა გარსია - პორტუ, სტუანი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური - მესი, ლ. სუარესი, კოუტინიო.

სანტიაგო სოლარის "რეალი" "ესპანიოლს" სტუმრობს, რომელმაც სეზონი დიდებულად დაიწყო, მაგრამ ამის შემდეგ აუტსაიდერივით თამაშობს და უკვე ცხრილის ქვედა ნახევარშია.

"ატლეტიკოს" მადრიდული დერბი აქვს - "ხეტაფეს" მასპინძლობს, რომელიც ბრწყინვალედ თამაშობს და ევროზონაშია. თასზე "ბარსას" დამმარცხებელი "სევილია" "ლევანტეს" უმასპინძლებს.

ფაქტები

"ბარსელონას" ბოლო 7 ტურში მოგებული აქვს, როგორც პირველი ტაიმი, ისე მთლიანად თამაში.

"ჟირონამ" ბოლო 4 საშინაო მატჩი (ლა ლიგა) ფრედ ითამაშა.

"ბარსელონას" ბოლო 7 ტურის მატჩებში სულ მცირე, 2 გოლი მაინც გაჰქონდა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა 2011 წელს ამხანაგურ მატჩში შედგა, როცა "ბარსამ" ლობატოს და რივეროლას გოლებით 2:1 იმარჯვა.

ლა ლიგა. XXI ტური

შაბათი, 26 იანვარი

სევილია-ლევანტე 16:00

ატლეტიკო-ხეტაფე 19:15

ლეგანესი-ეიბარი 21:30

ვალენსია-ვილიარეალი 23:45

კვირა, 27 იანვარი

ვალიადოლიდი-სელტა 15:00

ჟირონა-ბარსელონა 19:15

ბილბაო-ბეტისი 21:30

სოსიედადი-უესკა 21:30

ესპანიოლი-რეალი 23:45

ორშაბათი, 28 იანვარი

ალავესი-რაიო ვალეკანო 23:59

ბომბარდირები: 18 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 15 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - იაგო ასპასი (სელტა).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

T.k
გეთანხმებით 100%-ით და ვფიქრობ, რომ ღირსეულ ფეხბურთელებს დაფასება სჭირდებათ ყველაფრის გამო, რაც გაუკეთებიათ გუნდისთვის :** საჭიროა, რომ გულშემატკივარმა აცადოს მათ საკუთარი საქმის კეთება, რომ სიამოვნება მიიღონ თამაშისგან. კრიტიკა საჭიროა, მაგრამ გადაჭარბებული არა! რომელიც უკვე შეურაწყოფაში გადადის, ამიტომ უბრალოდ სანამ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ასეთ დიდებულ მოთამაშეებს ვუყუროთ სჯობს დავტკბეთ მათი ჯადოქრობით
გია1
კახა გიერთდდები.
ბეგი
კახა გიერთდდები მეც ძალიან ვბრაზობ, ასეთ ნაბ...ბზე ვისაც ვითომ ,რამე გაეგება ფეხბურთის.
გოგი
კახა, მეც თქვენნაირი ერთგული გულშემტკივრების რიგს ვეკუთვნი. ფაქტიურად ყველაფერში ჩემი სათქმელი სთქვი. ძალიან ვბრაზობ ისეთ ტიპებზე, ვისაც ვითომ უყვართ ბარსა და თან ლანძღავენ, ფეხბურთი ისეთი თამაშია სულ რობოტივით ვერ მოიგებ. მე ძალიან მიყვარს ჩვენი ძირითადი ფეხბურთელები და მინდა დიდხანს იყვნენ გუნდში. ინიესტა, რომ წავიდა ძლივს შევეგუე და ესენი კიდევ სუა რაკიტიჩი წავიდნენო. კარგით რა ბოლოსდა ბოლოს გეყოთ! სუაც და რაკიტიჩიც არიან ძლიერი ფეხბურთელები. ამ ვალვერდემ კი გააწყალა გული, ამდენი ფეხბურთელების ყიდვით. ვინც გყავს იკმარე რა! რაღად უნდა კიდევ დამატებით მოთამაშეები ვეღარ ვიგებ. შენ კი კახა, იცოდე ჩვენნაირები ბევრნი არიან
გიორგი
ყოჩაღ კახა !!! მესმის შენი გულისტკივილი, ვიზიარებ ...
კახა
მე დიდიხანია ბარსას გულშემატკივარი ვარ და მივეკუთვნები იმათ რიცხვს ვინც "ჭირში და ლხინში" ბარსას გვერდით არიან და არა ისეთ ვაი გულშემატკივრებს, რომლებიც წაგების მერე ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებენ. რატომ დავიწყე, ბარსამანიაზე, გუნდის ზოგიერთ ძირითად ფებურთელებზე მიდის მაგარი შეტევა მაგ: ლუის სუარესზზე, რაკიტიჩზე და რავიცი ვისზე აღარ. ასეთი გაგება არ მესმის, იგებს გუნდი ოჰ რა მაგრები ხართ, რა მაგარია სუარესი, რაკიტიჩი. აგებენ სუარესზზე "მძორია" რაკიტიჩზე სასწრაფოდ გაიყიდოს ან ზამენაზე სკამზე დასვანო თან აგერ დე იონგი იყიდეს და ეწირება მგონი რაკიტიჩი, რაც მე პირადად ნამდვილად არ მინდა. ჩვენს ძირითად ფეხბურთელებს: მესის, ბუსკეტს, პიკეს, სუარეს, ალბას, დ რაკიტიჩს ლანძღვა და გინება კი არ სჭირდებათ არამედ მოფერება და ხელის გულზე ტარება. ეს ფეხბურთელები პირადად მე ყველა ახალ წვეულს მირჩევნია. მერე ტენდეცია წამოვიდა ასეთი, ამ ფეხბუეთელებზე "დაბერდნენო" და უნდა წავიდნენო. ვინც ასე ფიქრობს, ვეტყვი ვაი თქვენს პატრონს!. პირიქით რაც დიდი ხანი იქნებიან, დავტკბეთ მაგათი ლამაზი ფეხბურთის ყურებით. ვინც ჩემნაირად ფიქრობს შემეხმიანეთ.
ნონა
წარმატება ჩემს საყვარელ ბარსას ჟირონასთან! მე მჯერა შენი ბარსა!
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
მიქაუტაძეს "ვილიარეალში" უკრაინელი კონკურენტი ეყოლება?
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები ქოჩორაშვილს და 3:3 გიჟურ მატჩში
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
204-სანტიმეტრიანი უკრაინელი თავდამსხმელი "ჟირონაში" გადავიდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა
ფლიკი იაკობიშვილს პერსპექტიულ მეკარედ თვლის - დარჩება "ბარსელონაში"?