ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალურ მდივან გოჩა ჩორგოლიანთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

გოჩა ჩორგოლიანის თქმით, არჩევნები, რომლითაც გეგა გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, გაყალბებით არის ჩატარებული.

"გუშინდელ გადაწყვეტილებას არ ვაპროტესტებ. არ შეიძლებოდა გეგა გეგეშიძეს გუშინ დაეტოვებინა თანამდებობა, ფედერაციის პარალიზება მოხდებოდა, ხელისმომწერი აღარავინ რჩებოდა. გეგა გეგეშიძეს შვიდი კაცის პოზიცია უჭირავს.

არჩევნები არის გაყალბებით ჩატარებული, პრეზდიუმი არის გაყალბებული. არანაირი პრეზიდიუმი არ არსებობს. ამის გაპროტესტებას არ ვაპირებთ. ალბათ, ხანდაზმულობაც გასული აქვს. არჩევნების დროს უნდა არჩეულიყო ორი ვიცე-პრეზიდენტი თავისუფალ ჭიდაობაში და ორიც - ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ახალარჩეულ პრეზიდენტს, ანუ გეგა გეგეშიძეს მხოლოდ ერთი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის უფლება ჰქონდა. ეს ყველაფერი დაინგრა და პრეზიდენტის მაგივრად მივიღეთ იმპერატორზე უფრო მეტი უფლებების მქონე ადამიანი. დღეს ვხედავთ შედეგს. გეგა გეგეშიძე დახურულ სხდომებზე, იქ, სადაც არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, საკუთარ ძმასთან ერთად შედიოდა და მოხდა ის, რაც მოხდა.

გეგა გეგეშიძე დღეს რომ აეყვანათ, მოხდებოდა პარალიზება. ვერც ერთი ვიცე-პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას ვერ შეასრულებდა. წესდების მიხედვით, მოვალეობის შესრულებას აგრძელებს ვიცე-პრეზიდენტი ან გენერალური მდივანი, თუმცა, გეგა გეგეშიძის გარდა, ლეგიტიმაცია არცერთს აქვს. ის შვიდი კაცის უფლებამოსილებას ასრულებს.

გამოსავალი ერთ რამეშია მხოლოდ და მხოლოდ: აბსოლუტურად სრული შემადგენლობით, ჩვენთვის სათაყვანებელი ხალხის, მათ შორის, რომან რურუასი და გურამ საღარაძის, გურამ პეტრიაშვილის ჩათვლით, უნდა დატოვონ პრეზიდიუმი და უნდა მოხდეს დემოკრატიულად და წესდების მიხედვით არჩევა", - განაცხადა გოჩა ჩორგოლიანმა.

ისევ აპოლიტიკურებთ
ზურას სულ არ აინტერესებს ნაცი-ქოცი.ნუ უპოლიტიკურებთ ნაცები ამ ვაჟკაცურ ბრძოლას.ბოლო შვიდ წელს რომ ახსენებ,ისიც მიათვალე მანამდე 9 წელი,ყველაფერი სპურტული რომ მოსპეს,ფიზკულტურის ინსტიტუტის ჩათვლით.ედიკას დროს აღარ ვსაუბრობ.ამიტომ დაფიქრდით ცოტა და ამ ერთმანეთზე გადაბრალებას სუფთა გულით დაუდექით ზურას გვერდში თუ გინდათ,თუ არადა პოლიტიკური ქულების დასაწერად შეეშვით ამ კაცს.მაგრად ჰკიდია ყველაფერი პოლიტიკური.სპორტსმენი კაცია სულით
გიორგი ჯანიკაშვილი
ის,რაც დღევანდელ საქართველოში ხდება-მეშვიდე წელია მშვიდად შეჰყურებს მთელი საქართველო.სპორტი ხომ ჩვენი სულიერი ცხოვრების უმთავრესი ნაწილია?რატომ ჩაუგდეთ ის ხელში საეჭვო რეპუტანიის მქონე ადამიანებს?უპირველესი შეცდომა მაშინ დავუშვით,როცა ხმა არამოვიღეთ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ხაბელოვის,,დანიშვნაზე" რომ არ ამოვიღეთ ხმა.ეხლა ძიუდოს შემდეგ ბერძნულ-რმაული და თავისუფალი სტილის მოჭიდავეების ჯერი დადგა და აი შედეგიც.ამ სახეობებში ჩვენი ასაღები მედლების 90%-სწაიღებენ რუსები.ესაა რუსების ოცნება და უსრულებენ კიდეც.ვიცი,რომ მოდერატორი ჩემს შენიშვნას არ გამოაქვეყნებს,მაგრამ ....თავად მაინც ხომ წაიკითხავს.ვიყოთ ასე,არ ამოვიღოთ ხმა და რასაც მოვიგებთ-ვნახავთ.[ვნახავთ რა .....არ ვხედავთ?]
აბგდ
როგორც დრუპი იტყოდა :დ აქამდე სად იყავით თქვენი...მოკლედ ეს გეგეშიძეა თუ ვინცაა მშინ იყო მოსაშორებელი როცა ნაკრების ბიჭებს ოსი ვითომ დეპუტატის მხარდასაჭერი მაისურები ჩააცვა და ამართლებდა არ ვიცოდითო მერე კი წამოცდა რომ ჩვენი დიდი გულშემატკივარი არისო :დ რანაირად?ამ ამბების მერე ბევრზე დამეკარგა წარმოდგენა :/
სტიგ
ესეეგი მართალი უთქვამს, მე რო გადავდგე ქვეყანა დაიქცევაი. სამწუხარო რეალობააა
გიორგი
რა კომენტარი უნდა გააკეთო. საგიეთია.
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
სარჩელი არ დაუკმაყოფილეს - დათუნაშვილს მსოფლიოსა და ოლიმპიური მედლები ჩამოართვეს
"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება
ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მსოფლიოზე მეასპარეზა
დათუნაშვილმა სერბეთს ბრინჯაო მოუპოვა
ადვოკატის განცხადებით, ზურა დათუნაშვილის ნოტარიულად დამტკიცებულ წერილში აღნიშნულია, რომ დათუნაშვილი და გეგა გეგეშიძე მორიგდნენ და დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს
ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს
newposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა
სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა
"ბრავო, ოსტატო!" - როგორ მიულოცა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიური მედალი [PHOTO]
გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
"რა ჭიდაობის და კრივის ფედერაციები, რა სუმო?" - დავით ჯაფარიძე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს