ევროლიგაზე "გრან კანარიასთან" მოგებულ (75:70) მატჩში გოგა ბითაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მან 16 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 7-დან 6 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება მიითვალა.

მოგებული შეხვედრის შემდეგ "ბუდუჩნოსტის" ფანებმა 19 წლის ქართველი ახალგაზრდისთვის სიყვარულის გამოსახატად სიმღერა დაიწყეს.

"Sex, Droga, Bitadze Goga" - სკანდირებდა მთელი დარბაზი.

ბევრმა ვერ გაიგო თუ რატომ მიუძღვნეს მაინც და მაინც ეს სიმღერა ფანება ბითაძეს, თუმცა მალე ამ ამბავსაც აეხადა ფარდა.

"იყო ასეთი სერბი კალათბურთელი - დეიან ბოდიროგა. ევროპული კალათბურთის ხატი, იუგოსლავიური კალათბურთის ღმერთი.

ერთადერთი, მხოლოდ ოლიმპიადის ოქროს ვერ მიაღწია. 1996 წელს, ატლანტაში მიმდინარე ოლიმპიადაზე, ლეგენდარულ "დრიმ თიმთან" ვერას გახდა და ვერცხლს დასჯერდა.

თუმცა, ეს წყენა უპასუხოდ არ დაუტოვებია. რამდენიმე წელში, კერძოდ, 2002 წელს ინდიანოპოლისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალურ სტადიაზე, მისი ლიდერობით იუგოსლავიამ მასპინძელ აშშ-ს გადაუარა. გადამწყვეტ მატჩში კი, არგენტინელებთან ორიოდე წუთით ადრე 8 ქულით მარცხდებოდნენ და როგორ გგონიათ, ვინ აიღო ზედიზედ 8 ქულა და ვინ გადაიყვანა მატჩი ოვერტაიმში?! კი, დეიან ბოდიროგამ. დამატებით დროში კი, იუგოსლავიამ იმარჯვა.

ასე აჩუქა მეორე ოქრო ბოდიროგამ მის ქვეყანას და იმ დღიდან ის გახდა ყველასთვის საფიცარი ხატი, ხელშეუხებელი კერპი.

Sex, Droga, Bodiroga... Sex, Droga, Bodiroga... უმღეროდა მთელი კარიერა მას იუგოსლავია.

გადის წლები და პოდგორიცაში გადაჭედილი, ექსტაზში მყოფი საკალათბურთო დარბაზი სიყვარულით გაჰყვირის:

Sex, Droga, Bitadze Goga... Sex, Droga, Bitadze Goga...

მათი კერპის რეინკარნაცია, ხილული სასწაული.

მსოფლიომ უკვე იცის, ახალი ვარსკვლავი დაიბადა!" - წერია გოგა ბითძის "ფეისბუქზე".

მალხაზი
ბითაძე რომ უმაგრესი გვყავს ეს გასაგებია მაგრამ ეს Sex (სექსი) და Droga (ნარკოტიკები) კალათბურთთან რა კავშირშია ცოტა ვერ მივხვდი. სერბები ეტყობა კალათბურთზე ნატ...ურები და გაბრუებულები დადიან :)
alexandre
აი,გლახუნა, ხომ ხედავ, შენც 2012 წლიდანო. ანუ მანამდე კარგი იყო და მერე გაფუჭდაო. ეჰ, რა კარგად დაიწყე შენი წერილი. მაშინ მე (და კიდევ ნახევარზე მეტი საქართველო) გკითხავს - 2012 მდე რა წკლანური მმართველობა იყო. მე ასევე გკითხავ (ძალიან ძალიან ბევრ ზვიადისტებთან ერთად) 1992 წლიდან რა უბედურება გვჭირდა? და ა.შ.. ამიტომ... თავი და თავი 2011-12 წლების მოვლენებშია. ის უნდა გაანალიზდეს და მერე სხვა ბაასი უაზრო იქნება. გოგა კი ფენომენალური ბიჭია. მთავარი - დაუზარელი, შრომა არ ეზარება (როგორც ქართველთა უმეტესობას)! ამიტომაც მიაღწევს ბევრს! ამიტომაც უყვარს მთელ საქართველოს! წარმატებები! Sex, Droga, Bitadze Goga!!!!!!
Geo_Dinamo
მადლობა გოგა, სიტყვები არ მყოფნის. თავიიანთ ღმერთს შეადარეს, რამხელა დაფასებაა. დიახაც რომ ახალი ვარსკვალავი დაიბადა, ჩვენ თუ ჩვენს გადამეტებულად ვაფასებდით, თვით სერბებმა თავიიანთ ღმერთ შეადარეს. ვინ ვინ და მათ არაფერი შეეეშლებათ. წარმატებები და მჯერა კიდევ ბევრს გაგვახარებ. მაგრად მეამაყები.
გლახუნა
ვის ეპარება ეჭვი , რომ ქართველი ერი უნიჭიერესია და აბსოლუტურად ყველა სფეროში, სპორტის ყველა სახეობაში მიაღწევს სერიოზულ წარმატებებს ?! მაგრამ მისთვის საჭიროა ე რ თ ო ბ ა, ერთიანობა, იდეური, მენტალური და ძველი - ქართული ცხოვრების წესის აღდგენა -,, მტრის- მტრისას, მოყვარეს მოყვრისა,, - მცოდნე ურთიერთ - ღირსების დაცვით, ურთიერთ პატივისცემით ავაშენებთ - თანამედროვე დემოკრატიულ- სამართლებრივი მმართველობის პოლიტიკური სისტემას ,მის პროგრესს და წარმატებას ; ეკონომიკურად, ფინანსურად, სოციალურად ... ძალიან ცდილობენ ჩვენი მტრები სწორად ქართველთა დაყოფა - დაპირისპირებას და მისთვის ,,მუშაობენ,, სოციალურ ქსელებში თუ მედიაში...სიძულვილი- დემაგოგიის მიზანმიმართული პროპაგანდით და შ ე ვ წ ყ ვ ი ტ ო თ (!) - დავფიქრდეთ მაინც -რომელს არ უხარია თითოეული ქართველის, თუ საქართველოს მოქალაქის წ ა მ ა ტ ე ბ ა, ვის არ დაუმალია სიხარული ცრემლები მისთვის, რომელ ნაც- ს, ქოც- ს, ზვიადისტს, თუნდაც კრიმინალური სამყაროს ხალხს ?! და ხოოოდა - ერთად განვსაზღვროთ - როგორ განვავითაროთ და განვამტკიცოთ - სახელმწიფოებრიობა და ვიმოქმედოთ ერთობით ( ხო ვხედავთ - 2012 წლიდან სახელმწიფოებრიობის განმტკიცება აბსოლუტურად გამორიცხულია - ავტორიტარულ - ოლიგარქიულ კრიმინალურ კლანური მმართველობის პოლიტიკური სისტემით ?!) . გვახსოვდეს ,, თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მეკედონელიც ვერ უშველის, რადგან ...,,
მიროსან
ვოი საქართველოს დიდო სარდალოოო.... კურცხალი მევიწმინდე ჩუმად :))
soxumeli veterani
ძაან მიხარია! გაიხარე გოგგა და ჩვენც გვახარე! ვამაყობ!!!
გ
ვაუ, ის კინო გამახსენდა, პირველი მერცხალი, იცით ბატონებო, რას ნიშნავს ეს? დეიან ბოდიროგასთან შედარება და მისი სიმღერა გოგას რომ უმღერეს, ეს უფრო მეტია დამიჯერეთ, ვიდრე ნბა-ში გადასვლა, თუნდაც გრანდ გუნდში! ყოჩაღ გოგა, ჩვენი ბრილიანტი ხარ!!!
კახა ქირია
მიდი გოგა მაგარი ხარ!იუგოსლაველები(სერბები) რომ ამას ყვირიან საამაყოა,რადგან ისინი კალათბურთის აზზე არიან,როგორც ბრაზილიელები ფეხბურთის.მალე დადგებოდეს ნეტა ის დრო,რომ აქ(ნბა-ში)ვნახო შენი თამაში ლაივში.წარმატებები!
guriidan
გამაჟრიალა)) მაგარია
bajo
ამაზე უფრო დიდი ბედნიერება რა იქნება ადამიანისტვის გაიხაროს სჰენმა გამზდელმა დედამ.საამაყო ბიჰუნა.გაახარე ქარტული მსჰიერი ერი.გფარავდეს უფალი.
შეიძლება ცოტა ნერვოზულია, მარა ცრემლი კი მომადგა თვალზე...))) მიდი გოგა, მიაწექი!!!
ლადო
ძაან მაგარია! :)
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ბითაძის 100%-იანი სიზუსტე "კლივლენდთან" | გოგამ 12 წუთში 7 ქულა მიითვალა
[VIDEO] სტეფ კარის მორიგი შოუ - ბითაძის "ორლანდო" "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდა
[VIDEOS] NBA: სასწაული მატჩი ტორონტოში და "მეჯიქის" დაუჯერებელი მარცხი "დეტროიტთან"
ბითაძის 14 ქულა 19 წუთში და "ორლანდოს" დამაჯერებელი გამარჯვება "კლივლენდთან"
[VIDEOS] ბითაძისა და მამუკელაშვილისთვის სეზონი დასრულდა - "ორლანდო" და "ტორონტო" გადამწყვეტ მატჩებში დამარცხდნენ
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო