ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვინ მოიპოვებს ლიგის მეოთხე საგზურს?

ვინ მოიპოვებს ლიგის მეოთხე საგზურს?

სერია A-ში ყველაზე დიდ ინტერესს ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზურისთვის ბრძოლა იწვევს
სერია A-ს მიმდინარე სეზონი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს და ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასარკვევი.

ჯერჯერობით, ოფიციალურად არც ჩემპიონი გაცხადებულა, მაგრამ პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ სკუდეტოს "მილანი" მოიპოვებს. ამიტომ, ყველაზე დიდ ინტერესს ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზურისთვის ბრძოლა იწვევს. ამ ერთ საგზურს ოთხი გუნდი ეცილება ერთმანეთს და დარჩენილ სამ ტურში დიდი ბრძოლებიც უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ XXXV ტურის შემდეგ, მეოთხე ადგილს "ლაციო" იკავებს, რომელსაც 60 ქულა აქვს მოგროვილი - ერთი ქულით ნაკლები აქვთ "უდინეზეს" და "რომას", ოთხი ქულით უკან კი ტურინის "იუვენტუსი" გახლავთ.

პიემონტელები გასულ უქმეებზე დაუბრუნდნენ სალიგო მარათონს, მას შემდეგ, რაც "ლაციო" დაამარცხეს გასვლაზე და უშუალო კონკურენტს ოთხი ქულის დისტანციაზე მიუახლოვდნენ. მოკლედ, ყველას აინტერესებს როგორ ჩაივლის დარჩენილი ტურები და ვინ "შეძვრება" ოთხეულში - "კალჩო 2000"-მა საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა და ყველა იმ შეხვედრაზე მიიღო პროგნოზები, რომლებშიც ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. გამოკითხვაში უბრალო გულშემატკივრებმა მიიღეს მონაწილეობა და საინტერესო შედეგებიც დაფიქსირდა. ქვემოთ, ტურების მიხედვით გავყვეთ და მატჩების პროგნოზებთან ერთად, ანალიზიც გავაკეთოთ - სულ ბოლოს, პროგნოზების შედეგად მიღებულ საბოლოო ცხრილს გავეცნოთ...

XXXVI ტური

რომა-მილანი X

უდინეზე-ლაციო X

იუვენტუსი-კიევო 1

მომდევნო ტურში ორი სუპერმატჩი გაიმართება - ერთში "რომა" მიიღებს "მილანს", ხოლო მეორეში, "უდინეზე" "ლაციოს". ორივე პაექრობაში ერთმანეთის პირისპირ ზემოტივირებული გუნდები წარსდგებიან და წესით, დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს. მართალია, დედაქალაქში მარცხი "მილანისთვის" ტრაგედია არ იქნება, მაგრამ როდესაც ასე ახლოს ხარ სანუკვარ მიზანთან, საქმის გადადება მაინც და მაინც სასურველი არ უნდა იყოს. ყველა შემთხვევაში, "მილანი" ქულის ასაღებად ჩავა რომში და თუ გამოუვიდა, სამ ქულასაც სიამოვნებით დაიმატებს. თავის მხრივ, "ჯალოროსი" იბრძოლებს ბოლო ამოსუნთქვამდე და ამიტომ, რაიმე პროგნოზის გაკეთება ერთობ რთული გახლავთ. და მაინც, გულშემატკივართა უმეტესობის აზრით, მატჩი ფრედ დასრულდება, "მილანი" სკუდეტოს მოიგებს, "რომა" კი საგრძნობლად გაიმრუდებს მიზნისკენ მიმავალ გზას.

ბოლო დროს, "უდინეზეს" ჩავარდნა აქვს და ქულებსაც უხვად კარგავს, თუმცა ვერც იმაზე დავდებთ თავს, რომ "ლაციოა" შესანიშნავ ფორმაში. თანაც, ამ გუნდების ჯახს იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ წესით, ფრთხილი თამაში უნდა ვიხილოთ. მართალია, ზონების და მთლიანად თამაშის ჩაკეტვა "უდინეზეს" ნაკლებად გამოსდის, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ "ლაციო" არაა თავდასხმაში მრისხანე, წესით საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მასპინძლებს იმაზე უფრო უკეთ უნდა გამოუვიდეთ, ვიდრე ეს ფლორენციაში შეძლეს. მოკლედ, ძალიან დაძაბული, პრინციპული მატჩი გველის, რომლის ყველაზე პროგნოზირებადი შედეგი ფრეა. აი, რაც შეეხება "იუვენტუსს", ლუიჯი დელ ნერის გუნდი "კიევოს" უმასპინძლებს და წესით, სამი ქულა უნდა ჩაიწეროს აქტივში.

XXXVII ტური

ლაციო-ჯენოა 1

პარმა-იუვენტუსი X

კატანია-რომა 2

კიევო-უდინეზე X

"უდინეზე" ცუდ ფორმაშია, ეს ზემოთაც აღვნიშნეთ და ამიტომ, გულშემატკივრებმა ფრიულელებს "კიევოსთანაც"' გააყოფინეს ქულები. მართალია, ვერონელებს თავი ქუდში აქვთ და სერია A-დან გავარდნა არ ემუქრებათ, მაგრამ ამ გუნდს ნებისმიერ შემთხვევაში ახასიათებს ბრძოლა და წესით, იოლად არ უნდა დათმოს თამაში.

"ლაციომ" "ჯენოას" უნდა უმასპინძლოს, რაც რომაელებისთვის საკმაოდ კარგი პერსპექტივაა. "ბიანკოჩელესტეს" უფრო ჩაკეტილ, საკუთარ საჯარიმოში გამაგრებულ გუნდებთან უჭირს თამაში, რადგან წინა ხაზზე კრეატიულობა აკლია და სწორხაზოვანი შეტევები ახასიათებს. თითქოს არც მაურო სარატეს დაეწუნება ტექნიკა და არც ერნანესს, მაგრამ ფაქტია, რომ რომაელთა შეტევები ხშირ შემთხვევაში ერთფეროვანია. ამიტომ, "ჯენოას" დარ ხალისიან გუნდთან ასეთ მნიშვნელოვან მომენტში დაპირისპირება, სწორედაც რომ კარგი პერსპექტივაა. მით უმეტეს, გენუელებს აღარაფერი აქვთ საბრძოლველი და წესით, უნდა გახსნან თამაში. "ლაციო" გაცილებით უფრო მოტივირებული იქნება და ამიტომ, სამი ქულა სწორედ ედი რეიას სამწყსოს უნდა მივაწეროთ.

სიცილიაში "კატანიასთან" თამაში არასდროს ყოფილა იოლი, მაგრამ გულშემატკივართა უმეტესობამ უპირატესობა მაინც "რომას' გამარჯვებას მიანიჭა. დიახ, "ჯალოროსი" "კატანიას" ესტუმრება და შეეცდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვოს. ვნახოთ, ფაქტია, რომ გულშემატკივართა უმეტესობას ვინჩენცო მონტელას გუნდის გამარჯვების სჯერა.

რაც შეეხება "იუვენტუსს", პიემონტელებს "პარმასთან" უწევთ გასვლითი პაექრობის ჩატარება, გუნდთან, რომელიც ბოლო დროს შესანიშნავად ასპარეზობს და სერია B-ში დაქვეითება აღარ ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ "იუვე" გაცილებით უფრო მოტივირებული იქნება, გულშემატკივართა უმეტესობამ საყაიმო რეზულტატს დაუჭირა მხარი. ამას აქვს თავისი ახსნა - "პარმას" ტიფოზებისთვის "ბიანკონერი" პრინციპული მეტოქეა და ფეხბურთელებსაც მაქსიმუმს მოთხოვენ. ამიტომ, ემილიელები თავს არ დაზოგავენ და ასეთ შემთხვევაში, ფრის ალბათობა საკმაოდ დიდია.

XXXVIII

ლეჩე-ლაციო 2

უდინეზე-მილანი 1

რომა-სამპდორია 1

იუვენტუსი-ნაპოლი 1

უკანასკნელ ტურში, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ ოთხივე გუნდს გულშემატკივრებმა გამარჯვება უწინასწარმეტყველეს. არადა, იგივე "უდინეზეს" თვით "მილანი" ჰყავს მეტოქედ - სავარაუდოდ, იმ დროისთვის უკვე იტალიის მოქმედი ჩემპიონი. გამომდინარე აქედან, ხმათა დიდი ნაწილი ფრიულელთა გამარჯვებას ერგო, რადგან "როსონერი" სრულიად უმოტივაციოდ ჩავა უდინეში და თანაც, ალბათ რამდენიმედღიანი ზეიმის და მოლხენის შემდეგ. მოკლედ, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც "უდინეზეა" ფავორიტი "მილანთან" და არა პირიქით.

"ლაციო" "ლეჩეს" ესტუმრება, გუნდს, რომელიც 35 ტურის შემდეგ, გასავარდნ ზონაშია. ბევრი რამე იმაზე იქნება დამოკიდებული, რომელ ადგილზე შეხვდება "ლეჩე" უკანასკნელ ტურს, თუმცა ფავორიტი რომ ნებისმიერ შემთხვევაში "ლაციო" იქნება, ესეც ცალსახაა. ამიტომ, სრულიად ლოგიკურად გულშემატკივართა ხმების აბსოლუტური უმეტესობა სწორედ რომაელთა გამარჯვებას ერგო.

მეორე დედაქალაქური გუნდი "სამპდორიას" მიიღებს და აქაც დაახლოებით ის ვითარებაა, რაც "ლეჩეს" შემთხვევაში. საინტერესო დამთხვევა კია, უკანასკნელ ტურში წყვილად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს სხვადასხვა მიზნისთვის მებრძოლი გუნდები. ამ შემთხვევაში, გამოკვეთილ ფავორიტად "რომა" მოსჩანს და ქომაგებმაც "სამპა" უშანსოდ მიიჩნიეს.

"იუვენტუსი" "ნაპოლის" უმასპინძლებს და უმრავლესობის აზრით, უნდა გაიმარჯვოს კიდეც. ერთი, რომ "ნაპოლი" იქნება სრულიად უმოტიოვაციოდ და მეორე, "ბიანკონერი" თამაშობს ძლიერ გუნდებთან საკმაოდ კარგად. მიმდინარე სეზონში, "იუვე" გაცილებით უფრო შედეგიანად ირჯება ფავორიტებთან, ვიდრე საშუალო რანგის და აუტსაიდერ მეტოქეებთან. მოკლედ, სამი ქულა "იუვენტუსს".

ბოლოს, პროგნოზების შედეგად მიღებულ ცხრილს გავეცნოთ - ბუნებრივია, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ გუნდებზე გვაქვს საუბარი.

თ ქ

4. ლაციო 38 67

5. რომა 38 66

6. უდინეზე 38 64

7. იუვენტუსი 38 63

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს

40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა

ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მთავრობა 3 მილიონ ლარს გადასცემს, ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს ევრობასკეტზე მოგებული ყოველი შემდგომი თამაშისთვის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!