"სევილიას" თავკაცი პაბლო მაჩინი "მონტილივიზე" იჯდა და "სამეფო თასზე" მისი გუნდის მეტოქე "ბარსელონას" აკვირდებოდა. კატალონიურ გრანდს ამჯერად ლეო მესი ჰყავდა, ეს კი იმის ნიშანია, რომ "ბარსა" სულ სხვა გუნდი იყო.
შეგახსენებთ, რომ თასზე "სევილიამ" ლიონელ მესის გარეშე მოთამაშე "ბარსელონას" 2:0 მოუგო და ახლა საპასუხო მატჩი ელის.
"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ. წაგებული თამაშის შემდეგ შემადგენლობა შევცვალეთ. ვფიქრობ, "ჟირონამ" კარგად ითამაშა. დღეს სხვა შედეგის გაგონებაც არ მინდოდა. დერბის მოგება ბევრს ნიშნავს. როცა არტური შემოვიდა, მან უზრუნველყო, რომ ბურთი შეგვენარჩუნებინა. დიახ, მომდევნო ტურში დიდი ბრძოლა გველის "ვალენსიას" წინააღმდეგ, მაგრამ ახლა მხოლოდ კოპა დელ რეის მატჩზე ვფიქრობ", - განაცხადა მატჩის შემდეგ ერნესტო ვალვერდემ.
მასპინძელთა თავკაცი კი ყველაფერს მსაჯებს აბრალებდა. მისი აზრით, გადამწყვეტი ამ მატჩში ბერნარდოს გაძევება იყო.
27.01.19. ჟირონა-ბარსელონა 0:2
დიეგო სიმეონეს გუნდი მადრიდულ დერბიში ძალიან ჩაგრავს "ხეტაფეს", ბოლო 13 დაპირისპირებაში თანაქალაქელებისგან გოლი არ გაუშვია.
ევროთასებისთვის მებრძოლ "ხეტაფეს" გრიზმანმა და საულ ნიგესმა პირველივე ტაიმში ორივე გოლი გაუტანეს და შემდეგ ჩვეულ სტილში "თამაში მოკლეს". "ატლეტიკო" ლიდერის დევნას აგრძელებს.
26.01.19. ატლეტიკო - ხეტაფე 2:0
პაბლო მაჩინის "სევილიამ" ერთ ტაიმში 5 უპასუხო გოლი გაუტანა "ლევანტეს". მოკლედ, "ატლეტიკომ" და "სევილიამ" ამ ტურში საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფ მეტოქეებს აჯობეს.
26.01.19 სევილია - ლევანტე 5:0
"სამეფო კლუბმა" 4 გოლი გაუტანა "ესპანიოლს" და მორიგი გამარჯვება იზეიმა. რაც ყველაზე მთავარია, გუნდს ტრავმამოშუშებული გარეთ ბეილი დაუბრუნდა (გოლით), თუმცა ტრავმა ახლა სერხიო რამოსმა მიიღო (გოლი მანაც გაიტანა), ხოლო რაფაელ ვარანი მსაჯმა მოედნიდან გააძევა.
27.01.19. ესპანიოლი - რეალი 2:4
ფაქტები
ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) მხოლოდ მეორე ფეხბურთელია, ვინც ლა ლიგის ბოლო 7 სეზონში შეძლო 10+ გოლის გატანა. პირველი ლიონელ მესია.
"ვალენსია"-"ვილიარეალის" მატჩში ყველაზე მეტი პასი (70), შექმნილი შანსი (4) და ჩაჭრა (10) დანი პარეხოს ანგარიშზეა.
მუქტარ დიაქაბიმ "ლიონსა" და "ვალენსიაში" 4 გოლი გაიტანა (შარშანდელ და წლევანდელ სეზონებში), ოთხივე თავით.
იუსეფ ენ-ნესირიმ (ლეგანესი) "ეიბართან" ერთ ტაიმში 2 გოლი გაიტანა, ზუსტად იმდენი, რამდენიც მთელ სეზონში.
წინა და ახალ სეზონებში ყველაზე მეტ გოლში "ეიბარის" მაისურით მონაწილეობა ჟოან ჯორდანმა (9) მიიღო.
"ატლეტიკომ" ბოლო 13 დაპირისპირებაში "ხეტაფესთან" გოლი არცერთხელ არ გაუშვა.
პაბლო მაჩინს (სევილიას მწვრთნელი) არ წაუგია "ლევანტესთან" 4 დაპირისპირებაში.
ვისამ ბენ იედერმა (სევილია) ბოლო 11 მატჩში 9 გოლში მიიღო მონაწილეობა.
ვიგოს "სელტამ" იაგო ასპასის გარეშე მე-4 მატჩი ითამაშა და მე-4 წააგო.
"ბარსელონამ" ყოველ ბოლო 32 საგარეო მატჩში შეძლო გოლის გატანა ლა ლიგაში (78 გოლი).
"მონტილივიზე" გოლის გატანის შემდეგ ლიონელ მესიმ (ბარსელონა) 36 სტადიონზე შეძლო სტუმრად გოლის გატანა ლა ლიგაში (სულ 42 სტადიონზე ითამაშა).
ჟორდი ალბა "ბარსას" მეორე ფეხბურთელია, ვინც ამ სეზონში ყველა შეჯიბრებაში 10 საგოლე პასის გაკეთება შეძლო (პირველი მესია).
იკერ მუნიაინმა ლა ლიგაში ამ სეზონში 7 ზუსტი დარტყმიდან 6 გაიტანა (1.17 დარტყმაზე გოლი) - ეს საუკეთესო მაჩვენებელია იმ ფეხბურთელთა შორის, რომელთაც 3 ან მეტი გოლი დაუგროვდათ.
ქარიმ ბენზემამ 187-ე წამზე გაიტანა, რაც ამ სეზონში "რეალის" ყველაზე სწრაფი გოლია (ყველა შეჯიბრებაში).
სერხიო რამოსმა "რეალის" მაისურით 83-ე ოფიციალური გოლი გაიტანა. ეს გოლი 50-ეა თავით გატანილ გოლებში.
ლა ლიგა. XXI ტური
სევილია-ლევანტე 5:0
გოლები: 1:0 ბენ იედერი (48), 2:0 ანდრე სილვა (60), 3:0 ფ. ვასკესი (71), 4:0 სარაბია (80-პენ), 5:0 პრომესი (90)
სევილია (3-5-2): ვაცლიკი - გომესი (12. მერკადო), კარისო, ვიობერი - ალ. ვიდალი (53. სარაბია), მესა, ბანეგა (74. ამადუ), ფ. ვასკესი, პრომესი - ბენ იედერი, ანდრე სილვა
ატლეტიკო-ხეტაფე 2:0
გოლები: 1:0 გრიზმანი (27), 2:0 საულ ნიგესი (37)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, ხიმენესი, გოდინი (46. ხუანფრანი), ლ. ერნანდესი - საულ ნიგესი, როდრი ერნანდესი, თომასი, ლემარი - კალინიჩი (62. მოლეიხო), გრიზმანი
გაძევება: დაკონამი (88. ხეტაფე), კაბრერა (91. ხეტაფე)
ლეგანესი-ეიბარი 2:2
გოლები: 0:1 კიკე (29), 0:2 ჯორდანი (36), 1:2 ენ-ნესირი (46), 2:2 ენ-ნესირი (67)
ვალენსია-ვილიარეალი 3:0
გოლები: 1:0 დიაქაბი (4), 2:0 ჩერიშევი (51), 3:0 როდრიგო (86)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი, გარაი, დიაქაბი, გაია - სოლერი (77. ფ. ტორესი), კოკლენი, პარეხო, ჩერიშევი (74. ვასი) - როდრიგო, მინა (84. ლი ქანგინი)
ვალიადოლიდი-სელტა 2:1
გოლები: 0:1 სისტო (16), 1:1 პლანიო (55), 2:1 კეკო (69)
ჟირონა-ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 სემედუ (9), 0:2 მესი (68)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე (77. ვერმალენი), ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი (82. სერხი რობერტო), არ. ვიდალი (58. არტური) - მესი, ლ. სუარესი, კოუტინიო
გაძევება: ესპინოსა (51. ჟირონა)
ბილბაო-ბეტისი 1:0
გოლი: 1:0 მუნიაინი (21)
გაძევება: დე მარკოსი (84. ბილბაო)
სოსიედადი-უესკა 0:0
ესპანიოლი-რეალი 2:4
გოლები: 0:1 ბენზემა (4), 0:2 სერხიო რამოსი (15), 1:2 ლეო ბაპტიშტაო (25), 1:3 ბენზემა (45), 1:4 ბეილი (67), 2:4 როსალესი (81)
რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი (46. ნაჩო), რეგილონი - მოდრიჩი (76. მარსელო), კაზემირო, კროოსი - ლ. ვასკესი, ბენზემა, ვინისიუსი (64. ბეილი)
გაძევება: ვარანი (72)
ორშაბათი. 28 იანვარი
ალავესი-ვალეკანო 23:59
ბომბარდირები: 19 - ლიონელ მესი (ბარსელონა), 15 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ვისამ ბენ იედერი (სევილია), იაგო ასპასი (სელტა).
მომდევნო ტური
1-ლი თებერვალი: უესკა-ვალიადოლიდი
2 თებერვალი: ლევანტე-ხეტაფე, რეალ სოსიედადი-ბილბაო, ბარსელონა-ვალენსია, სელტა-სევილია
3 თებერვალი: ვილიარეალი-ესპანიოლი, ბეტისი-ატლეტიკო, ეიბარი-ჟირონა, რეალი-ალავესი
4 თებერვალი: რაიო ვალეკანო-ლეგანესი.
ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
10
ბარსა! აუცილებლად მოუგებს მომდევნო თამაშს თასზზე სევილიას! ამის იმედი მაქვს.
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
[VIDEO] ქოჩორაშვილი თავის დაზღვევის მიზნით შეცვალეს - კაცნაკლულმა "სევილიამ" "ესპანიოლთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
[VIDEO] ვინისიუსის ამ დარტყმის შემდეგ, თანაგუნდელებმა სიცილი ვერ შეიკავეს
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
უარი უკრაინას - ქოჩორაშვილის თანაგუნდელმა შოტლანდიის ნაკრებში თამაში არჩია
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
"რატომ კილიან მბაპე?" - პსჟ-მ France Football-ს პრეტენზიები წაუყენა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"