ფოტოს ავტორი: თამუნა ყულუმბეგაშვილი

"ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის პირველი ორი მატჩისთვის, რომლებსაც 9 თებერვალს რუმინეთთან (კლუჟში, საქართველოს დროით 16 საათზე) და 17 თებერვალს ესპანეთთან ("ავჭალაზე", 18 საათზე) გამართავენ, მზადება თბილისში, "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე დაიწყეს.

ჩვენი გუნდი, "მსოფლიო რაგბის" მე-9 რეგულაციის თანახმად, 28 იანვარს შეიკრიბა და ბაზაზე სამი დღე დარჩება. ფიტნეს-ტესტებისა და ვარჯიშების გარდა, გულშემატკივარს ერთი სიახლე ელის: ოთხშაბათს, 30 იანვარს, "ბორჯღალოსნები" ერთმანეთში კონტროლირებად თამაშს გამართავენ. შეხვედრა 11 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება გულშემატკივრისთვის თავისუფალი იქნება. სამწვრთნელო შტაბის თქმით, მორაგბეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თამაშს ბევრი გულშემატკივარი დაესწროს.

ცვლილება შემადგენლობაში

"ბორჯღალოსნების" საწვრთნელ რაზმში ერთი ცვლილებაა - ფულბეკი სოსო მათიაშვილი დაშავდა და გუნდს რუმინეთთან და ესპანეთთან ვერ დაეხმარება. მის ნაცვლად მწვრთნელებმა გამოცდილ სანდრო თოდუას უხმეს, რომელსაც 11 თებერვალს 32 წელი შეუსრულდება. მას სანაკრებო დებიუტი 2008 წელს ჰქონდა, დღემდე 75 კეპი მოიხვეჭა და 11 ლელო გაიტანა.

"სოსო მათიაშვილმა მყესი დაიზიანა და პირველ ორ მატჩში დაგვაკლდება. მის ნაცვლად გუნდში სანდრო თოდუას ვუხმეთ. გაგვიმართლა, რადგან სანდრომ ტრავმა მოიშუშა და კარგ ფორმაშია. მისი გამოცდილება გუნდს ერთიასად გამოადგება. სოსო ჩვენთან დარჩება და ტრავმის რეაბილიტაციას ნაკრების სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის. ვიმედოვნებთ, რომ ის რაგბი ევროპის ბოლო სამ მატჩში დაგვეხმარება" - ამბობს მათიაშვილის ტრავმასთან დაკავშირებით მილტონ ჰეიგი.

მათიაშვილის გარდა, ტრავმების გამო "ბორჯღალოსნებს" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მინიმუმ პირველ ორ მატჩში ანტონ ფეიქრიშვილი, ბადრი ალხაზაშვილი, კახა ასეიშვილი, ვიტო კოლელიშვილი, დავით კაჭარავა, თამაზ მჭედლიძე, სანდრო სვანიძე, კოტე მიქაუტაძე, ლაშა ტაბიძე და გურამ შენგელია ვერ დაეხმარებიან.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

Zuka
Es ga gvaklda((((* soso male dadeqi pexze! Zalian chirdebi nakrebs! Todua kaegia, magram 15ze modebazis garda vinme gvyavs gamozaxebuli?
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს