ფორმულა 1. თურქეთის გრანპრის წინ
აზიასა და ევროპაში ჩატარებული სამი ეტაპის შემდეგ ფორმულა 1 ევროპაში ბრუნდება და თუ პილოტებსა და გუნდების ბოსებს ვერწმუნებით, 2011 წლის სეზონი სწორედ აქედან იწყება. თურქეთის უახლოეს გრანპრიზე "მაკლარენის" პილოტი ლუის ჰემილტონი ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვებას აპირებს და თუ ძალიან გაუმართლებს, შესაძლოა, საერთო ჩათვლაში ლიდერობა ჩამოართვას სებასტიან ფეტელს.

სეზონის პირველი სამი რბოლა ფავორიტის დევნას ჰგავდა. "მაკლარენი" ჯიუტად ავიწროებდა "რედ ბულს" და შანხაიში მიაღწია კიდეც საწადელს. ჰემილტონმა ბოლო წრეზე გაასწრო ფეტელს, მოიგო ჩინეთის გრანპრი და გენერალურ კლასიფიკაციაში გერმანელთან ჩამორჩენა 21 ქულამდე შეამცირა. რა თქმა უნდა, ბრიტანულ საჯინიბოში ყველა ბედნიერი იყო, მაგრამ ეიფორიაში არავინ ჩავარდნილა. "ჩვენ გვჭირდებოდა ეს გამარჯვება, რათა გუნდს ენერგია შემატებოდა. მაგრამ მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ. უდიდესი სამუშაოს ჩატარებაა საჭირო "რედ ბულის" დონეზე გასასვლელად და კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ მათ გასასწრებად", - განაცხადა ლუისმა.

იგივეს ფიქრობს "მაკლარენის" შეფი მარტინ უიტმარში. მისი თქმით, ჩინეთში ტრიუმფის მიუხედავად, მათი მანქანა "რედ ბულის" ბოლიდს წრეზე საშუალოდ 3-5 მეათედი წამით ჩამორჩება. მაგრამ "მაკლარენი" უკვე "ისტამბულ-პარკზე" აპირებს ამ სხვაობის გაბათილებას. მით უმეტეს, რომ ბრიტანული საჯინიბოს პილოტები ბოლო დროს თურქეთში ბრწყინვალედ გამოდიან. 2009 წელს აქ ჯენსონ ბატონმა გაიმარჯვა (თუმცა "ბრაუნ გრანპრის" ბოლიდით), 2010 წელს კი "მაკლარენმა" დუბლი შეასრულა - პირველზე ჰემილტონი იყო, მეორეზე - ბატონი.

ამ დუეტმა უკონტაქტო ბრძოლა გამართა გამარჯვებისთვის, რასაც ვერ ვიტყვით "რედ ბულზე". ფეტელი და მარკ უებერი ერთმანეთს შეეჯახნენ და შემდეგ არც ერთმა არ აღიარა თავისი ბრალი ამ ინციდენტში. ამან გუნდის შიგნით ნეგატიური ატმოსფერო შექმნა.

ვერ ვიტყვით, რომ "რედ ბულში" სიტუაცია ახლაც იდეალურია. შანხაიში უებერმა პირდაპირ განაცხადა, რომ გაუხარდა თანაგუნდელის მარცხი, აგრეთვე არ გამორიცხა "რედ ბულიდან" წასვლა. "ფერარის" მხარეს იხედება ფეტელიც, რომელსაც "რედ ბულის" მფლობელი დიტრიხ მატეშიცი (მისივე სიტყვებით) ნებისმიერ მომენტში გაუშვებს სხვაგან 2014 წლის ბოლომდე გაფორმებული კონტრაქტის მიუხედავად.

განსხვავებული სიტუაციაა "მაკლარენში". ამ დღეებში ბატონმა განაცხადა, რომ ასეთ შესანიშნავ გუნდში კიდევ დიდი ხნით დარჩებოდა და სწორედ "მაკლარენში" სურს კარიერის დასრულება. შანხაის ტრიუმფის შემდეგ განწყობა შეეცვალა ლუის ჰემილტონს და მანაც გამოთქვა 2012 წლის შემდეგ გუნდში დარჩენის სურვილი. მოკლედ, სრული იდილიაა.

სხვათა შორის, სულ მალე ფორმულა 1-ში სამუშაოდ ბრუნდება "მაკლარენის" კიდევ ერთი სახელგანთქმული თანამშრომელი. უფრო ზუსტად, მისი ყოფილი ტექნიკური დირექტორი მაიკ კოფლენი - 2007 წლის ჯაშუშური სკანდალის ერთ-ერთი მთავარი გმირი. ის სკანდალი "მაკლარენს" 100 მილიონ დოლარად და კონსტრუქტორთა თასზე მოპოვებულ ქულებად დაუჯდა. მაიკი დროებით ჩამოაშორეს ფორმულა 1-ს. ის სამხედროებისთვის ჯავშნიანი მანქანების შექმნაში მონაწილეობდა, მუშაობდა ოკეანის გაღმა ნასკარის სერიაში, მაგრამ ახლა "სამეფო რბოლებში" მორიგი შანსი მიიღო.

უკვე ივნისის დასაწყისში ის მთავარი ინჟინრის პოსტს ჩაიბარებს "უილიამსში". ერთ დროს სახელგანთქმულმა გუნდმა მთლიანად ჩააგდო სეზონის დასაწყისი. 2011

წლის ბოლოს საჯინიბოდან წასვლის შესახებ გამოაცხადა რამდენიმე ხელმძღვანელმა, მათ შორის ლეგენდარულმა პატრიკ ჰედმა. იქნებ კოფლენმა დააყენოს სწორ გზაზე ფრენკ უილიამსის გუნდი.

თურქეთის გრანპრის განრიგი

6 მაისი, პარასკევი

11:00. პირველი პრაქტიკა

15:00. მეორე პრაქტიკა

7 მაისი, შაბათი

12:00. მესამე პრაქტიკა

15:00. კვალიფიკაცია

8 მაისი, კვირა

16:00. რბოლა

giorgi
ხომ ვერ გვეტყვით, რომელი არხი აჩვენებს ფორმულის რბოლებს? მადლობთ.
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"