NHL. პლეი ოფი. 1/4 ფინალი

"ვანკუვერისა" და "ნეშვილის" სერიას თუ არ ჩავთვლით, მეოთხედფინალურ ეტაპზე აშკარაა ერთი გუნდის მეორეზე უპირატესობა. "ტამპამ" ოთხ მატჩში მოამთავრა საქმე "ვაშინგტონთან", კიდევ ორ სერიაში ანგარიშია - 3:0.

აღმოსავლეთი

ბოსტონი-ფილადელფია 5:1

2:0, 2:1, 1:0

გოლები: 1:0 ხარა-1 (მარშანი-6, პ. ბერჟერონი-10), 2:0 კრეისი-5 (ლუჩიჩი-3, ჰორტონი-3), 3:0 პეი-1 (გ. კემპბელი-1, ბოიჩუკი-1), 4:0 ჰორტონი-5 (კრეისი-3, ხარა-2), 4:1 მეზაროში-2 (პოუ-1, კარჩილო-1), 5:1 ხარა-2 (კრეისი-4, საიდენბერგი-5).

სერია: 3-0

სერია "ბოსტონის" აშკარა უპირატესობით მიმდინარეობს და წესით, "ფილადელფიას" შარშანდელი გმირობის გამეორების არანაირი შანსი არ აქვს, მით უმეტეს, რომ "მფრინავების" მწვრთნელი პიტერ ლავიოტელი კვლავაც ვერ ჩამოყალიბდა პირველი მეკარის საკითხზე.

"ბოსტონის" მხრიდან კვლავ უნდა გამოვყოთ მეკარე ტიმ ტომასის ბრწყინვალე თამაში. შეტევაში კი შესანიშნავი იყო სლოვაკურ-ჩეხური დუეტი: სლოვაკმა მცველმა ზდენო ხარამ (2+1) და ჩეხმა თავდამსხმელმა დევიდ კრეისიმ (1+2) ერთად ექვსი ქულა დააგროვეს.

"ფილადელფიაში", რომელიც უფსკრულის პირას აღმოჩნდა, ერთადერთი გოლი ანდრეი მეზაროშმა გაიტანა.

ტამპა ბეი-ვაშინგტონი 5:3

1:1, 2:1, 2:1

გოლები: 1:0 მელოუნი-3 (ლეკავალიე-7, სენტ ლუისი-7), 1:1 შტურმი-1 (არნოტი-4, ოვეჩკინი-5), 2:1 ბერგენჰაიმი-6 (მური-5, დაუნი-9), 3:1 ბერგენჰაიმი-7 (მური-6), 3:2 ერსკინი-1, 4:2 მ-ა. ბერჟერონი-1 (დაუნი-10, პურსელი-9), 5:2 სენტ ლუისი-6 (პურსელი-10), 5:3 ჯ. კარლსონი-2 (ლეიჩი-6, არნოტი-5).

სერია: 4-0

აღმოსავლეთის ჩემპიონი მოულოდნელად სასტიკად განადგურდა აღნიშნულ სერიაში. "ტამპა ბეიმ", რომელსაც შვიდი მატჩის ჩატარება დასჭირდა "პიტსბურგის" დასამარცხებლად, ამჯერად "მშრალი" ანგარიშით დაასრულა სერია. რაც მთავარია, ყველა კომპონენტში აჯობა სტენლის თასის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს.

"ვაშინგტონმა" დამაჯერებლად გაიარა რეგულარული, შემდეგ იოლად გადალახა "ნიუ იორკ რეინჯერსის" ბარიერი და ისევ, როგორც წინა წლებში, ორი ნაბიჯი არ ეყო მთავარ პრიზამდე.

მეოთხე მატჩში დიდი ბრძოლა იყო და რამდენიმე ეპიზოდში მასპინძლების მეკარე დუეინ როლოსონი ჩაფხუტის გარეშე დარჩა. მატჩის ბედი ორმა ჰოკეისტმა გადაწყვიტა. შონ ბერგენჰაიმმა (2+0) და მარტინ სენტ ლუისმა (1+1) ორ-ორი ქულა ჩაიწერეს აქტივში. ამ უკანასკნელის გოლის შემდეგ მატჩში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

"ვაშინგტონის" მთავარი ვარსკვლავი ალექსანდრ ოვეჩკინი თავისუფალია. ის უკვე მიიწვიეს რუსეთის ნაკრებში და სავარაუდოდ, ფორვარდს პარალელურად მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიხილავთ.

დასავლეთი

დეტროიტი-სან ხოსე 3:4 (ო)

1:1, 2:1, 0:1, 0:1

გოლები: 0:1 სეტოგუჩი-2 (ჯ. ტორნტონი-5, პაველსკი-2), 1:1 ლიდსტრიომი-2 (ზეტერბერგი-1, ჰოლმსტრიომი-4), 2:1 ივსი-3 (ჰელმი-3, დრეიპერი-1), 2:2 სეტოგუჩი-3 (დ. ბოილი-6, ჯ. ტორნტონი-6), 3:2 დაციუკი-3 (ზეტერბერგი-2, ლიდსტრიომი-3), 3:3 დ. ბოილი-1 (უელვუდი-4, ტ. მიტჩელი-4), 3:4 სეტოგუჩი-4 (ჯ. ტორნტონი-7).

სერია: 0-3

"დეტროიტმა" ზედიზედ მესამედ წააგო ერთი შაიბის სხვაობით. მაიკ ბებკოკის გუნდმა ორი მარცხი ოვერტაიმში იწვნია, ერთი - ძირითად დროში და თითქმის გამოეთხოვა კონფერენციის ფინალში გასვლის შანსს.

"რედ უინგზის" ფიასკოს რამდენიმე მიზეზი აქვს. მაგალითად, გუნდს არ ჰყავს ძლიერი მეკარე. ჯეიმს ჰოვარდი პერიოდულად კარგ თამაშს აჩვენებს, მაგრამ ის არ გახლავთ პლეი ოფის მატჩებისთვის გამობრძმედილი გოლკიპერი. გარდა ამისა, დეტროიტელთა წამყვანი მცველების - ნიკლას ლიდსტრიომის, რუსლან სალეისა და ბრაიან რაფალსკის საუკეთესო წლები უკან დარჩა და ვეტერანის ასაკში ისინი ვეღარ უძლებენ მარათონულ სეზონს.

თუმცა ლიდსტრიომი ორი ქულით (1+1) ერთ-ერთი საუკეთესო იყო მესამე მატჩში, თუმცა კალიფორნიელებსაც აღმოაჩნდათ თავიანთი "ჯოკერი" - დევინ სეტოგუჩიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა. სწორედ მან გაიტანა ოვერტაიმში შაიბა და თითქმის გაუნაღდა თავის გუნდს შემდეგ ეტაპზე თამაში.

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს